Home ახალი ამბები მსოფლიო „გონივრული იყო თუ არა ირანის სუვერენული ტერიტორიის დაბომბვა დამასკოში?“

„გონივრული იყო თუ არა ირანის სუვერენული ტერიტორიის დაბომბვა დამასკოში?“

ბრიტანული დიპლომატიის ტიპური ნიმუში

175

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კმერონი ირან-ისრაელის კონფლიქტის მიმართ ორმაგი სტანდარტის გამო გააკრიტიკეს. ტელეარხ  Sky News-თან სატელევიზიო ინტერვიუში კემერონმა დაგმო ირანი ისრაელზე რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმისთვის, თუმცა დასძინა, რომ ბრიტანეთსაც ანალოგიური რეაქცია ექნებოდა,  თუ მის ერთ-ერთ საკონსულოს თავს დაესხმებოდნენ. ამის შესახებ წერს ტელეგრამ არხი „Хазин -ი , რომელმაც  დევიდ კემერონის ინტერვიუს ვიდეო გამოაქვეყნა.

ბრიტანული ტელეარხის წამყვანმა  კემერონს ჰკითხა: „გონივრული იყო თუ არა დამასკოში ირანის სუვერენული ტერიტორიის დაბომბვა?

კემერონმა უპასუხა, რომ ეს ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო.

ეს იყო ისრაელის გადაწყვეტილება, მე სრულიად ვიზიარებ  იმ აღშფოთებას, რომელიც  ჰქონდათ  ისრაელელებს ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის   მიმართ,  მათ ხომ უამრავი ბოროტება ჩაიდინეს მსოფლიოში?!    მხარი დაუჭირეს ჰამასს“ , რომელიც პასუხისმგებელია  7 ოქტომბრის მოვლენებზე, სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. ასე რომ, მე მთლიანად  ვიზიარებ მათ აღშფოთებას“, –  განაცხადა  დიდი  ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უნდა აღინიშნოს, რომ  ისრაელმა პირველმა დაარტყა სირიაში ირანის დიპლომატიური მისიის შენობას. საპასუხოდ, ირანი  ორი კვირის შემდეგ ისრაელს  რაკეტებითა და დრონებით დაესხა თავს,  რომლებმაც  ვერ დააზიანეს ვერც მშვიდობიანი მოსახლეობა და ვერც  ხელისუფლება. ისრაელის თავდასხმის შედეგად კი  დაიღუპნენ მაღალი რანგის ირანელი გენერლები.

„რა იტყოდით  ირანის აღშფოთებაზე საკუთარი სუვერენული ტერიტორიის ნაწილის მიწასთან გასწორების გამო?  – ჰკითხა წამყვანმა საგარეო საქმეთა მინისტრს.

კემერონმა უპასუხა, რომ  შედარება არ შეიძლება.

“მე ვიტყოდი, რომ ეს სხვა რამეა, განსხვავებით იმისგან, რაც ისრაელმა ჩაიდინა  დამასკოში… ირანმა  ხომ ისრაელ300-ზე მეტი საბრძოლო მასალა  ესროლა! პირველმა! 101 ბალისტიკური რაკეტა, 36 – ფთოსანი  რაკეტა და 185 დრონი. ეს აბსოლუტურად  სხვაა. ირანმა  სახიფათო და უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა. მთელმა მსოფლიომ,   ყველა ქვეყანამ დაინახა ირანის ჭეშმარიტი სახე!   აი, როგორია ის, აღფრთოვანდით!  –  შეკამათა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტელეწამყვანს.

„რას მოიმოქმედებდა დიდი ბრიტანეთი, თუ მტერ ჩვენ ერთ-ერთ საელჩო მიწასთან გაასწორებდა? – ჰკითხა წამყვანმა დიპლომატს.

მან უპასუხა, რომ  ამას მოჰყვებოდა მკაცრი ზომები.

იცით… ჩვენ ვუპასუხებდით ძალიან, ძალიან მკაცრად!” – აღიარა კემერონმა.

Daily Mail-ის მიმომხილველმა  პიტერ ჰიჩენსმა დაწერა, რომ დევიდ კემერონი შეუფერებელია  დიდი   ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტისთვის   და ის ამას ამტკიცებს „თითქმის ყოველდღე“. კემერონმა თანამდებობის დაკავების დღიდან, სულ მცირე, სამჯერ  განარისხა ამერიკელები იმით, რომ დაჟინებით მოითხოვდა უკრაინისთვის  სამხედრო დახმარებას: ორჯერ გაფრინდა ვაშინგტონში და ერთხელ დაწერა სტატია პოლიტიკური ვებგვერდისთვის, თუმცა  ამას არაფერი მოჰყოლია.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ  

https://tgstat.ru/channel/@khazinml/7901

                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here