Home ახალი ამბები საქართველო კიდევ ერთი ნაბიჯი ბირთვული კატასტროფისკენ

კიდევ ერთი ნაბიჯი ბირთვული კატასტროფისკენ

უკრაინაში რუსეთის მდგომარეობა უაღრესად გართულდა.

458

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა  სერგეი შოიგუმ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში გაერთიანებული ჯარების სარდლისგან,  არმიის  გენერალ  სერგეი  სუროვიკინისგან  ანგარიში ჩაიბარა.

სერგეი შოიგუ , რუსეთის თავდაცვის მინისტრი:  “Сергей Владимирович, Доложите обстановку в районе проведения специальной военной операции!”

ასე დაიწყო თათბირი, რომელზეც  წარდგენილი ანგარიშისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ექო ელვის სისწრაფით მოეფინა მსოფლიოს. არმიის გენერალ სუროვიკინის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის დასკვნითი ნაწილი ასეთი იყო:

“Товарищ Министр обороны, всесторонне оценив сложившуюся ситуацию, предлагается занять оборону по левому берегу реки Днепр. Понимаю, что это очень непростое решение. В то же время мы сохраним, самое главное, жизни наших военнослужащих и в целом боеспособность группировки войск, держать которую на правом берегу в ограниченном районе бесперспективно.”

მეხის გავარდნის ეფექტი ჰქონდა გენერალ სუროვიკინის ამ წინადადებას, რომლითაც მან რუსეთის თავდაცვის მინისტრს მიმართა. უკვე ყველასთვის გასაგები იყო, რომ თავდაცვის მინისტრი ამ წინადადებაზე თანხმობას განაცხადებდა, მეტიც: ისიც ნათელი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან, პრეზიდენტ პუტინთან წინასწარ იყო შეთანხმებული. თავდაცვის მინისტრი გენერალ სუროვიკინის წინადადებას თითქმის უსიტყვოდ დაეთანხმა: “Сергей Владимирович, согласен с Вашими выводами и предложениями. Для нас жизнь и здоровье российских военнослужащих всегда является приоритетом. Мы должны принимать во внимание и угрозу для гражданского населения. Убедитесь, что все желающие из числа гражданского населения смогли уехать. Приступайте к отводу войск и примите все меры, чтобы обеспечить безопасную переброску личного состава, вооружения и техники за реку Днепр.”

გენერალი სუროვიკინი, რომლისთვისაც მის მიერვე თავდაცვის სამინისტროსთვის შეთავაზებული წინადადება იმავე წამს შესასრულებელ სამხედრო ამოცანად ტრანსფორმირდა, ახალ  დავალებას სამხედროებისთვის ტრადიციული ფორმით შეხვდა.

სერგეი სუროვიკინი: “Есть. Маневр войск будет осуществлен в ближайшие сроки. Соединения и части займут подготовленные в инженерном отношении оборонительные рубежи и позиции на левом берегу реки Днепр.”

გენერალ სუროვიკინის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის გაკეთებულ შეთავაზებას, რა თქმა უნდა, მის მიერ სიტუაციის აღწერა-ანალიზი უსწრებდა. აი, ერთი საინტერესო დეტალი გენერლის ანალიზიდან:

 “Противник наносит удары по органам местного самоуправления, школам, больницам, другим социально-значимым объектам, мирным жителям, которые эвакуируются на другой берег Днепра, а также по пунктам раздачи гуманитарной помощи. Мы успешно отражаем эти обстрелы. Порядка 80-90% ракет сбиваются российскими средствами ПВО.В то же время до 20% из них все же достигают своих целей. Инженерные подразделения группировки войск практически ежедневно восстанавливают днепровские переправы и принимают меры по поддержанию их в работоспособном состоянии. В этих условиях город Херсон и прилегающие населенные пункты не могут полноценно снабжаться и функционировать. Жизни людей из-за обстрелов постоянно подвергаются опасности.”

გენერლის მიერ აღწერილ ამ უმძიმეს სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს უკრაინის ხელისუფლებისა და კოლექტიური დასავლეთის ყოვლად ამორალური სახე, რომლისთვისაც სულერთია შეიარაღებული მოწინააღმდეგე და მშვიდობიანი მოსახლეობა, ანუ სიტუაციას ამძიმებს მოწინააღმდეგის ფაშისტური ბუნება, ბანდიტური ფსიქოლოგია და გენეტიკური ყოვლისმკადრებლობა.

სერგეი სუროვიკინი: “Противник ведет неизбирательную стрельбу по городу, возможно применение запрещенных методов ведения боевых действий.”

გენერლის ანგარიშიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ არსებობდა, ვინაიდან მოწინააღმდეგეს შეეძლო, გაცილებით უფრო დიდ დანაშაულზე წასულიყო.

სერგეი სუროვიკინი: “К опасным последствиям может привести реализация имеющихся у противника планов по созданию зоны затопления ниже Каховской ГЭС. Подтверждением этому являются постоянные ракетные удары по плотине Каховской ГЭС, а также по водосливным затворам данной плотины. Так 26 сентября был нанесен удар и поврежден один из водосливных затворов. В случае если Киевский режим пойдет на дальнейшее увеличение попуска воды из водохранилищ или более мощную ракетную атаку Каховской плотины, образуется поток воды, который создаст обширные зоны затопления, приведет к значительным жертвам среди мирного населения. Возникнет дополнительная угроза для гражданского населения и полной изоляции нашей группировки войск на правом берегу Днепра”.

ასეთია შექმნილი ვითარება.

ამ ვითარების ორნაირი შეფასება შეიძლება:

1. ეს არის რუსეთის  სამხედრო მანევრი, გონივრული უკან დახევა ფრონტის ხაზიდან მოსალოდნელი მძიმე შედეგის თავიდან ასაცილებლად;

2. უკრაინაში აშშის, კოლექტიური დასავლეთისა და  ნატოს ერთობლივი  შტურმი  რუსეთზე იმდენად  მასშტაბური აღმოჩნდა, რომ რუსეთი ზეწოლას ვეღარ უძლებს და იძულებულია, არამხოლოდ დაიხიოს უკან,  არამედ  დატოვოს უკრაინის ტერიტორია.

პირველ შემთხვევაში რუსეთისთვის საგანგაშო არაფერია. ტაქტიკური მანევრის განხორციელებით იგი შეეცდება, რომ გარკვეული დროის შემდეგ მისთვის გაცილებით ხელსაყრელი პოზიციები დაიკავოს, ვიდრე მოცემულ მონაკვეთზე ამჟამად ეკავა. ამაში არც ახალია რამე და არც გასაკვირი, რადგან მსგავსი მანევრებით აღსავსეა ომების ისტორია;

მეორე შემთხვევაში კი საქმე გვაქვს არამხოლოდ ტაქტიკური, არამედ სტრატეგიული სახის პრობლემასთან, რომელიც, რუსეთის პოზიციების დასუსტების პარალელურად, მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების პოზიციებსაც დაასუსტებს და პლანეტას კიდევ ერთი ნაბიჯით მიაახლოებს ბირთვულ კატასტროფასთან.

საქმე ის არის, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხება ნიშნავს რუსეთის მარცხს არა უკრაინაში, არამედ – საზოგადოდ; უკრაინაში მარცხი ნიშნავს რუსეთის მიერ არამხოლოდ ბოლოს შემოერთებული ტერიტორიების (დონეკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი) უკან  ჩაბარებას, არამედ ყირიმისა და  სევასტოპოლის  ჩაბარებასაც; ეს ნიშნავს რუსეთის სრულ პოლიტიკურ და სამხედრო გაკოტრებას; ეს ნიშნავს რუსეთის დაუყოვნებლივი რღვევის დასაწყისს.

ჩნდება შეკითხვა: ეს რეალურია? უფრო რეალური იმაზე ფიქრი ხომ არ იქნება, რომ ამ მარცხით რუსეთი იძულებული იქნება, ბრძოლის სხვა ფორმებზე, სხვა მასშტაბებსა და სხვა გეოგრაფიაზე გადავიდეს?

ამ საკითხზე გავიხსენოთ პუტინის ნათქვამი: «Те люди, которые заслуживают соответствующих действий со стороны Москвы, должны сами для себя сделать вывод — с чем могут столкнуться, если будут переходить черту».

პუტინმა იქვე ილაპარაკა წითელი ხაზების დარღვევაზეც და იმის შესახებაც, როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში რუსეთი: «Что касается красных линий, позвольте, я оставлю при себе, потому что это с нашей стороны будет означать достаточно жесткие действия по центрам принятия решений».

ეს უკვე აბსოლუტურად სხვა ვითარება და სხვა რეალობა იქნება. ცხადია, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრს (ვაშინგტონს) რუსეთი იმ იარაღით არ გასცემს პასუხს, ომელი იარაღითაც უკრაინაში  სპეციალურ სამხედრო ოპერაციას  აწარმოებს. ეს უკვე  ბირთვული სტრატეგიული შეიარაღება იქნება, ომელიც  გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს. წავა ამაზე რუსეთი? ძნელი სათქმელია. აქ ჩემგან რაიმე სახის ვარაუდების გამოთქმა უადგილოდ მეჩვენება. მე მხოლოდ იმის უფლებას მივცემ თავს, რომ შეგახსენოთ გამონათქვამები, რომლებიც ვარაუდების გამოთქმაში ამ სტატიის მკითხველებს დაგეხმარებათ. მაგალითად, ვლადიმერ პუტინი: “А зачем нам такой мир, если там не будет России?” აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რუსეთის ფიზიკურ არსებობას საფრთხე თუ შეექმნება, რუსეთი ამას ბირთვულ კატასტროფას ამჯობინებს. მე  ვერც იმის შესახებ ვიტყვი რამეს, რუსეთის პრეზიდენტის ეს გამონათქვამები რეალობას შეესაბამება თუ, პოკერის მოთამაშეთა ენით რომ ვთქვათ, ბლეფია. ვერ ვიტყვი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ ვიცი, თუმცა მკითხველებს დასკვნის გაკეთებაში პუტინის ერთი გამონათქვამით კიდევ დაგეხმარებით: “Это не блеф!”

დღევანდელ თხრობას ამით მოვრჩები. დავძენ  მხოლოდ იმას, რომ რუსეთის დამარცხების გამო  დასავლეთის “მეხუთე კოლონის” სიხარული ნაადრევი და გადაჭარბებული მგონია. ჩემი აზრით, რუსეთის დამარცხებაზე მეტად ბირთვულ კატასტროფას მივუახლოვდით,  ამაში კი სასიხარულო არაფერია.

ვალერი კვარაცხელია                                                                                     

1 COMMENT

  1. ბატონო ვალერი დღევანდელმა თაობამ რუსული ენა არიცის არადა თქვენ სტატიას ბევრი ახალგაზრდა კითხულობს, გთხოვთ რუსული ჩანართების გარეში ქართულად ნათარგმნი სრული ტექსტით მოგვაწოდოთ თქვენი სტსტიები უფრო გასაგები რომ იყოს ყველასთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here