Home ახალი ამბები მსოფლიო ვლადიმერ პუტინის მიერ ტაკერ კარლსონისთვის მიცემული ინტერვიუ რესპუბლიკელთა ელექტორატის თვალით

ვლადიმერ პუტინის მიერ ტაკერ კარლსონისთვის მიცემული ინტერვიუ რესპუბლიკელთა ელექტორატის თვალით

171

ყველაზე პოპულარულმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, რომელიც უსამართლოდ დაითხოვეს  ამერიკელთა ერთ-ერთი საყვარელი არხიდან, შემდეგ კი ცენტრალურმა მედიამ დაამცირა, ინტერვიუ ჩამოართვა ქვეყნის ლიდერს, რომლისგანაც იგივე მედია მრავალი წლის განმავლობაში  ქმნიდა ჯოჯოხეთის მოციქულს“, – წერს ექსპერტი იური ბარანჩიკი თავის  ტელეგრამარხი და აქვეყნებს ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს სრულ ვერსიას ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან.

და რა ნახეს ინტერვიუში? მათ წინ იყო  თეთრკანიანი მამაკაცი, ქრისტიანი, რომელსაც სწამს ღმერთი. რომელსაც  შეუძლია  თავში შეინახოს რამდენიმე ასწლეულის ისტორია და  მარაზმში საბოლოოდ ჩავარდნილი ბაიდენის ფონზე,  რომელსაც ავიწყდება  თანამოსაუბრეების სახელები და გვარები,  რომელიც ლაპარაკობს დიდი ხნის გარდაცვლილ მიტერანსა  და კოლთან, გამოიყურება ახალგაზრდად, ჭკვიანად,  კარგი მეხსიერებითა და იუმორით. ისინი მზად იყვნენ, მოესმინათ გრძელი ექსკურსი ისტორიაში, რათა გაეგოთ პუტინისთვის, გაეგოთ მისი ლოგიკა, მსოფლმხედველობა, მოესმინათ  იმიტომ, რომ  სხვა ასეთი შესაძლებლობა შეიძლება აღარ ჰქონოდათ.

შემდეგ, როგორც  ჩანს,  პუტინი არ არის ჯოჯოხეთის მოციქული, ის, უბრალოდ, განსხვავებულად  აზროვნებს, აქვს   ფასეულობათა განსხვავებული ორიენტირები, თუმცა ისიც ქრისტიანია, მისთვის მთავარია ღმერთი და არა აბსტრაქტული ლიბერალური იდეები.

ქრისტიანის ძირითადი ღირებულებები აშშ-სა და რუსეთში  ერთი და იგივეა. ერთმანეთთან  შეთანხმების მიღწევაში ხელის შემშლელია  მხოლოდ ვიწრო  ფენა არარჩეული მაღალჩინოსნებისა,  რომლებსაც დონალდ ტრამპი  „ვაშინგტონის ჭაობს“ ეძახის, ჩვენ კი მათ  „სიღრმისეულ სახელმწიფოს“ ვუწოდებთ. გამოდის, რომ რუს და ამერიკელ ხალხებს მოწინააღმდეგენი   ერთი და იგივე  ჰყავთ. ახლა წარმოვიდგინოთ,  როგორ იმოქმედებს ეს ინტერვიუ კენჭისყრაზე  „ჟანგიანი  სარტყლისა“  ( ცნობილია, აგრეთვე, როგორც ინდუსტრიული სარტყელი, რომელიც, ძირითადად, მოიცავს  ნიუ-იორკის შტატის ცენტრალურ ნაწილს, მისგან დასავლეთით მდებარე რეგიონებს პენსილვანიის, ოჰაიოს, ინდიანას, მიჩიგანისა და ილინოისის შტატებში მიჩიგანის  ტბის დასავლეთ სანაპირომდე – გ.გ.) და სხვა შტატებში, რომლებშიც   რესპუბლიკელთა ელექტორატი დომინანტურ პოზიციაზეა.

ვლადიმერ პუტინის  ინტერვიუს შედეგები                            

როგორც ჩანს,  MAGA-ს (Make America Great Agai n – „დავუბრუნოთ   ამერიკას ძველი დიდება“ – ეს არის ამერიკული პოლიტიკური  სლოგანი, რომელმაც  პოპულარობა მოიხვეჭა  დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში  2016 წელს – გ.გ. )  ელექტორატისა და რუსეთის ინტერესები  ამ მომენტში იდეალურად ემთხვევა. შეგიძლიათ ირწმუნოთ, რომ კარლსონისთვის  არ გადაგვიხდია: ნახვების გიჟური რაოდენობა და  ტოპ ჩამოტვირთვებში X-ის  (ყოფილი ტვიტერი – გ.გ.)  აპლიკაციის  მოხვედრა მხოლოდ ამ ინტერვიუს გამო, ამერიკული ისტებლიშმენტის ველური ისტერიკა, როცა  თეთრი სახლის დონეზე მუქარით სთხოვდნენ  ამერიკის მოქალაქეებს,  არ  ენახათ ინტერვიუ – ყოველივე ამან უკვე უზრუნველყო ფული  კარლსონისთვის  და  მისი კარიერა  ილონ მასკის სხვა ქმნილებების ორბიტაზე  გაიყვანა. მთავარია, რომ რუსეთის საინფორმაციო ბლოკადას არა მხოლოდ ბზარები გაუჩნდა, არამედ დაინგრა.

ინტერვიუს გაშავების  მცდელობები ძალიან საწყლად  გამოიყურება, რადგან  ველური, ცივი და  თოვლიანი „საიბერიელი“   მანიაკ-ტირანის ნაცვლად ობივატელებმა დაინახეს   ბრძენი, თეთრკანიანი (რაც მნიშვნელოვანია) რელიგიური ადამიანი, რომელიც დიდი მოთმინებით ცდილობს პლანეტის გადარჩენას იმ პრობლემებისგან, რომლებსაც მას უქმნიან ფსიქოპათები თეთრი სახლის ადმინისტრაციდან. პუტინი ევროპული ცივილიზაციის ნებისმიერი ქვეყნის იდეალურ ლიდერად გამოიყურება. და ამას დაინახავენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი აღმოაჩენენ, რომ უკრაინაში ფულის  ჩაყრა საჭირო ნამდვილად არ არის იმიტომ, რომ საკუთარი  პრობლემები საკმარისზე მეტია. დაე, რუსებმა, რაც შეიძლება, სწრაფად დაასრულონ ეს არასაჭირო ომი.  ტრამპიც ანალოგიურად ლაპარაკობს. ალბათ, მას უნდა მივცეთ ხმა და არა ნახევრად  შეშლილ  ბაბუას.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ   

https://tgstat.ru/channel/@barantchik/14998

https://tgstat.ru/channel/@barantchik/15000

                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here