Home ახალი ამბები საქართველო ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად, ერთობლივი ქართულ-რუსული კონფერენცია თბილისში წარმატებით ჩატარდა

ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად, ერთობლივი ქართულ-რუსული კონფერენცია თბილისში წარმატებით ჩატარდა

261
ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად, ერთობლივი ქართულ-რუსული კონფერენცია თბილისში წარმატებით ჩატარდა

ევრაზიის ინსტიტუტმა დახმარება გაუწია რუს კოლეგებს კომუნიკაციების განვითარების კვლევების ეროვნული ინსტიტუტიდან (НИИРК) და არჩილ სიხარულიძის ორგანიზაციასთან ერთად (SIKHA Foundation), თბილისში გამართა კონფერენცია სახელწოდებით – “ტრადიციული ფასეულობები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი” («Традиционные ценности, как фактор сближения стран и народов»).

დიდი ხანია, საქართველოს ტერიტორიაზე აღარ გამართულა მსგავსი ღონისძიება, ქართველი და რუსი ექსპერტების მონაწილეობით. ორი რუსი სპეციალისტი, აკადემიური წრეებიდან, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ალექსანდრ იაკოვლევი, პირადად ჩამოვიდა თბილისში, განხილვებში მონაწილეობის მისაღებად. მეორე მონაწილე რუსეთიდან გახლდათ ჟურნალ “Человек и мир”-ის მთ. რედაქტორი დმიტრი ბალბუროვი. НИИРК-ის დირექტორის მოადგილე, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ვალენტინა კომლევა, რუსეთის საზოგადოებასთან კავშირების ასოციაციის (РАСО) პრეზიდენტი, პროფ. ევგენი მინჩენკო და სხვა რუსი სპეციალისტები, ინტერნეტის საშუალებით იღებდნენ მონაწილეობას ღონისძიებაში.

ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად, ერთობლივი ქართულ-რუსული კონფერენცია თბილისში წარმატებით ჩატარდა

საქართველოდან წარმოდგენილნი იყვნენ ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატი – გულბაათ რცხილაძე, პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე, იურისტი, ფონდ “ისტორიული მემკვიდრეობის” დამაარსებელი და გამოცემა “საქართველო და მსოფლიოს” თავკაცი ტარას გაგნიძე, ისტორიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი აკაკი (მამუკა) კარტოზია, ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, პროფ. ელიზბარ ელიზბარაშვილი, ბიზანტინისტი, ისტ. მეცნ. დოქტ., პროფ. გვანცა კოპლატაძე, პოლიტოლოგი ვასილ კაპანაძე, ქართულ-რუსული ურთიერთობების ისტორიის შესახებ არაერთი ნაშრომის ავტორი და წიგნების გამომცემელი – ბერ-დიაკონი მამა გიორგი რუხაძე და კიდევ ბევრი სხვა პატივცემული პიროვნება.

სომხეთიდან ინტერნეტის საშუალებით სიტყვა წარმოთქვა ფილოსოფიის მეცნ. კანდიდატმა, ერევნის სახელმწ. უნივერსიტეტის რუსეთის კვლევების ცენტრის დირექტორმა არამ საფარიანმა.

კონფერენცია მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, დილის 10 საათიდან, შესვენებების ჩათვლით, საღამოს 6 საათამდე გაგრძელდა. კონფერენციის სამუშაო ენა რუსული გახლდათ.

ყველა გამომსვლელის მიერ მომზადებულ მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ფასეულობების ცნების პოლიტიკასთან მიმართებაში გააზრება, განსაკუთრებით, ქართულ-რუსული ურთიერთობების კონტექსტში. გაანალიზებულ იქნა, რა გვაახლოებს სხვადასხვა ხალხებს და რა გვაშორებს ერთმანეთისგან. ყველაფრის მიუხედავად, ფასეულობების დონეზე ქართველებს და რუსებს მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ეს დღეს პოლიტიკაზე აისახება, მაგრამ ფასეულობების ერთიანობა აუცილებლად მოახდენს გავლენას პოლიტიკაზეც.

კონფერენციის მსვლელობისას, დესტრუქციულმა, დასავლეთიდან შემოსული შავი ფულით დაფინანსებულმა, ნახევრად კრიმინალების ხელში არსებულმა ტელევიზიებმა, ყველაფერი იღონეს იმისათვის (პირველ რიგში, დეზინფორმაციის გავრცელების გზით, თითქოს ღონისძიების მონაწილეებმა კანონი დაარღვიეს და ვინმე უკანონოდ შემოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე), რათა კონფერენციის მონაწილეებს დისკომფორტი შექმნოდათ და, ჯამში, ღონისძიება ჩაშლილიყო.

მიუხედავად მასირებული ფსიქოლოგიური შეტევებისა, კონფერენციამ საქმიან გარემოში ჩაიარა, სტუმრებს კი ყველა პირობა ჰქონდათ საიმისოდ, რომ თავი კომფორტულად ეგრძნოთ.

ხელის შეშლის მცდელობის მიუხედავად, ერთობლივი ქართულ-რუსული კონფერენცია თბილისში წარმატებით ჩატარდა

ევრაზიის ინსტიტუტი,
თბილისი, 22 აპრილი, 2024 წ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here