ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ ჩაატარეს კვლევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას აჩვენებს სხვადასხვა საკითხის მიმართ. ერთ–ერთი გამოკითხვა საბჭოთა კავშირს ეხებოდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ კარგი მოვლენა იყო, ხოლო 11%-მა არ იცის.
კვლევა ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), გამოიკითხა 2927 რესპონდენტი.
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3 პროცენტი.
რაღაცა არამგონია რომ მარტო 39% გამოეხატოს გულის ტკივილი მემგონია რომ ბევრად მეტი პროცენტი იქნებოდა
ნამდვილად!
ეტყობა ცუდათ დაითვალეს,თორემ გაცილებით მეტი % მიიღებდნენ.
დანარჩენი პროცენტი შერცხვათ და დაგვიმალეს. წარმოიდგინეთ, საერთაშორისო ორგანიზაციამ, თინეიჯერებში და “წკრიალოსნებში” ჩაატარა (აბა სხვებს ესენი, გამოკითხვისას არ იცნობენ) და კიდევ
რამდენს დამალავდნენ?.