Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი დოჭვირი: ახლა “ალეკო ბახმუტელების” დროა. მიდი, ალეკო, კიდევ ერთხელ გაულაწუნე, თვითონ...

ირაკლი დოჭვირი: ახლა “ალეკო ბახმუტელების” დროა. მიდი, ალეკო, კიდევ ერთხელ გაულაწუნე, თვითონ გასალაწუნებელო, იქნებ გონს მოვიდნენ!

“ამომრჩეველთა 0,01% მხარდაჭერის მქონე ალეკო უცებ 4%-ზე როგორ ავიდა? ალეკოს მარჯვენა ხელი, ისიც ფაშისტი _ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად რომ დაამტკიცა “ოცნებამ”, ხალხის არჩევანი იყო? ანდა როგორ და რატომ დაინიშნა ალეკო “ბახმუტელის” დისშვილი სახალხო დამცველის ოფისში მაღალ თანამდებობაზე?”

ირაკლი დოჭვირი

ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე, უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებენ კანონსუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”… ამ აქციებისგმირად”,  როგორ და რანაირად, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, მოულოდნელად იქცა (ან აქციეს) გაერთიანებატფილისის ჰამქრისდამაარსებელი ალეკო ელისაშვილი.

ელისაშვილმა, რომელიც დიდი ვაჟკაცობით არასდროს გამოირჩეოდა, უცბადიკაცადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს, რომელიც ტრიბუნაზე სიტყვით გამოდიოდა, მიპარვით, როგორც არაკაცებს სჩვევიათ, ხელი დაარტყა. სწორედ ეს უმსგავსო საქციელი იყო ელისაშვილისგმირობა”. მას შემდეგ ელისაშვილს თვითონაც ბევრჯერ მოხვდა, მაგრამ ის ოპოზიციურ ტელეარხებს თითქმის ყველა სატელევიზიო ეთერშიგმირადგამოჰყავთ.

ვინ არის ალეკო ელისაშვილი?

საზოგადოებას, ალბათ, ახსოვს 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანიაკავკასიისპირდაპირ ეთერში მომხდარი ინციდენტი, რადგან პირდაპირ ეთერში ადამიანის დაპატიმრება ხშირი არ არის.

შოთა აფხაიძე, რატი მაისურაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და ჯაბა გურჩიანი ის ადამიანები არიან, რომლებიც ალეკო ელისაშვილის მოთხოვნით დააპატიმრეს. მათ  ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში  დასდეს ბრალი, რომელიც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, აგრეთვე, ხულიგნობაში. შედეგად ზემოხსენებულ პირებს, ჯამში, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდათ.

2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანიაკავკასიისგადაცემაბარიერისპირდაპირ ეთერში გამართული დისკუსიის თემა გამოხატვის თავისუფლების გამოილიას უნივერსიტეტთანმომხდარი დაპირისპირება იყო.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის”, აგრეთვე, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისწარმომადგენლებსა და მათ ოპონენტებს შორის ტელეეთერში დაწყებული უთანხმოება სტუდიის გარეთ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ვითარება მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, როცა ტელეწამყვანის მოწოდების შემდეგ საეთერო სტუდიაში პოლიცია გამოჩნდა. სამართალდამცველებმა ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე მონაწილე დააკავეს, ძირითადად, “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისწევრები.

დღევანდელიგმირისკისერზეა სხვა ცოდვებიც, რომელთა შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი დოჭვირი თავის ფეისბუკგვერდზე წერს:

“9 მაისს ვაკის პარკში ვიყავით მე, თემურ ფიფია, გულბაათ რცხილაძე   იქ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ნაძირალა დაგვხვდა ანწუხელიძის სურათებით ხელში. იმ ნაძირლებს ალეკო ელისაშვილი მეთაურობდა. ის იმხანად  არც პარლამენტის წევრი იყო და არც “ბახმუტელი”.  ეს ყველაფერი იმ აქციის შემდეგ “შექმნა”, ჩვენ რომ მოგვიწყო.  

ვაკის პარკში ელისაშვილი შეძახილებით დაგვხვდა, სტვენით, წივილ- კივილით. ძალიან არ მოვეწონეთ, როცა გამარჯვების დროშებითა და სტალინის სურათებით დაგვინახა. ფაშისტურს “აწვებოდა”  და ახლაც ანალოგიურად იქცევა.  მისი ეს ძალისხმევა არ გამოჰპარვია დასავლელ მეგობრებსა და მთავრობას.  პარლამენტში შეიყვანეს! პარლამენტში როგორ შეიყვანეს, ხალხმა აირჩიაო, _ იტყვის ზოგიერთი, მაგრამ ამომრჩეველთა 0,01% მხარდაჭერის მქონე ალეკო უცებ 4%-ზე როგორ ავიდა? ალეკოს მარჯვენა ხელი, ისიც ფაშისტი _ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად რომ დაამტკიცაოცნებამ”, ესეც ხალხის არჩევანი იყო? ანდა როგორ და რატომ  დაინიშნა ალეკობახმუტელისდისშვილი სახალხო დამცველის ოფისში მაღალ თანამდებობაზე? ამ ყველაფრის პასუხად ალეკო “ბახმუტელმა” მდინარაძეს მიპარვით ჩაარტყა სახეში ხელი. ხომ იმსახურებდა ამას მამუკა? _ ნამდვილად იმსახურებდა. 

მიდით, კიდევ დაამტკიცეთ ნაძირალები თანამდებობებზე.  

განათლების მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო ხომ გაუნათლებლობისა და უკულტურობის სამინისტროდ არის გადაქცეული. რას აკეთებს წულუკიანი, ვის უხდის ხელფასებს? თეატრები სანახევროდ ცარიელია, მაგრამარა რუსულ კანონსო”, _ გაჰყვირიან მსახიობები და სამხატვრო ხელმძღვანელები.  პროფესორი ისეთი ახალგაზრდაა, სტუდენტი გეგონებათ. გამოდის და აგინებს რუსეთს, ტიტრებში წერია: “ასოცირებული პროფესორი, დოქტორი”…  ხვდები, რომ პროფესორობას რუსეთის გინებისთვის ანიჭებენ… მაგრამ თავში არაფერი უყრია. შემდეგ ასეთებს სტუდენტებთან უშვებენ ლექციების წასაკითხად, ახალგაზრდებს საბოლოოდ რომ გამოურეცხონ ტვინი.     

რუსეთის მაგინებლებისთვის ყველა თანამდებობრივი კარი ღიაა, ხოლო, ვისაც რუსეთთან მეგობრობა სწადია, ყველამგლის ბილეთითაადათხოვნილი სამსახურიდან.  

2012 წელს “ოცნებამ”, რაც ნაძირალა იყო, ყველა შეიყვანა პარტიულ სიაში თითქოსდა ნაციონალებთან ბრძოლისთვის გაწეული დამსახურებისთვის, მაგრამ ვალერი კვარაცხელიას  ადგილი იქ არ აღმოჩნდა. არადა, ვალერი კვარაცხელია “პროკლამაციას”  რომ უშვებდა, ზვიად ძიძიგური და  ძმები ბერძენიშვილები ნაციონალების სიით იყვნენ პარლამენტში, გოგა ხაინდრავა და სალომე  ზურაბიშვილი _ მინისტრებად.  

არავის უნდა დასავლური იმპერიალიზმის მაგინებლები.  ჩვენ “მგლის ბილეთით” დაგვასაჩუქრეს. ახლა “ალეკო ბახმუტელების” დროა.  მიდი, ალეკო, ერთხელ კიდევ გაულაწუნე, თვითონ გასალაწუნებელო, იქნებ გონს მოვიდნენ!..

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here