Home ახალი ამბები მსოფლიო ახალი გლობალისტების გეგმები

ახალი გლობალისტების გეგმები

724
კლაუს შვაბი

გთავაზობთ გერმანელ ჟურნალისტ ტომას რპერის სტატიის დასაწყისს გლობალისტური არასამთავრობო  ორგანიზაციების ძალაუფლებაზე. სტატია  გამოაქვეყნა  ვებგვერდმა dzen.ru-მ.

საფრანგეთის ახალმა პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა გაიარა კლაუს შვაბის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ელიტური სკოლა Young Global Leaders-ი (ახალგაზრდა გლობალური ლიდერების სკოლა) და იყო  გერმანიის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის კლასელი. ამრიგად, საფრანგეთის ახალი მთავრობის  პოლიტიკური კურსი აშკარაა.

8 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა  პოსტიდან დაითხოვა პრემიერმინისტრი , ერთი დღის შემდეგ კი საფრანგეთის ახალ პრემიერმინისტრად გაბრიელ  ატალი დაინიშნა. გაბრიელ ატალი მხოლოდ  34 წლისაა,  საფრანგეთის ელიტური უნივერსიტეტების კურსდამთავრებული, მამის მხრიდან არის ებრაული წარმოშობის და ცხოვრობს ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობაში ფრანგ  ევროპარლამენტარ სტეფან სეჟურნესთან. ატალი იყო კლაუს შვაბის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პროგრამა „ახალგაზრდა გლობალური ლიდერების“  2020 წლის კლასის წევრი. ამ კლასში ის სხვებთან ერთად იჯდა სანა მარინთან, (ფინეთის ყოფილი პრემიერი ქალი, რომელიც ფინეთს ანტირუსულ კურსს დაჰპირდა), ანალენა ბერბოკსა და ალისია გარზასთან – Black Lives Matter-ის (BLM) ერთ-ერთ დამფუძნებელთან.

კლაუს შვაბის ძალა                                                             

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს BLM-ის მიერ მოწყობილმა არეულობებმა შეძრა აშშ და გავლენა იქონია აშშ-ის არჩევნებზე  ჯო ბაიდენისა და ამერიკელი დემოკრატების სასარგებლოდ. 2016 წელს Black Lives Matter-ი  100 მლნ დოლარზე მეტით დააფინანსეს  აშშ-ის დემოკრატებმა, რათა საჭიროების შემთხვევაში რადიკალურ ჯგუფს შეძლებოდა  თავისი მხარდამჭერების მობილიზება. ყველაზე დიდი დონორი იყო „ ფერადი“ რევოლუციების ექსპერტი ჯორჯ სოროსი.  მას შემდეგ, რაც ბაიდენმა მოიგო არჩევნები, აშშ-ის დემოკრატებმა შეწყვიტეს  BLM-ის არეულობების მხარდაჭერა და დაიწყეს მათი ძალით ჩახშობა. ძველი გამონათქვამი – „მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს  შეუძლია წავიდეს“ –  იშვიათად ყოფილა ისეთი შესაბამისი შექმნილი სიტუაციისა, როგორც ამ შემთხვევაში.

მაგრამ ეს მაინც ღირებული იყო BLM-ის დამფუძნებლებისთვის, რადგან,როგორც ცნობილი შეიქნა,  ერთ-ერთმა მათგანმა მალე იყიდა ლამაზი ვილა 1,4 მილიონ დოლარად.  ვილას აქვს სამი სველი წერტილი, სამი საძინებელი და დიდი მიწის ნაკვეთი, რომელზეც  აშენებულია  სახლი სტუმართათვის. საუკეთესოა მისი ახალი რაიონი – ქალაქი ლოს-ანჯელესის მახლობლად, რომელიც 88 პროცენტით არის დასახლებული იმ ადამიანებით, რომლებსაც, BLM-ის დამფუძნებლის  თქმით, დაუნდობლად  ებრძოდა, ანუ  მდიდარი თეთრკანიანებით.

კლუბში, რომელიც შექმნა კლაუს შვაბმა პროგრამა Young Global Leaders-სა და მის წინამორბედ პროგრამა  Global Leaders for Tomorrow-თან  ერთად, 1993 წლიდან  გაერთიანებულია უამრავი ადამიანი, რომლებიც მუშაობდნენ დასავლეთის ბიზნესსა  და პოლიტიკაში, კულტურაში და ა.შ., ისინი იკავებენ საკვანძო პოზიციებს და აქტიურად უჭერენ მხარს  შვაბისა და მისი მეგობრების მიზნებს.  საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმაც გაიარა აღნიშნული პროგრამა და მისი მთავრობა იქცა კლაუს შვაბის საჯინიბოს სხვა „ახალგაზრდა გლობალური ლიდერების“  სახლად.

ეს „ელიტები“,  დამოკიდებულნი  კლაუს შვაბის ქსელებზე, თავიან  კარიერას შვაბს  უმადლიან და ახორციელებენ მის მიზნებს,  მაგრამ  კლაუს შვაბი და მისი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მხოლოდ “პროდუქტია”. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ჰენრი კისინჯერის აქტიური მხარდაჭერის გარეშე  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი არ შეიქმნებოდა.  დღეს ის განაგრძობს  მორჩილი ლიდერების გამოზრდას      იმ ორგანიზაციის პრინციპებზე,  რომელიც ჰენრი კისინჯერმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მხარდაჭერით დააარსა ჰარვარდში 1950-იან წლებში.

მძლავრი  ქსელები და მათი მიზნები                                     

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და  მისი ახალგაზრდა გლობალური ლიდერების პროგრამა, საბოლოო ჯამში, ამერიკული ოლიგარქიის ინსტრუმენტებია  ამერიკის შეერთებული შტატების მმართველი ელიტის პოლიტიკის განსახორციელებლად.  სხვათა შორის, ბილ გეიტსი   მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მჭიდროდ თანამშრომლობს ძალიან გავლენიან ორგანიზაციებთან – GAVI -სა და CEPI -სთან, რომელიც ცნობილი შეიქნა Covid-ის ეპოქაში. ის იღვწის იმ  ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა დაისახა და რომლებსაც  ლობირებენ და ახორციელებენ მისი ახალგაზრდა გლობალური ლიდერები,  დამოკიდებულნი  შვაბსა და მის ქსელებზე, როგორც მეწარმეები, პოლიტიკოსები, მხატვრები, კულტურის მოღვაწეები,  ჟურნალისტები და ა.შ., მაგრამ ამის შესახებ შეიძლება ზუსტად ითქვას: კეთილდღეობასა და დემოკრატიას საერთო არაფერი აქვს ამ მიზნებთან. ცოტა ხნის წინათ ვწერდი მდგრადი  განვითარების  მიზნებსა და C40-ის (გლობალური ქსელი მსოფლიოს წამყვანი ქალაქებისა, რომლებიც  გაერთიანდნენ კლიმატურ  კრიზისთან ბრძოლაში – გ.გ .) ქალაქების შესახებ. პროგრამა წინ მიიწევს თითქმის ანტიუტოპიური დღის წესრიგით.  2030 წლიდან ხალხი ხორცის, რძის პროდუქტების, საკუთარი მანქანებისა და დასვენების მიზნით მოგზაურობის გარეშე იცხოვრებს და ეს არ არის ხუმრობა. ვინაიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კლაუს შვაბის ახალგაზრდა გლობალური ლიდერია, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ასე არ არის. პუტინი არ არის ჩამოთვლილი ახალგაზრდა გლობალური ლიდერების არც ერთ კლასში ან მის წინამორბედ პროგრამა Global Leaders for Tomorrow-ში. იმისათვის, რომ წარმოვაჩინო,  რისთვის იბრძვიან  ეს რეჟიმები და რას იცავს საფრანგეთის ახალი პრემიერმინისტრი,  კიდევ ერთხელ მოვიყვან  ჩემს სიტყვებს  2023 წლის აგვისტოში დაწერილი   სტატიიდან C40 ქალაქების შესახებ.

ხორცის, მანქანებისა და მოგზაურობის გარეშე: მდგრადი განვითარების მიზნები და 40 ქალაქი

რაღაც ანტიუტოპიური  ფილმის ფრაზას ჰგავს, მაგრამ ეს მართალია. მსოფლიოს თითქმის 100-მა  ქალაქმა შექმნა კოალიცია სახელწოდებით C40 Cities Climate Leadership Group (C40). კლაუს შვაბის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მხარდაჭერილმა C40-მა  თავს „ამბიციური მიზნები“ დაუსახა 2030 წლამდე. მათ შორისაა  მიზნები, რომლებიც მხოლოდ შერჩევაა და ურბანული მცხოვრებლებისთვის უნდა ამოქმედდეს შემდეგი სავალდებულო წესები:  ნული კილოგრამი ხორცის მოხმარება, ნული კილოგრამი რძის პროდუქტები, მხოლოდ  სამი ახალი ტანსაცმელი ერთ ადამიანზე წელიწადში, ნულოვანი კერძო მანქანა. ერთი ახლო მაგისტრალური  ფრენა (1500 კილომეტრზე ნაკლები) ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ერთ ადამიანზე. ეს არ არის საპირველაპრილო ხუმრობა, C40 ქალაქების მიზნები შეგიძლიათ იხილოთ მათ ანგარიშში „ურბანული მოხმარების მომავალი 1.5°C ტემპერატურაზე   მსოფლიოში“. ზემოაღნიშნული „ამბიციური მიზნებია“, მაგრამ ნაკლებად ამბიციური მიზნებიც არ არის სასიამოვნო: თუ ხორცის მოხმარება 2030 წლისთვის ნულამდე უნდა შემცირდეს, მაშინ ეს უნდა იყოს, დიდი-დიდი,  16 კგ ხორცი წელიწადში ერთ ადამიანზე. ანუ დღეში 44 გრამზე ნაკლები; ხოლო სამი ახალი სამოსის ნაცვლად, წელიწადში რვა ახალი სამოსი დაიშვება.  ბერლინი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, ჰანოვერი, ჰაიდელბერგი, მიუნხენი – ეს არის  გერმანიის რამდენიმე  ქალაქი, რომლებიც შეუერთდნენ C40 კოალიციას. ქალაქების სრული სია, რომლებიც შეუერთდნენ პროგრამას, შეგიძლიათ იხილოთ  C40-ის  ოფიციალურ ვებგვერდზე.  სხვათა შორის, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც სასიხარულოა  რუსეთში ცხოვრება, რადგან ამ გვერდზე ჩამოთვლილი არ არის არც ერთი რუსული ქალაქი. მადლობა ღმერთს, რუსეთი არ მონაწილეობს იმ სისულელეში, რომელიც  აშშ-სა და ევროკავშირში ხდება.

გაბრიელ ატალი

ასეთი მიზნების განხორციელება                                                         

ბევრმა მკითხველმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ  ის, რაც ახლახან წაიკითხა, სისულელეა, უაზრო უტოპია, რომელიც რეალიზებული არ არის.  იმედი უნდა გაგიცრუოთ, ეს განხორციელდება. 2030 წლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა იმისათვის, რომ მასმედიამ და პოლიტიკამ დასავლეთში ადამიანებს  ტვინი გამოურეცხოს ​​და  ეს ყველაფერი   შესანიშნავ წამოწყებადაც კი მიიჩნიონ.

რა, არ გჯერათ?                                                                

მოდი ვნახოთ: ათი წლის წინათ  არავინ იცოდა, რომ, სავარაუდოდ,  60 (ან, სახელდობრ,  რამდენი?) სქესი იყო. ათი წლის წინათ  დასავლეთში ადამიანები  გაიცინებდნენ, თუ მათ ეტყოდით, რომ ათი წლის შემდეგ მათ  თითქმის ყველა საკვებ  პროდუქტში შეიტანდნენ მწერებს. დღეს ეს რეალობაა. ოთხი წლის წინათ  დასავლეთში ხალხი გააპროტესტებდა, თუ დამსაქმებლებს მიეცემოდათ  საშუალება, უბრალოდ, გადაემოწმებინათ  სამედიცინო ინფორმაცია მათ შესახებ. იმხანად  მოქმედებდა  რაღაც მექანიზმი სახელწოდებით „მონაცემთა დაცვა“, რომელიც, ფაქტობრივად, გაუქმდა  Covid-19-ის წყალობით. ევროკავშირში პანდემიის წყალობით ელექტრონული ვაქცინაციის პასპორტების საფარქვეშ იქმნება  ევროკავშირის ყველა მოქალაქის სამედიცინო მონაცემთა  ცენტრალური ბაზა.   2021 წლის დეკემბერში  ვწერდი, რომ ევროკავშირი ასევე მუშაობდა „აქტივების ევროპულ რეესტრზე“ –  მონაცემთა ბაზაზე, რომელშიც დაცული იქნება ევროკავშირის ყველა მოქალაქის აქტივები (მათ შორის, საიუველირო ნაკეთობები და ნახატები). 2023 წელს შესაბამისი კანონპროექტი შევიდა ევროკავშირის პარლამენტში. ეს მხოლოდ მაგალითებია  იმისა, რა ხდება კულისებს მიღმა  დასავლეთში და რას იღებს ხალხი, როცა  იწყება კულისებს მიღმა გადაწყვეტილებების   რეალიზაცია.ჩამონათვალი  იმისა, რასაც დასავლეთში ხალხი ბოლო დრომდე წარმოუდგენლად მიიჩნევდა, მაგრამ ახლა მასმედიის მუშაობის წყალობითაც  მხარსაც კი უჭერს, ძალიან გრძელია და აჩვენებს, როგორი  სრულყოფილია დასავლური მედია ადამიანების მანიპულაციის საქმეში.

დიდი ხელახალი გადატვირთვა

გახსოვთ დიდი გადატვირთვის „შეთქმულების თეორია“? დიდი გადატვირთვის, კლაუს შვაბის პროექტის, შედეგი  ასეთი მნიშვნელი იყო:  „შენ არაფრი გექნება და  ბედნიერი იქნები“. ეს საკითხი აქტუალურია, რადგან მსოფლიო ეკონომიკურ  ფორუმს აშკარად მხარს უჭერს C40 -ის კოალიცია. სხვათა შორის, საინტერესოა C40-ის ფინანსისტების სიაც.  C40 თავის პარტნიორებს შორის, გარდა კლინტონის ფონდისა და სხვა ორგანიზაციებისა,  ახსენებს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლას, რომელზეც ინფორმაცია    წიგნზე „Inside Corona“  ჩემი მუშაობის პერიოდიდან მაქვს. რადგან სკოლის  დირექტორმა პიტერ პიოტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორონავირუსის  პანდემიის რეალიზაციაში,   ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლას წლების განმავლობაში აფინანსებდნენ ბილ გეითსი და როკფელერი, თითოეული თითქმის 200 მილიონი დოლარით. ის ფაქტი, რომ ინსტიტუტი, რომელიც დაკავებულია  დაავადებების  კვლევით, არის C40-ის  პარტნიორი, შეიძლება მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ გეითსი და როკფელერი მხარს უჭერენ C40-ს, მაგრამ სურთ ამის  შენიღბვა. ასეთი გადახდების დამალვა ნორმალური მოვლენაა  და როკფელერი მალავს თავის ბევრ პროექტს შუამავლებისა და ფონდების უკან, რათა შეუმჩნეველი  იყოს ის, რასაც აფინანსებს. ეს „Inside Corona“-ში დაწვრილებით  აღვწერე.

2030 წელი                                                               

შეიძლება ვინმემ იკითხოს: რატომ არის 2030 წელი ასე მნიშვნელოვანი? ეს მარტივად აიხსნება, რადგან C40 არის ე.წ. მდგრადი განვითარების მიზნების  რეალიზაციის  ნაწილი. ამის შესახებ ცალკე თავი დავწერე „Inside Corona“-ში, რომელსაც აქ ოდნავ შემოკლებული სახით გამოვაქვეყნებ. მდგრადი განვითარების მიზნებმა  უნდა გააუმჯობესოს  ყველა ადამიანის ცხოვრება მსოფლიოში, მაგრამ, სამწუხაროდ, საპირისპირო  მოხდება, თუ  ვნახავთ საშუალებებს, რომლებითაც ამ  მიზნების  რეალიზაციას უნდა მიაღწიონ. „Inside Corona“-დან  მოკლე თავიც კი კარგ წარმოდგენას იძლევა იმის შესახებ,  რა არის ეს ყველაფერი. წიგნში, რა თქმა უნდა, მითითებულია  ინფორმაციის წყაროები.

რეპეტიციის დასაწყისი

2000 წელს ათასწლეულის სამიტზე გაერომ დაადგინა ათასწლეულის განვითარების მიზნები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ათასწლეულის დეკლარაციაში.  საუბარია  რვა სამიზნე მაჩვენებელზე ღონისძიებათა  კომპლექსით, რომლებსაც კონკრეტული მიზნებისა  და ვადების მითითებით უნდა უზრუნველეყო  სიღარიბის მასშტაბის განახევრება  მსოფლიოში 2015 წლისთვის.  ეს, როგორც ცნობილია, წარმატებით არ  დასრულებულა,  ქაღალდზე კი აქცია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა,  მაგრამ  კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს წარმატებებიც კი მხოლოდ მათემატიკური მანიპულაციებით  იქნა მიღწეული.  2015 წელს ათასწლეულის დეკლარაცია შეიცვალა  მდგრადი  განვითარების  მიზნებით,  რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც 2030 წლის დღის წესრიგი. მხოლოდ მაგალითების მოყვანა შემიძლია, რადგან არის 17 მიზანი, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფა ბევრ ქვემიზნად. გერმანულ  ვერსიას, გერმანიის მდგრადი განვითარების სტრატეგიას,   249 გვერდი აქვს დათმობილი. ამის გაანალიზება ცალკე წიგნის თემა იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ შევეხოთ ამ თემას  და მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.

მდგრადი განვითარების მიზნები მიიღეს გაეროს სახელმწიფოებმა  და ის ფაქტი, რომ გერმანიას აქვს ღონისძიებების ცალკე კატალოგი (გერმანიის მდგრადი განვითარების სტრატეგია), უკვე გვიჩვენებს ცენტრალურ პრობლემას: თითოეული სახელმწიფო მიზნებს თავისებურად განმარტავს. ამის გაგება მნიშვნელოვანია, როგორც მაგალითი გვიჩვენებს. მდგრადი  განვითარების  მიზანი # 5-ის მიხედვით,   გენდერული თანასწორობა  არის გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაფართოების უფლება  თვითგამორკვევის კუთხით. ის ფაქტი, რომ საუდის არაბეთიც შეუერთდა გაეროს ამ მიზანს, მიუთითებს  იმაზე, რომ ეს შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნას ინტერპრეტირებული. ის, რაც დასავლეთში გვესმის ქალთა თანასწორობის შესახებ , განსხვავდება იმისგან,  თუ როგორ  ესმით ეს საკითხი ირანში ან არაბულ ქვეყნებში.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ    

https://dzen.ru/a/ZaLCTvwWTwttOKxJ

1 COMMENT

  1. რაც შეეხება ე.წ. პრორუსული მედიასაშუალებების დახურვას, ეს არის გლობალისტების მიერ წარმოებული საინფორმაციო ომის გაგრძელება ე.წ. კუდიანებზე ნადირობის მიმართულებით _ ესაა ბრძოლის ნაწილი ე.წ. რუსულ პროპაგანდასთან, ამისთვისაც მსოფლიოში დიდი სახსრები იხარჯება. ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას და შევისისხლხორცოთ გლობალისტების პროპაგანდა _ ესაა მათი სრულიად დაუფარავი აგრესიული დაკვეთა. ჩვენი ადეკვატური პასუხი უნდა იყოს _ არა რუსულ და არა გლობალისტურ პროპაგანდას. ჩვენ მხოლოდ ეროვნული “პროპაგანდა” გადაგვარჩენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here