Home ახალი ამბები საქართველო თემურ ფიფია: ამ ეტაპზე რუსეთმა თავის გასაკეთებელი გააკეთა. ვერც ე.წ. ოპოზიცია და...

თემურ ფიფია: ამ ეტაპზე რუსეთმა თავის გასაკეთებელი გააკეთა. ვერც ე.წ. ოპოზიცია და ვერც დასავლეთი ვერაფერს შეცვლის”

“რუსეთს შეუძლია საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებზეც”

492

10 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად საქართველოსა და რუსეთს შორის დაწესდა უვიზო მიმოსვლა და აღდგა პირდაპირი ავიარეისები, მაგრამ ეს სიახლე არ მიიღეს .. ოპოზიციონერებმა, ისინი იმ ავიაკომპანიების  სანქცირებას ითხოვენ, რომლებსაც თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენა სურთ. სანქციების დაწესებით იმუქრებიან .. დასავლელი პარტნიორებიც.

რუსეთიდან პირდაპირი ავიარეისი 19 მაისს არის დაგეგმილი, ამ რეისს ჩამოჰყვებიან ის ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში იბრძოდნენ, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის რაიმე ფორმით აღსადგენად _ ვიზების გასაუქმებლად და პირდაპირი ავიარეისების დასანიშნად, რათა თანამემამულეები შემოვლითი გზებით არ ჩამოსულიყვნენ სამშობლოში.

მოძრაობასოლიდარობა მშვიდობისათვისხელმძღვანელ მერაბ ჭიქაშვილის თაოსნობით რუსეთის დედაქალაქში, უკვე ერთი კვირაა, იმყოფებიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. სწორედ ამ  დელეგაციის ერთერთი წევრი, სოციალისტური მოძრაობის კოორდინატორი თემურ ფიფია გვესაუბრება რუსეთსა და საქართველოს შორის დამთბარი ურთიერთობისთვის ხელის შეშლის მცდელობებზე:

 _ სანქციებით, აქციებით იმუქრებიან დესტრუქციული ძალები იმის გამო, რომ რუსეთმა სავიზო რეჟიმი მოგვიხსნა და პირდაპირი ავიარეისები აღადგინა. ე.წ. ოპოზიციას სურს, დაბლოკოს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ვუსმენთ მათ გამოსვლებს და ერთადერთი სიტყვა მახსენდება _ მოღალატეები!

ის, რაც ამ ბოლო პერიოდში რუსეთ-საქართველოს შორის მოხდა (ვგულისხმობ უვიზო მომისვლასა და პირდაპირ ავიარეისებს), რუსეთის მხრიდან გადადგმული დადებითი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ეს ურთიერთობა, რომელიც ძალიან ფრთხილად დაიწყო, ზღვაში წვეთია ორ მეზობელს შორის, მაგრამ ძალიან წაადგება საქართველოს ეკონომიკას, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ თავისუფლად მიმოსვლას, სამშობლოში ჩამოვლენ ისინიც, ვინც ეთნიკური ქართველია, მაგრამ იძულებული შეიქნა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო. მოიმატებს ტურისტების ნაკადი რუსეთიდან, რაც გამოიწვევს რუს და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობის დათბობას. ეს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს ე.წ. დასავლეთს და, შესაბამისად, არ მოსწონთ დასავლეთიდან მართულ დესტრუქციულ ძალებს საქართველოში.

რუსეთის მოქალაქეების (და არა მხოლოდ მათი) ჩამოსვლა გააღრმავებს ეკონომიკურ ურთიერთობებსაც. სიკეთე, რომელიც შეიძლება მივიღოთ, ქართველი ოპოზიციონერებისთვის მიუღებელია, მათ ასეთი დაკვეთა აქვთ, ასე უნდა თქვან და იმოქმედონ, მაგრამ ვერაფრის შეცვლას ვერ შეძლებს ვერც .. ოპოზიცია და ვერც დასავლეთი. ამ ეტაპზე რუსეთმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს და არც ისინი აპირებენ რამის შეცვლას, ხელისუფლება ეთანხმება რუსეთთან ვიზების გაუქმებასა და პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას. საქართველო ბევრს კარგავდა ფინანსურად, როდესაც მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა მესამე ქვეყნის გავლით უწევდათ.

_ რუსულმა ავიკომპანიააზიმუტმა”, რომელმაც ავიარეისები დაგეგმა საქართველოში, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო აფხაზეთი და .. სამხრეთ ოსეთი. რატომ გააკეთეს ეს?

_ რუსული ავიაკომპანიის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკების, სიიდან ამოღება დაკავშირებულია იურიდიული პრობლემების მოხსნასთან, რომლებიც ახლავს პირდაპირ ავიარეისებს, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ეს დადებითი ნიშანი, დადებითი სიახლეა საქართველოსთვის. ავიაკომპანია რუსულია, მიუხედავად იმისა, რომ კერძოა, რუსეთის ხელისუფლების დასტურის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ასე რომ, კარგია, რაც მოხდა. რუსულ მხარეს სამომავლოდაც შეუძლია საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება ისეთ საკითხებზეც კი, რომლებიც ქართულაფხაზურ და ქართულოსურ კონფლიქტებს ეხება. გავიმეორებ: კერძო კომპანიებსა და რუსეთის მთავრობას შეუძლიათ, ყველა მხარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ.

_ იგეგმება თუ არა რკინიგზის გახსნა აფხაზეთის გავლით? ამ თემაზეც ბევრს საუბრობენ ქართველ საზოგადოებაში, არის თუ არა ამ საკითხზე მსჯელობა მოლაპარაკების მაგიდასთან?

_ აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხი მარტივი პროცესი არ არის, რადგან ამ თემაზე საქართველოს, აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლებებმა პირადად უნდა მოილაპარაკონ. თუ შეთანხმდებიან, ადვილად მოსაგვარებელი პრობლემაა. რკინიგზის გახსნა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა კომპლექსური საკითხია და აუცილებელია ხელისუფლებების წარმომადგენელთა ჩართულობა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ნელ-ნელა თბება და ამ პროცესს ხელს შეუშლის მხოლოდ ის, თუ საქართველოს მთავრობა სიმტკიცეს ვერ გამოიჩენს. საქართველოს დღევანდელი მთავრობა დასავლეთის არნახული წნეხის ქვეშაა _ ზემოქმედებენ ინფორმაციულად, ააქტიურებენ ანტიქართულ ძალებს ფინანსური მხადაჭერით. არის მთელი რიგი ბერკეტები, რომლებითაც საქართველოს ხელისუფლებას გასაქანს არ აძლევენ. თუკი ამ წნეხს გაუძლებს საქართველოს მთავრობა და დაიწყებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავების ხელშეწყობას, რა თქმა უნდა, ორი ქვეყნის კავშირი მყარი და საიმედო იქნება. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და ეს საღად მოაზროვნე ნებისმიერმა პარტიოტმა იცის.

_ აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება პირდაპირი დიალოგის დაწყებას რუსეთის ხელისუფლებასთან? ამ საკითხზე თუ საუბრობთ რუსეთში?

_ აპირებს თუ არა ჩვენი ხელისუფლება პირდაპირი დიალოგის დაწყებას რუსეთთან, ვერ გეტყვით, არც ინფორმაცია მაქვს და არც ნიშნები ჩანს. ჩვენ, ქართველი საზოგადოების წარმოადგენლები, უკვე ერთი კვირაა, რუსეთის დედაქალაქში ვიმყოფებით. ამ ვიზიტის ორგანიზატორია მოძრაობა “სოლიდარობა მშვიდობისათვის” ხელმძღვანელი მერაბ ჭიქაშვილი. აქ გაერთიანებულია რამდენიმე საზოგადოებრივი მოძრაობა, ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში ვიბრძოდით, ვიღვწოდით რუსეთთან ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად, მაგრამ არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო ღრმა ურთიერთობებზე ვიფიქროთ.

ჩვენ მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის კომიტეტის  თავჯდომარის პირველი მოადგილე კაზბეგ ტაისაევის მიწვევით ჩავედით, ტაისაევი კოორდინაციას უწევს რუსულ-ქართულ დიალოგს. საქართველოდან ამ  შეხვედრებს კოორდიაციას უწევს, როგორც უკვე გითხარით, მერაბ ჭიქაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვი  და სახელმწიფო სათათბიროს სხვა დეპუტატები. ჩვენ მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ, პოლიტიკას არ განვიხილავთ. ერთმანეთს არაფერს ვპირდებით არც ჩვენ და არც რუსული მხარე; ვსაუბრობთ ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე, იმაზე, რისი გაკეთებაც საზოგადოებრივ პლატფორმას შეუძლია. ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს გორჩაკოვის ფონდის წარმომადგენლობა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვესტრუქტურა, რომლის ხელმძღვანელი საქართველოში არის დიმიტრი ლორთქიფანიძე.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here