Home ახალი ამბები საქართველო „ბაბუშკა“ და „დევუშკა“

„ბაბუშკა“ და „დევუშკა“

ევროპული გონებასუსტობა და ამერიკული ყავლგასულობა

461
„ბაბუშკა“ და „დევუშკა“

ვალდაის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშის კონგრესის სპიკერს, ნენსი პელოსის, ბაბუშკა (ბებია) უწოდა. მან თქვა: “ბევრი სვამს შეკითხვას, თუ რას მიეთრეოდა ეს ბებია ტაივანში ასე გართულებული საერთაშორისო ვითარების ფონზე“.

პუტინმა ნენსი პელოსის  ვიზიტი შეაფასა და მას პროვოკაციული უწოდა: “მოსკოვი აშშ-ის ელიტის წარმომადგენელთა ვიზიტს კუნძულზე პროვოკაციად აღიქვამს, ვინაიდან ტაივანს ჩინეთის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს”. იმავე გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტი შეეხო დიდი ბრიტანეთის აწ უკვე ყოფილი პრემიერმინისტრის, ლიზ ტრასის, პერსონას, რომელმაც ამ პოსტზე თვე-ნახევარსაც  ვერ გაძლო. პუტინმა ამ ქალბატონს უწოდა ქალიშვილი, რომელიც მთლად კარგად ვერ არის  («девушкой немного не в себе»). პუტინმა გაიხსენა ის კონკრეტული ფაქტი, როდესაც ჟურნალისტებთან საუბრისას ლიზ ტრასმა განაცხადა: დიდი ბრიტანეთი ბირთვული სახელმწიფოა. მისი პრემიერმინისტრის მოვალეობებში შედის ბირთვული იარაღის შესაძლებელი გამოყენებაც და ის ამას გააკეთებს. პუტინი გაოცებულია იმით, რომ, როგორც იგი აცხადებს, “რეაქცია არავის არ ჰქონია. დავუშვათ,  ქალიშვილს, რომელიც მთლად კარგად ვერ არის, რაღაც წამოსცდა (ляпнула), მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვიღაცას ხომ უნდა მიეთითებინა მისთვის?! მაგრამ მსგავსი  არაფერი მომხდარა. ვაშინგტონმა ამის პასუხად მხოლოდ ის თქვა, რომ ლიზ ტრასის ამ ნათქვამთან მას კავშირი არ აქვს. ჩვენ რა უნდა ვიფიქროთ? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმებული პოზიციაა, ჩვენ გვაშანტაჟებენ”.

მოკლედ, აშშ-ის მესამე პირს, ნენსი პელოსის, პრეზიდენტმა პუტინმა უწოდა ბებია, რომელიც ტაივანში ჩაეთრა“, ხოლო დიდი ბრიტანეთის გადამდგარ პირველ პირზე თქვა: ქალიშვილი, რომელიც მთლად კარგად ვერ არის“.

რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ აქედან? ის, რომ პრეზიდენტ პუტინს ზომიერების გრძნობამ უღალატა და თავს იმაზე მეტის უფლება მისცა, რაც მის თანამდებობრივ მდგომარეობას შეეფერება, თუ ის, რომ მან ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა გადაწყვიტა? როდესაც 82 წლის ქალბატონი მსოფლიო მნიშვნელობის პროვოკაციაზე ასე ღიად მიდის, იგი არამხოლოდ მისი ასაკით, არამედ მისი გონებრივი შესაძლებლობებით ბებიას როლს უფრო შეესაბამება, ვიდრე ბირთვული ზესახელმწიფოს ერთერთი ლიდერისას. ხოლო, როდესაც ვინმე ჭკუათხელი ქალი ბირთვული დარტყმებით იმუქრება და შანტაჟს ეწევა, იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრიც რომ იყოს, “მთლად კარგად ვერ არის”. ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტს ტაქტი კი არ შეშლია, მან მსოფლიოს ამცნო ამერიკელ და ევროპელ ლიდერთა თავგასულობის ამბავი, რომელიც მსოფლიოსთვის სახიფათო მასშტაბს იძენს.

რატომ ჭრის ყურს დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერებს მათ მიმართ პუტინის უხეში ეპითეტები, თუკი ისინი არასოდეს მორიდებიან რუსეთის ლიდერის მიმართ ისეთი გამონათქვამების გამოყენებას, როგორიცაა “მკვლელი”, “სისხლიანი დიქტატორი”, “მანიაკი”, “შეშლილი”, “პუტლერი” და პიროვნების შეურაცხმყოფელი ათასი სხვა უნიჭო ეპითეტი?! დასავლეთში პუტინისთვის შეთითხნილი ეს ეპითეტები რეალობას არ ასახავს, მაგრამ პუტინის მიერ დასავლეთისა და მისი ლიდერებისათვის მიცემული შეფასება ზუსტია: პუტინმა ნენსი პელოსი და ლიზ ტრასი აშშის პოლიტიკის ყავლგასულობისა და ევროპელ ლიდერთა გონებასუსტობის სიმბოლოებად წარმოგვიდგინა.

რაში გამოიხატება ამერიკული ყავლგასულობა და ევროპული გონებასუსტობა?

რომელი კუთხიდანაც უნდა შევხედოთ ამერიკულ იდეოლოგიას, იგი მსოფლიო ჰეგემონობამდე დაიყვანება. ამერიკული იდეოლოგიის ქვაკუთხედი მსოფლიოზე გაბატონებაა. ამერიკული იდეოლოგიის ღია თუ ფარულ მამებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოეჩვენათ, რომ, რაკი მთავარი კონკურენტი თავიდან მოიშორეს, მიზანი მიღწეული იყო, მაგრამ, მათდა გასაკვირად, საწინააღმდეგო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა საბჭოთა ბირთვული ტრიადა, სწრაფი ტემპით განვითარდა და, სულ რაღაც, ოცდაათ წელიწადში, როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, დაუმარცხებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. დღეს რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულია  ეკონომიკური და სამხედრო ომი. სანქციები, რომლებსაც კოლექტიური დასავლეთი რუსეთს უწესებს, უპრეცედენტოა. უპრეცედენტოა სამხედრო დაპირისპირებაც, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ (სხვისი ხელით) უკრაინაში ეწევა, მაგრამ ვერც ერთი მიმართულებით ისინი წარმატებას ვერ აღწევენ. როგორც სანქციების, ასევე ომის პოლიტიკა პირწმინდად ჩაფლავდა. რუსეთის ეკონომიკა გაცილებით  მყარი აღმოჩნდა, ვიდრე დასავლეთს წარმოედგინა. სანქციათა გაუთავებელი პაკეტების შედეგად რუსული ეკონომიკა არათუ მოიშალა, ყველა მიართულებით საგრძნობლად გამყარდა. რუსული რუბლი დასავლური ვალუტების მიმართ მტკიცდება, ინფლაცია მცირდება, შემოსავლები იზრდება.  არ ვიცი, სხვა რა კრიტერიუმებით შეიძლება ეკონომიკური მდგრადობის გაზომვა, მაგრამ, თუ რამე კრიტერიუმები არსებობს, რუსეთის დღევანდელი ეკონომიკა უდავოდ აკმაყოფილებს, ევროპის ეკონომიკა კი  კატასტროფის წინაშე დგას. პუტინმა განაცხადა: “После кризиса, вызванного распространением коронавирусной инфекции COVID-19, спрос на энергоносители увеличивается, и, как следствие, идут вверх и цены на них. Однако к резкому росту цен на европейском энергетическом рынке привело не только это, но и резкие необдуманные действия и ошибки властей. А в результате сейчас цена на газ побила все исторические рекорды: сегодня она уже стремится к двум тысячам долларов за тысячу кубометров — это более чем в десять раз больше средней цены прошлого года.» ვის შეუძლია თქვას, რომ ამ ნათქვამში რამე გადაჭარბებულია ან ფაქტებია გაყალბებული? რა თქმა უნდა, არავის. და, თუკი ეს ასეა, სხვა რა არგუმენტია საჭირო, რომ ევროპელი ლიდერების გონებასუსტობა ვირწმუნოთ?! ისე, რა თქმა უნდა, სხვა არგუმენტებიც არსებობს. ევროკავშირი რუსეთთან უაზრო და უზნეო დაპირისპირებამ არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისშიც შეიყვანა.

რაც შეეხება სამხედრო ვითარებას, აქ შეიძლება ვინმე რუსეთის სუსტ მხარეებს ხედავდეს თუნდაც იმ ფაქტში, რომ ოპერაცია ელვის სისწრაფით კი არ დამთავრდა, გაჭიანურდა. ისინი, ვინც ამაში რუსეთის სუსტ მხარეს ხედავენ, არ უფიქრდებიან იმ გარემოებას, რომ რუსეთისთვის გამარჯვების მისაღწევად ნებისმიერი ქმედება მისაღები არ არის. ამერიკელთა მიერ მრავალ სახელმწიფოში გამოყენებული მეთოდი მიყოლებითი და განურჩეველი დაბომბვისა რუსეთს არ გამოუყენებია. ისეთ უზარმაზარ სახელმწიფოში, როგორიც უკრაინაა, მხოლოდ სტრატეგიული ობიექტების დაბომბვით ოპერაციას მოკლე დროში რომ ვერ დაასრულებ, ამის მიხვედრას სამხედრო სპეციალისტობა არ სჭირდება. აქ მისახვედრი სხვა რამ არის: რუსეთმა უკრაინაში მცხოვრები რუსი ხალხი ნაცისტური ხელისუფლების მიერ მოწყობილი გენოციდისგან გადასარჩენად ისტორიული რუსული ტერიტორიების შემოერთების გზა აირჩია და ამ მიზნისკენ წარმატებით მიდის. ყირიმისა და სევასტოპოლის ლეგიტიმურად შემოერთების შემდეგ, ახლა უკვე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ტერიტორიები რუსეთის საკუთრებაში გადავიდა. მალე ოდესის რიგიც დადგება და უკრაინის მთელი შავიზღვისპირეთი რუსეთის შემადგენლობაში მოექცევა. სად ხედავთ აქ რუსეთის მარცხს ან სად ხედავთ ამერიკელთა გამარჯვებას?! არაფერში ისე კარგად არ ჩანს ამერიკული პოლიტიკის სრული სიბერწე და უნაყოფობა, როგორც უკრაინის შეიარაღებასა და დაფინანსებაში, რადგან სწორედ უკრაინა აღმოჩნდება ის ჭაობი, რომელიც ევროპასა და აშშ-ს ერთად ჩაითრევს.

როგორი იქნება დანარჩენი უკრაინის ბედი? შეუძლებელია, რომ ამის გეგმაც არ არსებობდეს და ნურც იმაში შეგეპარებათ ეჭვი, რომ იმ გეგმაში არაფერი იქნება ამერიკელებისთვის მისაღები, ანუ ამერიკელთა ფერადი ოცნება მსოფლიო ჰეგემონობაზე უკრაინაში დაიმარხება. ამაშია ამერიკული პოლიტიკისა და იდეოლოგიის მოძველება, ანუ ელოსი ბებიას ყავლგასულობა. ასე რომ, გამონათქვამები “პელოსი ბებია” და “ქალიშვილი, რომელიც მთლად კარგად ვერ არის” პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკური უტაქტობის გამოძახილი კი არაა, საზოგადოდ, ალეგორიული აზროვნებისა და შესანიშნავი პოლიტიკური სარკაზმის ნათელი გამოვლენა იყო.

ვალერი კვარაცხელია                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here