Home ახალი ამბები მსოფლიო სტალინმა სამჯერ ჩაშალა გლობალიზატორთა  გეგმები

სტალინმა სამჯერ ჩაშალა გლობალიზატორთა  გეგმები

საბჭოთა ელიტის ორი ჯგუფი, რომლებსაც სძულდათ იგი

1034

სტალინი ქვეყნის შიგნით  საბჭოთა ისტებლიშმენტის ორ ჯგუფს სძულდა. ერთ ჯგუფს  შეიძლება ვუწოდოთ მემარცხენე   გლობალისტები, რომლებიც მიისწრაფვოდნენ  მსოფლიო რევოლუციისაკენ.  ესენი იყვნენ მსოფლიო რევოლუციის კარდინალების _ ლენინისა და ტროცკის _ გვარდიელები. მათ მიაჩნდათ, რომ სტალინმა უღალატა რევოლუციის იდეალებს, როდესაც დაიწყო მემარცხენე გლობალისტების სტრუქტურის, კომინტერნის, დემონტაჟი. მეორე ჯგუფი, რომელსაც  სტალინის სიყვარული არ შეეძლო,  მოხმარებაზე  ორიენტირებული ნომენკლატურის ნაწილი იყო. მოგეხსენებათ, ნომენკლატურა არის ფენა, რომელიც ხასიათდება  მკაცრად  რანჟირებული იერარქიული მოხმარებით.  ამ თემაზე მასალა ვებგვერდ dzen.ru -ზე გამოაქვეყნა  მოსკოვის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ინსტიტუტის რუსული კვლევების ცენტრის დირექტორმა, ისტორიკოსმა  ანდრია ფურსოვმა. 

საბჭოთა ნომენკლატურის მნიშვნელოვან ნაწილს სურდა, გაცილებით  მეტი მოეხმარა. ეს იყო მომხმარებლური კურსი, რომელსაც ნომენკლატურა კვაზიკლასად გარდაქმნისკენ მიჰყავდა, ხოლო ადამიანები _ ამ კურსის  პერსონიფიკატორები,  სტალინთან შეუთავსებელი იყვნენ. ის არ უყვარდათ, სძულდათ და  სტალინიც მათ ანალოგიური გრძნობით  პასუხობდა.

ლენინი და ტროცკი

როდესაც სტალინმა შეიტყო, რომ ქალაქ სამარაში ევაკუირებული ნომენკლატურის მუშაკებს თავიანთი შვილებისთვის სპეციალური სკოლების შექმნა სურდათ,  მათ “დაწყევლილი კასტა” უწოდა. და, როდესაც სტალინი ამბობდა, რომ სოციალიზმის მშენებლობის ზრდასთან ერთად მოიმატებდა კლასობრივი ბრძოლა და ამ პროცესისადმი წინააღმდეგობა, ის არ გულისხმობდა, როგორც ჩვენში ზოგიერთი მიიჩნევს, ტრადიციულ ფენებს, როგორიცაა კულაკები  და  ასე შემდეგ,_ მას მხედველობაში ჰყავდა  ნომენკლატურა. და ეს  „პერესტროიკამ“ აჩვენა, როგორც ნაბოკოვი იტყოდა, მინის გამჭვირვალობით.

მოხდა ზემოაღნიშნული  ორი ჯგუფის პარადოქსული შერწყმა: მემარცხენე გლობალისტებმა, რომლებიც ოცნებობდნენ მსოფლიო რევოლუციაზე, და მათ, ვინც მოხმარებისკენ მიისწრაფვოდა, შექმნეს, პირობითად რომ ვთქვათ, ტროცკისტ-ბუხარინელების ჯგუფი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც მემარჯვენე-მემარცხენე ბლოკი. ამ ადამიანებს  სძულდათ სტალინი.  და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მთავარ ამოცანად  „საბჭოთა მოქალაქეების მზარდი მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილების“ დასახვა, რომელი ამოცანაც 1961 წელს შევიდა პარტიის პროგრამაში, იყო  ნომენკლატურის მომხმარებლური ხაზის გამარჯვება. პარალელურად  მიმდინარეობდა საბჭოთა ნომენკლატურის ინტეგრაცია მსოფლიო ბაზართან, მსოფლიო სისტემაში.  ამის ყველაზე ძლიერი ვიზუალური მაგალითია  ფოტო#3: კანადაში სტუმრად მყოფი  კოსიგინი, როგორც სსრკ-ის  მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ზის ამერიკელი ინდიელის თავსაბურავით ინგლისის დედოფლის პორტრეტის ქვეშ.

კოსიგინი ინდიელთა თავსაბურავით ინგლისის დედოფლის ფოტოს ქვეშ

ეს ძალიან სიმბოლურია, ეს არის ნომენკლატურის მომავლის შეხსენება.

და ვის სძულდა და სძულს სტალინი ქვეყნის გარეთ, ვინ რა ვერ მიუტევა და დღესაც არ შეუძლია  მიტევება?

უნდა ითქვას, რომ სტალინმა სამჯერ ჩაფუშა  გლობალისტების გეგმები, დახია გლობალიზაციის „საგზაო რუკები“:  1927-29 წლებში, როცა  მსოფლიო რევოლუციას  ზურგი აქცია და საბჭოთა კავშირი  ცალკე ქვეყანაში სოციალიზმის მშენებლობაზე გადაიყვანა, 1943-44  წლებში, როდესაც დაამარცხა ვერმახტი და 1952 წელს, როდესაც,  ქვეყანა  აღადგინა. ეს მოხდა არა 20, როგორც დასავლელი ეკონომისტები  ვარაუდობდნენ, არამედ მხოლოდ 7-8  წელიწადში. გარდა ამისა,  სტალინმა აჩვენა გლობალიზმის რეალური ალტერნატივა _  ეს არის ნეოიმპერიული წარმონაქმნი, რომელიც თავისი არსით ანტიკაპიტალისტურია.

სტალინი, რა თქმა უნდა, სრულიად  რუსეთის ისტორიის საკვანძო ფიგურაა და, როცა იაკოვლევმა ( ალექსანდრე  იაკოვლევი _ საბჭოთა და რუსი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, მიხეილ გორბაჩოვის უახლოესი პოლიტიკური გარემოცვის  წევრი და „პერესტროიკის“ ერთ-ერთი არქიტექტორი._  გ.გ) თქვა, _ მისი ციტატა მე, რა თქმა უნდა, სიტყვასიტყვით არ მომყავს, _ რომ ჩვენ ვანგრევთ  არა საბჭოთა კავშირს, არამედ სრულიად  რუსეთის  ათასწლოვანი ისტორიის პარადიგმას.  მთავარი ფიგურა, რომლის მეშვეობითაც ეს ინგრეოდა, იყო სტალინი.

რატომ? იმიტომ, რომ სტალინი არ არის უბრალო ადამიანი, ის  ფენომენია.

სხვათა შორის, ეს  მშვენივრად ესმოდა თვითონ სტალინსაც. ერთხელ მან უთხრა თავის ვაჟს – ვასილის, რომელიც ჩიოდა, რომ სკოლაში ცუდად  ეპყრობოდნენ და  დაბალ ნიშნებს უწერდნენ: _  ფიქრობ,  სტალინი ხარ?   _ არა, შენ არ ხარ სტალინი; ფიქრობ, სტალინი მე ვარ? _  არა, მე არ ვარ სტალინი. შემდეგ  მიუთითა თავის პორტრეტზე: აი, სტალინი.

სტალინმა ასე  დააკავშირა მსოფლიო რევოლუციური მოძრაობის ხაზი და რუსეთი. ამას გარდა, სტალინმა დააკავშირა რევოლუციური ხაზი რუსეთის შიგნით და იმპერიული, ავტოკრატიული რუსეთის ხაზი. ამას ის ძალიან თანმიმდევრულად აკეთებდა.

ამ პროცესის საკვანძო  თარიღები, როგორც უკვე ვთქვი, არის 1927-29 წლები, 1936  წელი, 1943  წელი – კომინტერნის დაშლა, თუმცა  დე ფაქტო ეს ადრე გაკეთდა, პლუს ჰიმნი, სამხრეები და ასე შემდეგ. ბოლოს,1952  წელი  –  საკავშირო კომუნისტური პარტიისთვის (ბ)  სახელის შეცვლა და მისთვის  საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დარქმევა.

საინტერესოა, რომ დასავლეთშიც კი არიან ადამიანები, რომლებსაც ეს მშვენივრად ესმით; მაგალითად, კომუნიზმის მტერი  კონსტანტინე მელნიკ-ბოტკინი. ის  ცნობილი ექიმისა  და ფიზიოლოგის, სერგეი ბოტკინის,  შვილიშვილია,  რომლის მამა – ევგენი ბოტკინი, თუ რუსეთის მეფის ოჯახი სიკვდილით დასაჯეს ზუსტად იქ, სადაც ვარაუდობენ, მაშინ  1918 წელს დახვრიტეს.

კონსტანტინე მელნიკ-ბოტკინი   საფრანგეთის  სპეცსამსახურის უფროსი იყო შარლ დე გოლის პრეზიდენტობის პერიოდში. რამდენიმე წლის  წინათ მან ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა და  თქვა, რომ 1917 წელს  რუსეთში ბევრი  კოშმარული რამ ხდებოდა, ხოლო ყველაზე პოზიტიური მოვლენა  იყო იოსებ სტალინი, რომელმაც ქვეყანა ააშენა.

მცირე დამატება კომინტერნის ხაზით მსოფლიო რევოლუციის გაჩაღებასა და მის მიმართ სტალინის დამოკიდებულებაზე: სტალინს, ბუნებრივია, რიტორიკის დონეზე, რადგან თავს ლენინისმოსწავლეს  უწოდებდა, გარკვეული წესები უნდა  დაეცვა, მაგრამ მთელი მისი პოლიტიკა 30-იანი წლების შუა პერიოდიდან  და, შესაძლოა, უფრო ადრეც კი, მიმართული იყო ანტიკაპიტალისტურ საფუძველზე კვაზიიმპერიული, ნეოიმპერიული სტრუქტურის შექმნაზე. მისი პოლიტიკა კომინტერნის მიმართ  ძალიან  მკაცრი გახლდათ. მაგალითად, კომინტერნის დაზვერვა  შესანიშნავი იყო, მაგრამ მოუწია მისი განადგურება, რადგან ეს სტრუქტურა სხვა  მხარისთვის მუშაობდა. იქ სტალინს ჰყავდა თავისი პირადი დაზვერვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა,  ეს რესურსი გაწირა.

 გავიხსენოთ,  რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ: სტალინს რომ  მოენდომებინა მსოფლიო რევოლუცია, მაშინ ყველგან კომუნისტური რეჟიმი დამყარდებოდა, მაგრამ პირიქით ხდებოდა. სტალინი უპირატესობას ანიჭებდა მემარცხენე ნაციონალისტურ რეჟიმებს, ამიტომ, მაგალითად, ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა რამდენიმე წლის განმავლობაში არ იყო აღიარებული, რის გამოც  ვიეტნამელები ძალიან განაწყენდნენ. საბჭოთა კავშირმა  ქვეყანა უკვე დე ფაქტო ცნო,  ანუ სტალინის კურსი იყო არა მსოფლიო რევოლუციისკენ, არამედ მსოფლიოს მართვის განსხვავებული სქემისკენ.

ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ სტალინის შეთანხმებების არსი აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ  დელანო რუზველტთან ( აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი – გ.გ.), მაგრამ საქმე ის არის, რომ, როგორც სტალინმა ერთხელ თქვა, „ არის განზრახვები, არის გარემოებები და გარემოებების ლოგიკა უფრო ძლიერია განზრახვების ლოგიკაზე”.  რუზველტი წარმოადგენდა სახელმწიფო მონოპოლისტურ კაპიტალიზმს, რომელსაც შეეძლო, შეგუებოდა საბჭოთა კავშირის სისტემურ ანტიკაპიტალიზმს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიშვა მსოფლიო კაპიტალისტური კლასის ახალი და  ახალგაზრდა მტაცებლური  ფრაქცია  – კორპორატოკრატია, რომლის წარმომადგენელიც ჰარი ტრუმენი ( აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი – გ.გ.) იყო. კორპორატოკრატიას არ შეეძლო  სისტემურ ანტიკაპიტალიზმთან თანამშრომლობა. აქედან მომდინარეობს რუზველტის სიკვდილი, როგორც ჩანს, ძალადობრივი,  და ბევრი სხვა რამ.

სტატია მინდა დავასრულო შარლ დე გოლის ციტატით: „ სტალინი არ წასულა წარსულში, ის განზავდა  მომავალში!”

სტალინი და ანდრია ფურსოვი

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://dzen.ru/a/ZG4nWJaV1yPxt22k

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here