Home ახალი ამბები მსოფლიო „ვისაც არ შეუძლია  გრძელი ტექსტის წაკითხვა, იმუშავებს  ხელებით”

„ვისაც არ შეუძლია  გრძელი ტექსტის წაკითხვა, იმუშავებს  ხელებით”

530

დასავლეთის ელიტა გეგმავს, საზოგადოებრიობა დაყოს და  შექმნას დაბალი კლასები, ერთი მხრივ, ინდივიდუალიზმის უკიდურესი ფორმების წახალისებით, მეორე მხრივ, კულტურისა და განათლების განადგურების საშუალებით ადამიანის ქცევისა და ფსიქოლოგიის პრიმიტივიზაციაზე  მუშაობით. ამის შესახებ dzen.ru-ზე წერს რუსი მეცნიერ-ისტორიკოსი, სოციალური ფილოსოფოსი, სოციოლოგი, პუბლიცისტი, მოსკოვის ჰუმანიტარული  უნივერსიტეტის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ინსტიტუტის რუსული კვლევების ცენტრის დირექტორი  ანდრია ფურსოვი.

„მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ერთ-ერთი პრეზენტაცია შეიცავდა  მნიშვნელოვან დაკვირვებას : მომავალში  შანსი ექნება მათ, ვინც შეძლებს  ორი რამის გაკეთებას – გრძელი ტექსტების წაკითხვასა  და  მათი შინაარსის გააანლიზებას. აქ  გამახსენდა ჩინური ანდაზა, რომელიც ამბობს: „ ვისაც არ შეუძლია  გრძელი ტექსტის წაკითხვა, იმუშავებს ხელებით“. ერთადერთი პრობლემა  არის ის, რომ პოსტკაპიტალისტურ საზოგადოებაში საჭირო არ იქნება ხელები, რადგან არ იქნება ინდუსტრია.

 პოსტკაპიტალიზმის ადამიანი  ვირტუალურ რეალობაში იცხოვრებს. მაგალითად: უყურებთ პორნოგრაფიას, უყურებთ „ბოევიკებს“,  ითამაშებთ თამაშებს და ყველა ერთად იცხოვრებთ ეგრეთ წოდებულ შევსებულ  რეალობაში. თქვენ ცხოვრობთ ცუდ სახლში ბინძურ ქუჩაზე, მაგრამ, თუ სპეციალურ სათვალეს ატარებთ, მალდივის კუნძულებზე  ხართ.

ლაპარაკია ისეთი  საზოგადოების შექმნაზე, რომლის წვერი  და ფუძე  ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ორი ბიოლოგიური სახეობა. მაღალი კლასების წარმომადგენლები 120-140 წელს ცხოვრობენ ეკოლოგიურად სუფთა ზონებში, დახურულ ქალაქებში და სრულად  აკონტროლებენ  ქვედა კლასებსა და რესურსებს. დაბალი კლასების წარმომადგენლები  40-60  წელს ცოცხლობენ, არიან ფიზიკურად სუსტები, გაუნათლებლები, ცხოვრობენ ბინძურ ადგილებზე, მაგრამ ორიენტირებულინი არიან  ვირტუალურ რეალობაზე.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://dzen.ru/a/ZTw-ukyP8Cm3-b14

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here