Home ახალი ამბები საქართველო უკან დახევის რესურსი ამოიწურა!

უკან დახევის რესურსი ამოიწურა!

408

რუსული კანონია!

არ არის რუსული კანონი!

რუსულია!

არ არის რუსული!

ქუჩაში, ტელევიზიაში, რადიოში, სოციალურ ქსელებში გაუთავებლად გაისმის ეს სიტყვები.

ამ სიტყვებით გაიჟღინთა ყური, თავი, ტვინი, გონება:

არა რუსულ კანონს!

არ არის რუსული კანონი!

მასობრივი სიგიჟე დაგვეუფლა.

მასობრივი სიძულვილი დუღს.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი მაღალჩინოსანი ლარი ჯონსონი პირდაპირ აცხადებს: დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად მუშაობს. ის, რასაც ეკრანებიდან თვალს ვადევნებთ, არ არის ორგანული და თავისთავად  შექმნილი პროტესტი“.

რად უნდა ამერიკული სპეცსამსახურების ვეტერანის დასტური იმას, რომ ამერიკელები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენ იმ განზრახვით, რომ სააკაშვილის ფაშისტური ხროვა კვლავ ხელისუფლებაში მოაბრუნონ და რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნან. ამ მიზნით საქართველოსკენ კოლოსალური თანხები მოედინება. ხელისუფლებას არ შეუძლია ამ თანხების შემოდინების აკრძალვა, მაგრამ ცდილობს,  მათი მიზნობრივი ხარჯვა მაინც გააკონტროლოს, რომლის გამოც ამ ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღებას სურს. დასავლეთი თავხედურად იქცევა და პირდაპირ გვეუბნება: ჩვენ მიერ ჩვენიმეხუთე კოლონისთვისგადარიცხული თანხები არ უნდა გაკონტროლდეს და არც უნდა აღირიცხოს. რატომ იქცევიან ასე? კანონის წინააღმდეგ დასავლეთის ამ გააფთრებულ ბრძოლას სამი ძირითადი მიზეზი განაპირობებს:

1. საქართველოში ამერიკელები შავი ფულით და  მეხუთე კოლონის” (მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, ოპოზიცია) ხელით მართავენ ვითარებას. უკანონოდ შემოსული თანხებით მათ მთელი საქართველო უჭირავთ. ეს ქვეყანაზე მათი ზემოქმედების უმთავრესი ბერკეტია, ომლის დათმობა, გასაგებია, რომ არ უნდათ;

2. იმ დიდი ცვლილებების ფონზე, რომლეიც დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს, შავი კაპიტალით ქვეყნების მართვას უზარმაზარი გეოპოლიტიკური დატვირთვაც აქვს;

3. აშშში დანერგილია  სხვა  სახელმწიფოებში გადასარიცხი ფულის გაყოფის (.. ატკატების) დანაშაულებრივი პრაქტიკა. საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი თუ მოედინება, გადმოსარიცხი თანხიდან ამდენივე (ან უფრო მეტი) ამერიკელი  მაღალჩინოსნების  ჯიბეში ილექება. გამდიდრების ამშავ ხვრელსისინი ცოცხალი თავით რომ არ დათმობენ, ცხადზე უცხადესია!

აქედან გამომდინარე, ხელისუფლების ბრძოლასაც აქვს მიზეზიც და მიზანიც: საქართველო უნდა გათავისუფლდეს დასავლეთის შავი კაპიტალის ბატონობისგან!

საქართველო ასევე უნდა გათავისუფლდეს დასავლეთიდან დაფინანსებული, მაგრამ ადგილობრივი შავი ძალების პარპაშისგან. საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს მართლაც რჩეული, განათლებული, კულტურული და საქვეყნო საქმეზე მოფიქრალ ადამიანთა საკრებულო. პარლამენტში არ უნდა იყოს ადგილი იმგვარი არამზადების, ხულიგნებისა და უვიცებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში ვხედავდით და დღესაც ვხედავთ. ადამიანი, რომელიც საკუთარი აზრისა და პოზიციის დასაბუთებას აზროვნებით, მსჯელობით და არგუმენტებით ვერ ახერხებს და ამას ძალადობით ცდილობს, დეპუტატის სავარძლისთვის შეუფერებელია. ასეთი ადამიანი დეპუტატის უფლებამოსილებით არ უნდა აღიჭურვოს, მაგრამ, თუკი მოხდა  შეცდომა, თუკი შეუფერებელი ადამიანი რაღაც გზებითა და საშუალებებით მაინც გაიპარა (გაძვრა) პარლამენტში, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს  პარლამენტი?პარლამენტმა ხულიგან დეპუტატს ხულიგნობით კი არ უნდა უპასუხოს, უფლებამოსილება უნდა შეუწყვიტოს და შესაბამის ორგანოებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შუამდგომლობით მიმართოს.

შურისძიებისა და სისასტიკისკენ მიდრეკილი კაცი არ ვარ, სულგრძელობა და მიტევებაა ჩემი ზნეობრივი ორიენტირი, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რა უბედურების მომტანია ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება. დეპუტატ ელისაშვილის მიერ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქართველი ხალხისა და მთელი მსოფლიოს თვალწინ ჩადენილი დანაშაულის მიფუჩეჩება და პოლიტიკური მიზანშეწონილობით ამ სამარცხვინო ფაქტზე თვალის დახუჭვა საქართველოში კანონის აბუჩად აგდების წახალისებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. პარლამენტის დარბაზში ჩადენილი დანაშაული თუ დაუსჯელი დარჩებ, ეს პოლიტიკური მოტივით დანაშაულის ჩამდენთათვის წინასწარი ინდულგენცია და ამნისტია იქნება, ომელი ისედაც მომრავლებულ ამგვარ დანაშაულს კიდევ უფრო მოამრავლებს.

ვინ დაიჯერებს მთელ ქვეყანაში კანონიერების დაცვას, თუკი კანონი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში  ვერ იკანონებს?!

დეპუტატ  ელისაშვილს პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის საშუალება თუ მიეცა, ეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ სამართალდამცველზე თავდასხმისა და მისი სიცოცხლის ხელყოფის გამო გასამართლებული პირის დემონსტრაციული შეწყალების ტოლფასი უზნეობა იქნება!

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დევი ჭანკოტაძემ დასავლეთის “მეხუთე კოლონის” პროვოკაციული გეგმის არსებობა გაამხილა. ეს უნებლიე წამოცდენა იყო. ამ აქციებზე ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, – თქვა მან.

* შეუძლებელია, ამ განცხადებამ ნაცების ერთ–ერთი ჯალათის, ვანო მერაბიშვილის, მიერ ორი გვამის მოთხოვნის შემზარავი ისტორია არ გაგვახსენოს;

* შეუძლებელია, ამ განცხადებამ 26 მაისის აქციის სასტიკი დარბევის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმის მიერ რუსთაველის პროსპექტზე განთავსებული ჯიხურების სახურავებზე შემოდებული გვამების ტრაგიკული ისტორია არ გაგვახსენოს;

* შეუძლებელია, ამ განცხადებამ ნაცების მიერ ქუჩაში ვერაგულად მოკლული გურამ შარაძე არ გაგვახსენოს;

* შეუძლებელია, ამ განცხადებამ ნაცების მიერ მუხანათურად დახოცილ ადამიანთა მთელი გალერეა არ გაგვახსენოს.

არამხოლოდ ეს.

* შეუძლებელია, ამ ნათქვამმა “მაიდანი” და ამერიკელთა მიერ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებისთვის დახარჯული ხუთი მილიარდი დოლარი არ გაგვახსენოს;

* შეუძლებელია, ამ ნათქვამმა “მაიდანზე” ფუნთუშების დასარიგებლად მორბენალი ვიქტორია ნულანდი და უკრაინულ კრიმინალურ ბიზნესში ჩართული ჰანტერ ბაიდენი (პრეზიდენტ ბაიდენის შვილი) არ გაგვახსენოს;

* შეუძლებელია, ამ ნათქვამმა უკრაინაში დასავლეთიდან შეზიდული თანხებითა და შეიარაღებით დატრიალებული ეპოქალური ტრაგედია არ გაგვახსენოს;

* შეუძლებელია,ამ განცხადებამ „ნაციონალური მოძრაობის” მიერ უკრაინაში გაგზავნილი ქართველი სნაიპერების ისტორია არ გაგვახსენოს;

* შეუძლებელია, ამ ნათქვამმა საქართველოში უკრაინული ტრაგედიის გამეორების სავალალო პერსპექტივაც არ გაგვახსენოს.

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეგახსენებთ, რომ უკან დახევის რესურსი აღარ დაგრჩათ. ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღება შეიძლება დასავლეთმა არ გაპატიოთ, მაგრამ ამ კანონპროექტის ერთხელ კიდევ ჩაგდებას, როგორც შარშან ჩაიდინეთ, ქართველი ხალხი აღარ გაპატიებთ. ქართველი ხალხი არც იმას გაპატიებთ, რომ ქართული სახელმწიფო უცხოელი და ქართველი დამნაშავეების სათარეშო ტერიტორიად იქცეს. თქვენ სწორედ ახლა უნდა  გადადგათ გადამწყვეტი ნაბიჯები სუვერენიტეტის აღდგენისა და საქართველოს  სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მიმართულებით, ყველა სხვა შემთხვევაში სამარცხვინო ფინალი გელოდებათ!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here