Home ახალი ამბები საქართველო ედიშერ გვენეტაძე: ქართველი ხალხის უმრავლესობა მშვიდობის მხარეს დგას, ქუჩაში კი დგანან მოსყიდულები,...

ედიშერ გვენეტაძე: ქართველი ხალხის უმრავლესობა მშვიდობის მხარეს დგას, ქუჩაში კი დგანან მოსყიდულები, გაბრიყვებულები და შტერები

“საქართველოში მოვიდა თაობა, რომელმაც უპირველეს ამოცანად დაისახა სუვერენიტეტის სრულყოფა და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის საფუძვლის ჩაყრა... ვხედავდით, როგორ წინააღმდეგობას უწევდნენ ჩვენებს კუბილიუსები, ფოტიგები, კრამონები; მათ დაემატა გერმანელი შოლცი, რომელიც ჩინეთში უპატივცემულოდ მიიღეს, საქართველოს პრემიერს კი დიდი პატივით დახვდნენ. ეს შემთხვევითი არ არის”

182

უკვე რამდენიმე დღეა, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდებს ამოფარებული დესტრუქციული ძალები აპროტესტებენ კანონსუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. ვითარება დაძაბულია, ამ დაძაბულობის გასანეიტრალებლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 29 აპრილს აქცია ჩაატაროს და ქუჩაში მოყიალეებს დაანახვოს, რომ კანონს გაცილებით მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მოწინააღმდეგეხელისუფლების წარმომადგენლები, მიუხედავად დასავლეთის დიდი ზეწოლისა, უკან არ იხევენ და ეს ხალხს მოსწონს

რამ განაპირობა საქართველოს მთავრობის პრინციპულობა, მისი შეუვალობა? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე:

_ ეს დღე რომ დადგებოდა ამ ქვეყანაში, ვიცოდი, ველოდი, რადგან 30 წლის განმავლობაში ქვეყნის შინაური თუ გარეშე მტრები ვითარების არევას ცდილობენ. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა ლიდერები მიხვდნენ, რომ “ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს” და ეს განპირობებული იქნება იმ პრინციპით, რომელსაც ქართველი ხალხი და ქვეყნის ხელისუფლება გამოიჩენს. ჩვენი ახალგაზრდა ხელისუფლების ასეთი პრინციპულობა მოიტანა გარემოებებმაც და მათმა შინაგანმა ხმამაც. მისასალმებელია, რომ საქართველოში მოვიდა თაობა, რომელმაც უპირველეს ამოცანად დაისახა სუვერენიტეტის სრულყოფა და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის საფუძვლის ჩაყრა.

ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის სუვერენიტეტისკენ, მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა. მათ ბევრ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენ ვხედავდით, შინაური და გარეშე მტრები როგორ ცდილობდნენ ომში საქართველოს ჩაბმას და შარშან ამას ბეწვზე დაგავურჩით, გადავურჩით იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მთავრობამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მართალია, ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სტატუსი სწორედ ამ ახალგაზრდების დამსახურებით მოგვანიჭეს, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან.

ისტორია პროცესებს დროსა და სივრცეში განიხილავს და სწორედ დროისა და სივრცის გათვალისწინებით მოქმედებენ ჩვენი ახალგაზრდები, აკეთებენ იმას, რასაც ქართველი ხალხი და საქართველოს ისტორია მოითხოვს.

_ გერმანია ევროკავშირის ლიდერი ქვეყანაა. გერმანიის კანცლერმა შოლცმა ძალიან ცუდად შეაფასა კანონიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, მაგრამ პრემიერმა შოლცის Fშეფასება არ გაითვალისწინა, რასაც მუქარა მოჰყვა. თუკი ევროპელები მუქარას შეასრულებენ _ გაგვიუქმებენ უვიზო მიმოსვლას, რა შეიძლება მოხდეს?

_ შემთხვევით არ მიხსენებია, რომ დროსა და სივრცეს დიდი მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკა ხელოვნებაა და მას დროსა და სივრცეში უნდა აწარმოებდე.

დღეს ისეთი ვითარებაა, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ჩვენ უფრო ვჭირდებით ევროკავშირს, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ის. ევროკავშირისთვის ჩაკეტილია აღმოსავლეთის სივრცე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის. ეს გზა საქართველოზე გადის. მხედველობაში მყავს ჩინეთი. არსებული ვითარება საქართველოს აძლევს საშუალებას, ლავირება მოახდინოს და კარგად გამოიყენოს თავისი უპირატესობა. საქართველომ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც ჰქონდა XI-XII საუკუნეებში. ჩვენმა ახალგაზრდა ხელისუფლებამ კარგად აუღო ალღო შექმნილ ვითარებას.

ვხედავდით, როგორ წინააღმდეგობას უწევდნენ ჩვენებს კუბილიუსები, ფოტიგები, კრამონები. მათ დაემატა გერმანელი შოლცი, რომელიც ჩინეთში უპატივცემულოდ მიიღეს, საქართველოს პრემიერს კი დიდი პატივით დახვდნენ. ასე იცის ისტორიამ… ეს შემთხვევითი არ არის. დავით აღმაშენებელი დიდი პოლიტიკოსი იმიტომ იყო, რომ დრო და სივრცე გამოიყენა…

_ ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალები რომ მიგვეშვა თავის ჭკუაზე, რა მოხდებოდა და რა საფრთხეს აგვარიდა საქართველოს ხელისუფლებამ?

_ საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ 2022 წლიდან დღემდე, წნეხის მიუხედავად, ომი აგვარიდა. ქუჩაში მდგომი მეხუთე კოლონა, ჭაჭანაჭამი ინდაურებივით რომ დაბორიალობენ, დაკვეთით მოქმედებს. მას არ აინტერესებს კანონი, სურს, არეულობა მოხდეს და საქართველოში უკრაინის სცენარი განვითარდეს.

დასავლეთმა უკრაინას 61 მილიარდი დოლარი მისცა. ეს თანხა ომის მოსაგებად საკმარისი არ არის, ეს საკმარისია ომის გასაგრძელებლად. იმ ძალებს, რომლებსაც ომის პარტიას ვუწოდებთ,  ომი სჭირდებათ, მათ უკრაინელები არ აინტერესებთ. ომს ფული მოაქვს, ამიტომ საჭირო იყო კავკასიის ჩათრევაც და სწორედ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების დამსახურებაა, რომ აქ ომის ქარცეცხლი არ არის, მაგრამ სიფრთხილე მაინც აუცილებელია, რადგან ის, რაც დღეს ქუჩაში ხდება, კიდევ ვიმეორებ, კანონის გამო არ ხდება, მათ არეულობა სურთ. დიდი იმედი მაქვს ქართველი ხალხის, ხალხი გადაარჩენს ქვეყანას, ის დადგება სწორ მხარეს.

_ 29 აპრილს ხელისუფლებამ დაგეგმა აქცია იმის საპირწონედ, რასაც დღეს დესტრუქციული ძალები ქუჩაში სჩადიან. როგორ ფიქრობთ, 29 აპრილის აქცია გაანეიტრალებს დაძაბულობას?

_ საფრთხე ჩავლილია და განეიტრალებულია. ქართველი ხალხის უმრავლესობა მშვიდობის მხარეს დგას, ქუჩაში კი დგანან მოსყიდულები, გაბრიყვებულები და შტერები. ყველა ქვეყანაში არიან ასეთები; იყვირებენ, გაივლიან, გამოივლიან და დაასრულებენ ბოდიალს. საქართველოში 90-იანი წლები აღარ განმეორდება, იმხანად ჩვენ დავკარგეთ ორი რეგიონი. ეს ახსოვს ხალხს და მსგავსი რამ აღარ განმეორდება. საქართველოს ძლიერების საფუძველს ქუჩაში მოყიალეებს არავინ გაანადგურებინებს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here