Home ახალი ამბები მსოფლიო სერგეი ლავროვი – საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს –...

სერგეი ლავროვი – საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს – ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება

470

ყველა თანხმდება იმაზე, რომ „3+3“ ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვესმის, თუ რატომ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება „ექვსეულში“ გაწევრიანებისგან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თეირანში განაცხადა.

„ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თბილისი მომავალში ამ გადაწყვეტილების მიღების შანსს იტოვებს. ყველა შემთხვევაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ყველა მოქმედება ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს იმის დაჯერების შესაძლებლობას იძლევა, რომ უახლოეს მომავალში „3+3“ ფორმატი სრულფასოვნად შედგება“, – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, თეირანში გუშინ გამართულ „3+3“ ფორმატის შეხვედრას საქართველოს წარმომადგენლობა არ დაესწრო.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here