საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია
გაზიარება
სახელმწიფო კოოპერაციული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაუსრულებელი ამბავი
27 02 2014 13:55:03 ნანახია: 620
სახელმწიფო კოოპერაციული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაუსრულებელი ამბავი

ირინა თაბუაშვილი


ეს ამბავი 80-იანი წლების მიწურულს დაიწყო. მოსახლეობამ სახელმწიფო ბანკებში შეიტანა თანხები და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ მათ სახლებს აუშენებდათ. ზოგიერთი სახლის მშენებლობა დაიწყეს, ზოგიერთი ვერ დაამთავრეს, ზოგი კი -არც დაუწყიათ.

 


 


მშენებლობებიც გაჩერდა და მას შემდეგ დარჩა ეს ხალხი ღვთის ანაბარა... ზოგი დასამთავრებელ კორპუსებში შესახლდა, ზოგი ნაქირავებ ბინაში ან ნათესავის სახლში ცხოვრობს დღემდე და ასეთები არიან ათასები. ათასობით ოჯახი ხელისუფლებას ფეხებზე ჰყავს დაკიდებული. ამავე პერიოდში საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა სამხედრო გადატრიალების გზით. შევარდნაძის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეს თანხები გაქრა..


1998 წელს შევარდნაძის მთავრობამ ეს თანხა სახელმწიფო ვალად აღიარა და ბიუჯეტს დააკისრა ვალის გადახდა მოქალაქეებისთვის. მთავრობამ ვალად აღიარა და ფინანსთა სამინისტროს დაავალა ვალის გადახდის „წესის“ შემუშავება.შენდეგ,კი მისი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დასამტკიცებლად წარდგენა.


წესი შეიმუშავეს, თუმცა მაცნეში არ დაბეჭდილა და ამიტომ კანონის ძალა არ ჰქონდა. უგულავას პიარის ნაწილი იყო გილაურის მთავრობის 2009 წლის 11 ნოემბრის დადგენილება, რომელშიც ჩართული იყო მერია და დაზარალებულთათვის ვალის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთების გადაცემას ითვალისწინებდა. თუმცა როდესაც დაზარალებულებმა მერიას მიმართეს, მათ პასუხად მიიღეს რომ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა და სანამ ნუსხაში ნაკვეთები არ დაზუსტდებოდა.. მათ ვერ დააკმაყოფილებდნენ ცვლილებების შეტანამდე. მერიამ დაუსრულებელი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 332 პირს მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადასცა. ნაკვეთების გადაცემა ეტაპობრივად, პრეზიდენტის რამდენიმე განკარგულების საფუძველზე მოხდა და ადგილობრივი თვითმმართველობის და თბილისის მერის 2010 წლის არჩევნებს დაემთხვა. არჩევნების დამთავრებიდან ზუსტად 10 დღეში გილაურის განკარგულებაში ცვლილებები შევიდა და კომპენსაციების გაცემის პროცესი შეჩერდა.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ორ კვირაში, პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, ნიკა გილაურის ეს განკარგულება საერთოდ გააუქმა. 2010 წელს თბილისში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული დაახლოებით 4500 პირი იყო აღრიცხული. რა პრინციპით შეირჩა ამ 4500-დან 332 და როგორ განისაზღვრა გადასაცემი მიწის ფართები? ამ საკითხზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა დავით ჭედიამ აღნიშნა, რომ მერიის შენიბაში არსებობდა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია, რომელსაც მიჰქონდა სიები და დოკუმენტაცია და მერია იმ პროცესში არანაირად არ ერეოდა...


პრივატიზაციის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ვაშაყმაძემ განაცხადა- კოოპერატივების წევრები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, რომ მიწის ნაკვეთი აეღოთ ვალის სანაცვლოდ.. შეიკრიბნენ და ამ პროცესს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია, კერძოდ მისი ხელმძღვანელები ნანა წიქარიშვილი და ქეთევან ოსიყმიშვილი უკეთებდნენ ორგანიზაციას... ქეთევან ოსიყმიშვილის თქმით კომპენსაციის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის აღების მსურველი მხოლოდ 1500 დაზარალებული არმოჩნდა.. თუმცა რამდენად სარწმუნოა, რომ ამ ადამიანების რიცხვი მეტი არ იქნებოდა, სწორი ინფორმირებულობის შემთხვევაში? ქეთევანი ბრძანებს რომ ვინც მოასწრო..ანუ 332 ადამიანმა..


მათი მოთხოვნა მერიაში შევიდა და ეს ადამიანები დაკმაყოფილდნენ. ნანა წიქარიშვილი ამბობს, რომ მერიის ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ იყო გამიზნული.. ხოლო ასოციაციის გამგეობის ერთერთი წევრი ამბობს, რომ იქ საქმე მოსწრებაზე არ ყოფილა, არამედ მიწები განაწილდა ვალის დაფარვის წესის მიხედვით, ანუ რიგითობა დადგინდა ქვითრების, თანხის შეტანის დროის მიხედვით.. გარდა ასოციაციის თავმჯდომარეობისა, ქეთევან ოსიყმიშვილი N632 კოოპერატივის თავჯდომარეც არის. მისი კოოპერატივის 253 წევრიდან, 104 წევრმა მიიღო კომპენსაცია ნაკვეთების სახით... საინტერესოა რა პრინციპით შეარჩია ქალბატონმა ქეთევანმა ეს 104 ადამიანი?? .. მართლაც საეჭვოა რომ 332 ადამიანიდან, სწორედ ოსიყმიშვილის კოოპერატივის წევრები დაკმაყოფილდნენ.. ან რა პრინციპით შეირჩნენ იმ კოოპერატივის წევრებიც?


ნანა წიქარიშვილს სახელმწიფოსგან 12 100$ კომპენსაცია აქვს მიღებული 2000 წელს, რაც ასოციაციის დოკუმენტებით დასტურდება. თუმცა 2004 წელს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი კომისიის მიერ შედგენილ სიაში ნანა წიქარიშვილი ისევ ფიქსირდება, როგორც დაზარალებული.


მისი განმარტებით, კოოპერატივის საერთო კრებამ დაადგინა რიგითობა და მას მიანიჭეს რიგით პირველი 154 წევრს შორის, კომპენსაციის მიმღებთა სიაში. დაზარალებული დალი გაბეჩიას თქმით.. წიქარიშვილმა, რომელიც ჩაუდგა ასოციაციას სათავეში და გამგეობამ, მერიასთან შეთანხმებით სრულიად უგულებელყო წესდება, ხელში ჩაიგდო მერიასთან ერთად კომპენსაციების თუ ქონების გაცემის პროცესი. მათ კომპენსაციები გასცეს წიქარიშვილთან დაახლოებული კოოპერატივების თავმჯდომარეების კოოპერატივების წევრებზე. წიქარიშვილის ასოციაცია დაბინავებული იყო მერიის შენობაში, სადაც ხვდებოდა კოოპერატივების წევრებს, ავსებდა საბუთებს და პირდებოდა კოოპერატივების წევრებს, რომ აუცილებლად მოხდებოდა მათთვის ქონების გადაცემა. ანუ ნანა წიქარიშვილი ფაქტიურად მერიის პიარს ეწეოდა წინასაარჩევნოდ.


2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის წიქარიშვილის ასოციაციას მერიაში ოფიციალურად საოფისე ფართიც კი ჰქონდა გამოყოფილი მეორე სართულზე. კორუპციის ფაქტი ამ შემთხვევაში დასტურდება.. მერიამ გამოარჩია ერთი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და კანონის გვერდის ავლით მას გადასცა უფლება, თვითონ განესაზღვრა კომპენსაციის მიმღებთა რიგითობა. ამ კანონდარღვევის გამო, რა თქმა უნდა, არავის პასუხი არ უგია.. არც მერიაში და არც ასოციაციაში.. არსებობს მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წელს გამოცემული განკარგულება, მოქალაქეებისთვის პირდაპირი განკარგვის წესით ქონების გადაცემის შესახებ, რის მიხედვითაც ქონება 20-მდე დაზარალებულს გადაეცა. რაც ასევე კორუპციის უტყუარი ფაქტია, რადგან ყველა ამ შემთხვევაში გადაცემა მოხდა, ვალის გადახდის წესის გარეშე. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეებიც და არასამთავრობო ორგანიზაციაც არიან კორუპციული გარიგების მხარეები.


ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის დაფარვის წესის შემუშავება 1998 წელს დაევალა. ამის ნაცვლად 1999 წლის 18 ოქტომბრის N226 ბრძანებულებით ფინანსთა სამინისტრომ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციას გადასცა კომპენსაციის მიმღებთა რიგითობის დადგენის უფლება, ..თუმცა რიგითობა წესების უხეში დარღვევით დადგინდა..


ყოველგვარი კრებების და ოქმების გარეშე..წიქარიშვილის და ოსიყმიშვილის შეხედულებისამებრ. დღემდე კომპენსაცია მხოლოდ 800-მდე ოჯახს აქვს მიღებული.. 7500-ზე მეტი დაზარალებული კვლავ უშედეგოდ ელოდება ქონების დაბრუნებას.. 2011 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაცემული დაპირებების ნუსხაში, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფო კოოპერაციული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა პირველი რიგის ამოცანად განსაზღვრა.. მთავრობის 2004 წლის 108 დადგენილებით შეიქმნა სახელმწიფო საბინაო სამშენებლო კოოპერატივების პრობლემების შემსწავლელი კომისია..


მოჯადოებული კომისია, სადაც წევრების გარდა არაფერი იცვლება.. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 105-ე დადგენილებით უკვე შეცვალა კომისიის წევრთა შემადგენლობა..არადა ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია სრულიად ელემენტარულად..


ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უნდა მიიღოს ვალის გადახდის წესი, დასამტკიცებლად წარუდგინოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს და შემდეგ გამოქვეყნდეს„საკანონმდებლო მაცნეში“.


შემდეგ!გამოიყოს თანხები(შესაბამისად რა წერია წესში და რა ვადებია-იმის მიხედვით)... ამოცანა გვეკითხება.. შეასრულებს მინისტრი ხადური დაკისრებულ მოვალეობას?? თუ გაჰყვება ბოლშევიკურ გზას?... ვერ ჭრი პრობლემას?.. შექმენი კომისია...


აქ კომედიური ელემენტი იმაშიც მდგომარეობს, რომ წიქარიშვილი და ოსიყმიშვილი არამცთუ თუ არ დასჯილან კანონდარღვევის გამო, არამედ დღესაც გვევლინებიან შუამავლად ბინათმშენებლობით დაზარალებულებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის.. ისინი წარმოადგენენ დაზარალებულებს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ტელევიზიების თოქ-შოუებში....ანუ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია დღესაც მონოპოლისტია დაზარალებულების უფლებათა დამცველებს შორის და საინტერესოა ეხლა ვის ინტერესებს იცავს??


ირინა თაბუაშვილი, N645 კოოპერატივის წევრი

გაზიარება
მსგავსი მასალები

ანონსი

"საქართველო და მსოფლიო" "ობიექტივის" ეთერში

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 2835846
გუშინ 17469
სულ 2853315
ამჟამად საიტზეა: 36 მომხმარებელი
23 ნოემბერი 2014

ახალი კომენტარები

როგორ უნდა აქებდეთ ქალბატონო ქეთი ისეთ აფთიაქს როცა არ იცით თუ როგორ ფაშისტურად ექცევიან ფარმაცევტებს ფარმადეპოში???!!! ეს ბატონი მართალს ბრძანებს,ყოველი მისი სიტყვა აქ დაწერილი სრული სიმართლეა! იმედია ამას სათანადო რეაგირება მოყვება! ასეთი შემთხვევა ხშირად გამიგია პირადად ფარმადეპოში შეძენილ ვადაგასულ მედიკამენტებზე.ხალხიც ადვილად ტყუვდება როცა ვითომდა გრანდიოზული ფასდაკლებით იზიდავს ფარმადეპო მომხმარებელს,კარგად დააკვიდით ხოლმე კოლოფზე მითითებულ ვადას! 2-3 დღე რომ აქვს მედიკამენტს ვადა დარჩეინილი ასეთი წამალი უნდა იყიდებოდეს აფთიაქში და ამით უნდა ატყუებდეს ფასდაკლებით მომხმარებელს ფარმადეპო???!!! ხალხნო გაახილეთ თვალი რაა!!!

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 - 2014 Geworld.ge All Rights Reserved.

www.wsa.ge