Home ახალი ამბები საქართველო ერთი გველის  სისინი  ორ განცხადებაში

ერთი გველის  სისინი  ორ განცხადებაში

საქართველოს პრეზიდენტის მსუბუქი პოლიტიკური ყოფაქცევა

404

2022  წლის 7 დეკემბერს ქართული დელეგაცია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში  იმყოფებოდა. პატივი მქონდა, მონაწილეობა მიმეღო ამ დელეგაციის მუშაობაში. ჩვენ დავაყენეთ საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და შეჩერებული ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. სხვათა შორის, სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მუშაობა მე ამ რეჟიმის შემოღებისთანავე (1999 .) დავიწყე.

აწ განსვენებულ ვახტანგ გოგუაძესა და პანტელეიმონ გიორგაძესთან ერთად შევხვდი სახელმწიფო სათათბიროს იმჟამინდელ თავმჯდომარე გენადი სელეზნიოვს. სამწუხაროდ, საკითხი ვერ გადაწყდა, რადგან იმ დროს საქართველოს ხელისუფლება, ჩეჩნეთში მოქმედ საერთაშორისო ტერორისტებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ უაღრესად ბინძურ თამაშში იყო ჩართული. ფაქტები ჩვენ წინააღმდეგ ისე ღაღადებდნენ, ხმა არ ამოგვეღებოდა. სავიზო რეჟიმი რუსეთს სწორად ჰქონდა შემოღებული, მაგრამ ამით იმ ქართველთა მდგომარეობა არ იოლდებოდა, რომლებიც მიმოსვლის აუცილებლობის წინაშე იდგნენ და სავიზო ურთიერთობის გამო  დიდ დისკომფორტს განიცდიდნენ. მას შემდეგ ჩემს მეგობრებთან (ბატონი თემურ ფიფია და სხვები) ერთად ბევრი ვიარე მოსკოვში, სადაც შეხვედრები გვქონდა რუსეთის კომუნისტების ლიდერ გენადი ზიუგანოვთან, დსთ-ის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვთან, დეპუტატ კაზბეკ ტაისაევთან და სხვა გავლენიან პოლიტიკოსებთან. იყო ვითარება, როდესაც ძალიან ახლოს ვიყავით საკითხის გადაწყვეტასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი დასავლეთის “მეხუთე კოლონა” ყოველთვის ახერხებდა იმგვარი პროვოკაციის მოწყობას, რომ თითქმის გადაწყვეტილი საკითხი ყრუ კედელს აწყდებოდა. ასე გავიდა აგერ უკვე ოცდასამი წელიწადი, რაც ეს რეჟიმი მოქმედებს და საქართველოს მოქალაქეები წვალობენ. ამ ხნის განმავლობაში პირდაპირი ავიარეისები ხან სრულდებოდა, ხან, როგორც ამჟამად, გაუქმებული იყო. მოცემულ ეტაპზე, მოგეხსენებათ, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები შეწყვეტილია.

გასული წლის 7 დეკემბერს ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა, როგორც დასაწყისშივე ვთქვი, სწორედ ეს ორი საკითხი (სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ავიარეისების აღდგენა) დავაყენეთ რუს მასპინძლებთან, რომელთა შორის, სახელმწიფო დუმის მაღალი თანამდებობის დეპუტაციასთან ერთად, რუსეთის მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც იყვნენ. შეხვედრაზე მივიღეთ გარანტია, რომ საკითხი რუსეთის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ახლო მომავალში დადებითად გადაწყდება. ამ შეხვედრიდან დაახლოებით ერთი თვის გასვლის შემდეგ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა უკვე გააკეთა საჯარო განცხადება, რომელიც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მან თქვა: “ ვიმედოვნებ, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საქმეა“.  ეს უკვე აშკარა დადასტურებაა იმისა, რასაც სახელმწიფო დუმაში ქართული დელეგაციის წევრებს შეგვპირდნენ, მაგრამ ლავროვმა ამ განცხადებაში  უფრო მნიშვნელოვანი რამეც თქვა, ვიდრე ავიარეისების აღდგენა ან თუნდაც სავიზო რეჟიმის მოხსნა იქნება: “Мы за то, чтобы Абхазия, Южная Осетия выстраивали отношения с Грузией. Там есть механизмы диалогов, в которых тоже участвуем”. ჩვენთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზავნილია. ეს განცხადება გაცილებით უფრო საყურადღებო გამოჩნდება, თუკი გავითვალისწინებთ კონტექსტს, რომელშიც იგი წარმოითქვა. ვგულისხმობ უკრაინის ომს, აგრეთვე, საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, რომ არ შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკური სანქციებს და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნაზე მტკიცე უარის თქმას, რასაც ჩვენგან დასავლეთი მკაცრად მოითხოვს. ლავროვმა ამასაც ხაზი გაუსვა: “Видим, насколько Грузия, все остальные страны испытают давление со стороны Запада, публично требующего присоединиться к санкциям против Российской Федерации. То, что небольшая страна и ее правительство имеет мужество сказать, что мы будем руководствоваться своими интересами, интересами своей экономики – это вызывает уважение”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამში გაჟღერებული ამ სრულიად ახალი ინტონაციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, შესაბამის ტონალობას უნდა ეძებდეს საპასუხო განცხადებისთვის. მას ამას, რეალობის განცდასთან ერთად, პოლიტიკური და დიპლომატიური ალღოც უნდა კარნახობდეს. მხედველობაში მაქვს შექმნილი ვითარება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას აჩენს. სხვათა შორის, ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის რეაქცია ადეკვატურია, მაგრამ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მეტისმეტად “პატრიოტულად” გამოიდო თავი: “არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას. იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა სიტყვით თუ საქმით მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, მთავრობისა და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია”, –  განაცხადა მან.

საოცარია. უკრაინის ომი და, საერთოდ, მსოფლიოში შექმნილი ვითარება რატომ უნდა აქციო საქართველოს საწინააღმდეგო ფაქტორად, თუკი ჩნდება იმისი შესაძლებლობა, რომ, პირიქით, იგი ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენო? არადა, ფაქტია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა უკრაინის თემა ამ საკითხის განხილვაში სწორედ საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჩააკვეხა.

კიდევ კარგი, რომ ამ ქალბატონს  რეალურად ხელში არ უპყრია სახელმწიფოს მართვის სადავეები, თუმცა, სამწუხაროდ, საქმის გაფუჭება მაინც შეუძლია. სულაც არ გამიკვირდება მისი ამ პროვოკაციული განცხადების შემდეგ ეს თითქმის ბოლომდე მიყვანილი საქმე რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ ერთხელ კიდევ თუ ჩაიშლება, ომლითაც ჩვენი მოქალაქეები უკიდურესად დაზარალდებიან.  მართალია, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლავროვის განცხადებას პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან რადიკალურად განსხვავებულ შეფასებას აძლევს, ამბობს, რომ “რუსეთთან ფრენები თუ აღდგება, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის”, მაგრამ ამან შეიძლება საქმეს ვერ უშველოს, თუნდაც იმიტომ, რომ გაფუჭება, ნგრევა, ჩაშლა  უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება, აშენება, საქმის ბოლომდე მიყვანა. “ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების  შემსუბუქებას ემსახურებოდეს“, – ისე თამამად აცხადებს ქალბატონი პრეზიდენტი, თითქოს ბაჯაღლო ჭეშმარიტება წარმოეთქვას. ათი და ასიათასობით ქართველი, რომლებსაც რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენა უწევთ, ზედმეტ დროს, ნერვებსა და თანხებს ხარჯავენ  მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი პატრიოტობის გამოვლენის ერთადერთ გზად რუსეთთან დამაკავშირებელი ყველა ძაფის ჩაჭრა მიუჩნევიათ. მათი მიზანი თუ ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრების საშუალება მოუსპონ, ისინი ამ მიზანს ვერ აღწევენ. ადამიანები, რომლებისთვისაც ეს აუცილებელია, მაინც ფრენენ  წვალებით, ჯახირით, რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ მაინც. სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ფსევდოპატრიოტები კი თავიანთი ქმედებით მხოლოდ იმას აღწევენ, რომ საქართველოს მოქალაქეები წვალდებიან.

საქართველოს მოქალაქეები რუსეთში პირდაპირი ავიარეისებით თუ იფრენენ, ხოლო სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში ვიზის მიღებასთან დაკავშირებულ დავიდარაბასაც გადარჩებიან, როგორ შეიძლება ვინმე ამის წინააღმდეგ გამოდიოდეს?!

რა პოლიტიკურ დივიდენდებს აძლევს ჩვენს ქვეყანას ასათასობით ჩვენი თანამემამულისთვის ზედმეტი პრობლემების შექმნა?

რომელი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის საწინდარი შეიძლება იყოს გადაადგილების ხელოვნური გართულება იმ სახელმწიფოსთან, რომელშიც, პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, ყველაზე დიდი დიასპორა გვყავს, ყველაზე ფართო სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს და, რომელშიც,  ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ეკონომიკური აღორძინების მექანიზმი გვეგულება?!

სალომე ზურაბიშვილს, როგორც დასავლეთისთვის სულმიყიდულ მენშევიკთა შთამომავალს, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობა საქართველოს ეროვნული განძის გატაცების სამარცხვინო ისტორიით დააგვირგვინეს, მართალია, რუსეთის მიმართ სიძულვილი (რუსოფობია) ძვალრბილში გამჯდარი და გენეტიკაშიც გადასული აქვს, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსს და ამჟამად უკვე ქვეყნის პრეზიდენტს, სუბიექტური ვნებებისა და იაფფასიანი პოპულიზმისგან იმ დონეზე თავშეკავება მაინც მართებს, მთლად ქვეყნის მასხარად რომ არ იქცეს. სამწუხაროდ, მას ამგვარი თავშეკავების უნარიც არ აქვს. მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია დასავლეთში ვიღაცას ასიამოვნოს, ვიდრე იმ ქვეყნის მომავალზე იფიქროს, რომლის პრეზიდენტის სავარძელშიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. საზოგადოდაც უნდა ითქვას, რომ საქართველოში პოლიტიკას მიტმასნილ ქალთა ფსიქოლოგიური პორტრეტი მეტისმეტად არასახარბიელოა. გამსახურდიასკარვის ქალებითდაწყებული და, სააკაშვილისჰარამხანითდამთავრებული, ეს დასაოკებელი და ქვასროლია ქალები, არამხოლოდ მათი, არამედ საერთო ეროვნული ფსიქიკის შემოწმების აუცილებლობის წინაშე აყენებენ ქართველ ხალხს. ამ ნათქვამს ისე ნუ ჩამითვლით,  თითქოს ქართულ პოლიტიკაში თავშეყრილ მამაკაცებს ან გონიერებით, ან ზნეკეთილობით ქართველ ქალებზე მაღლა ვაყენებდე. არა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის მსუბუქმა პოლიტიკურმა ყოფაქცევამ მიბიძგა, ქართულ პოლიტიკაში ქალის ფენომენის გამოც მეთქვა ორიოდე სიტყვა. სულ ეს იყო.

 ვალერი კვარაცხელია                                                                   

P. S. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისეთი გულუბრყვილოც ნუ გეგონებათ, თითქოსგამსახურდიას კარვის ქალებისანმიშას ჰარამხანისგავლენით მოქმედებდეს. არა, მის ტონალობას სხვა კამერტონი განსაზღვრავს. დააკვირდით, როგორ შეაფასა   საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის პერსპექტივა აშშის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა კელი დეგნანმა: “ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს თავისი ჯარები გაჰყავს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებენ 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ვიდრე პირდაპირი ფრენის აღდგენის შესახებ მოესმინათ. არ მაქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნება უჭირთ, თუ ამის სურვილი აქვთ, მაგრამ  ჩვენ დანამდვილებით ვიცით,  რომ ბევრი რუსი ჩამოდის ამ ქვეყანაში”.

ერთსა და იმავე საკითხზე  ორი ქალბატონისსაქართველოს პრეზიდენტისა და აშშის ელჩის განცხადებათა შინაარსის შედარება მკითხველისთვის მიმინდვია, თუმცა თავს უფლებას მივცემ, წინასწარ განვაცხადო, რომ ორივე განცხადებაში თანაბრად ისმის ერთი შხამიანი გველის სისინი.

ვ. კ.                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here