Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ სსრკ-ის დაშლა ცუდი იყო

საქართველოს მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ სსრკ-ის დაშლა ცუდი იყო

3071
საქართველოს მოსახლეობის 39% ფიქრობს, რომ სსრკ-ის დაშლა ცუდი იყო

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRCსაქართველომ ჩაატარეს კვლევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას აჩვენებს სხვადასხვა საკითხის მიმართ. ერთერთი გამოკითხვა საბჭოთა კავშირს ეხებოდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ კარგი მოვლენა იყო, ხოლო 11%-მა არ იცის.

კვლევა ჩატარდა 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), გამოიკითხა 2927 რესპონდენტი.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,3 პროცენტი.

4 COMMENTS

  1. რაღაცა არამგონია რომ მარტო 39% გამოეხატოს გულის ტკივილი მემგონია რომ ბევრად მეტი პროცენტი იქნებოდა

  2. გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ. სიმართლეს ნუ გაურბივართ. გამგებმა უნდა გამიგოს.

    დანარჩენი პროცენტი შერცხვათ და დაგვიმალეს. წარმოიდგინეთ, საერთაშორისო ორგანიზაციამ, თინეიჯერებში და “წკრიალოსნებში” ჩაატარა (აბა სხვებს ესენი, გამოკითხვისას არ იცნობენ) და კიდევ
    რამდენს დამალავდნენ?.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here