Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: 5 ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა სახელმწიფოს ვერ ჩამოშლის, ქსელი კი,...

ნანა კაკაბაძე: 5 ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა სახელმწიფოს ვერ ჩამოშლის, ქსელი კი, რომელიც საქართველოში აგენტურამ შექმნა, გაცილებით საშიშია”

“ფულის ჩარიცხვის წინააღმდეგი არავინაა, უბრალოდ, იმის გამოაშკარავებაა აუცილებელი, რომ არასამთავრობოებს ფული მიზნობრივად არ ერიცხებათ და თანხები, რომლებიც საქართველოში შემოდის, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული”

250

2023 წლის მარტშიუცხოელი აგენტების რეგისტრაციისშესახებ კანონპროექტის პარლამენტში განსახილველად შეტანას ისეთი აურზაური მოჰყვა, რომ ხელისუფლება იძულებული შეიქნა, კანონპროექტი უკან გაეწვია და პირობა დაედო, ამ კანონს აღარასოდეს ახსენებდა.

ზუსტად ერთი წლის თავზე სახელისუფლო გუნდმა კვლავ გადაწყვიტა კანონპროექტის გაცოცხლება ოღონდ ცოტა შეცვლილი ფორმით _ თუ წინა კანონპროექტსუცხოელი აგენტების შესახებეწოდებოდა, ახლა მასუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებდაარქვეს.

კანონპროექტის უკან დაბრუნებამ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალები აქციებისა და არეულობების მოწყობითა და ხელისუფლების დამხობით იმუქრებიან.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებკანონპროქტის შემოტანით უღირდა თუ არა ხელისუფლებას ვაბანკზე წასვლა არჩევნების წინ? _ ამ საკითხზე გვესაუბრება ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე:

_ საარჩევნო წელია და საფრთხეები მოსალოდნელია. სწორედ ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად არის საჭირო კანონი “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ”. გვახსოვს, წინა არჩევნებზე როგორ გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) და ამ გაყალბებული მონაცემების საფუძველზე ქვეყანაში კინაღამ რევოლუცია მოაწყვეს. ხელისუფლება ანალოგიურ პროცესს ელოდება 2024 წლის არჩევნებზეც და ცდილობს, იმ არასამთავრობოების ლუსტრაციას, რომლებმაც შეიძლება არეულობა მოაწყონ.

თუ ლუსტრირებულნი იქნებიან დონორები, რომლებიც ამა თუ იმ დესტრუქციულ არასამთავრობოებს აფინანსებენ, ხელისუფლებას მეტი ბერკეტი ექნება მათი საქმიანობის აღსაკვეთად, ადვილად შეძლებს დამნაშავეების გამოვლენას.

_ უღირს კი ხელისუფლებას საარჩევნო წელს  ისეთი აყალმაყალი, როგორსაც ამ კანონის მიღება გამოიწვევს?

_ რა თქმა უნდა, უღირს! აქციებზე ბევრი ადამიანი არ გამოდის. თუნდაც 5 ათასი ადამიანი გამოვიდეს, ეს საფრთხის შემცველი არ არის ხელისუფლებისთვის. საფრთხე მაშინ შეიქმნება, თუკი არ აღიკვეთება გარედან ფულის შემოდინება და ქვეყნისთვის დამღუპველი დავალებების გაცემა, რომლებიც მართლა ჩამოშლის სახელმწიფოს. 5 ათასი ადამიანის ქუჩაში გამოსვლა სახელმწიფოს ვერ ჩამოშლის, ქსელი კი, რომელიც  საქართველოში გარეშე მტრებმა და აგენტურამ შექმნეს, გაცილებით საშიშია.

_ ამერიკა და ევროპა არ უწონებენ გადაწყვეტილებას ხელისუფლებას. საქართველოში ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ ქართული კანონპროექტი არ ჰგავს ამერიკულ კანონ  “ფარას” (FARA  _აშშის კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, რომელიც მიიღეს 1938 წელს )… ასეთ ვითარებაში საქმის ბოლომდე მიყვანას შეძლებენ  ხელისუფლების წამომადგენლები?

_ ძალიან კარგი იქნება, თუ “ფარას” მსგავს კანონს  მივიღებთ, რადგან ის კანონი უფრო მკაცრია, ჩვენი კანონი კი “ფარას” მსუბუქი ვარიანტია. ქართველი საზოგადოების ნაწილი შარშან გაუთვითცნობიერებელი იყო, ახლა, შეიძლება ითქვას, ხალხმა გაიგო, რას ნიშნავს ეს კანონი. შარშან ხელისუფლება ამომრჩევლის გულისწყრომასაც მოერიდა _ ხალხი არ იყო გათვითცნობიერებული და ხელისუფლება ამის გამო გაჩერდა.

დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება არასამთავრობოებისა და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ჩანაფიქრს სახელმწიფოს ჩამოშლის შესახებ. დასავლელ პოლიტიკოსებსა და ძალებს არჩევნების გზით ვერ მოჰყავთ ე.წ. ოპოზიციური ძალები ჩვენი ქვეყნის სათავეში და ამიტომ ცდილობენ, ეს რევოლუციის გზითა და ხელისუფლების ჩამოშლით მოახერხონ. ხელისუფლების სათავეში აგენტურის მოყვანა შეიძლება რევოლუციის, არეულობის გზით. ეს იციან გარეშე და შინაურმა მტრებმა.

_ ჩვენ ხშირად ვყოფილვართ ამა თუ იმ პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის დესტრუქციული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მოწოდებების მოწმე, მაგრამ, მიუხედავად ასეთი საჯარო განცხადებებისა, არავინ გვინახავს დასჯილი. აღნიშნული კანონით თუ დაისჯებიან ადამიანები სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებისა და მოწოდებებისთვის?

_ კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” აქვს სერიოზული ხარვეზი, ამის შესახებ ხელისუფლებასაც ვაცნობე. ქართულ კანონში ნახსენები არ არიან ინდივიდები,  როგორც “ფარას” კანონშია. ამრიკულ კანონში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება დაფინანსებული უცხოეთიდან 20 პროცენტზე მეტით, ყველა ხვდება რეესტრში, იქნება ეს ინდივიდი, მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სხვა.

ქართული კანონის შემთხვევაში ეს ასე არ არის, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზეა ორიენტაცია. ეს დიდი შეცდომაა, რადგან ფულს გამოუგზავნიან ინდივიდს და ის გააკეთებს იმას, რაც არასამთავრობომ უნდა გააკეთოს _ ოფისს იქირავებს, ხალხს შეკრებს და ა.შ. სასურველია, “ფარასავით” სრულყოფილი იყოს კანონი.

კანონი არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ პირდაპირ ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია არის არაპოლიტიკური არასამეწარმეო სუბიექტი, მაგრამ ჩვენთან არასამთავრობოები პირდაპირ და დაუფარავად ერევიან პოლიტიკაში. კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება აპირებს, იძლევა საშუალებას, პირდაპირ მიმართოს დონორებს, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია პოლიტიკაში ერევა, რისი უფლებაც არ აქვს. ამის შემდეგ დამფინანსებელი ვალდებულია, გრანტი შეუწყვიტოს არასამთავრობოებს და ფული უკან გაითხოვოს. ასეთი ლუსტრირება ხელს არ აძლევს არც ერთ მხარეს არც შიგნით და არც გარეთ, ამიტომაც არიან გაგიჟებულები. ფულის ჩარიცხვის წინააღმდეგი არავინაა, უბრალოდ, იმის გამოაშკარავებაა აუცილებელი, რომ არასამთავროებს ფული მიზნობრივად არ ერიცხებათ და თანხები, რომლებიც საქართველოში შემოდის, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში ჩასარევად და ასარევად. ყველა სახელმწიფოში აკრძალულია ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევისთვის ფულის გაგზავნა, ჩვენ გამონაკლისები არ ვართ, ამიტომ კანონი, რომელსაც ხელისუფლება იღებს, აუცილებელია. ამ კანონის საფუძველზე შეიძლება დესტრუქციული ძალების დასჯა და უცხოეთიდან ფულის შემოდინების აკრძალვა, თუკი ეს ფული პოლიტიკაში ჩარევისთვის იქნება გამიზნული.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here