Home ახალი ამბები საქართველო თემურ მაისურაძე: დასავლეთი ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებითა და ეკონომიკური კოლაფსით...

თემურ მაისურაძე: დასავლეთი ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებითა და ეკონომიკური კოლაფსით გვემუქრებოდა

საქართველო ყოველგვარი “კავშირის” გარეშე გავა ფონს, ჩვენ შეგვიძლია ბრიჩსის ფორმატის გამოყენება და ეს უნდა გავაკეთოთ

403

2014 წელს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. უდიდესი ტრადიციების მქონე ქვეყნის ხელისუფლება იმხანად ერისა და ბერის წინააღმდეგ წავიდა და კანონი დაამტკიცა. ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებიდან ათი წლის თავზე კი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება შეიქნა ქვეყნისთვის საჭირო და ამ შემთხვევაშიც კანონი  დიდი აყალმაყალის ფონზე მიიღესწნეხი საქართველოს ხელისუფლებაზე ორივე შემთხვევაში ხორციელდებოდა. ერთხელ ვერ გაუძლეს, მეორედ კი თავისი გაიტანეს. საქართველოს ხელისუფლება სუვერენული ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იწყებს მოქმედებას.

რა შეიცვალა 2014 წლის შემდეგ გლობალურ პოლიტიკაში, რატომ აღარ ეშინია წნეხის საქართველოს  ხელისუფლებას და რა უმაგრებს მას ზურგს? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პარლამენტის მე-8 მოწვევის დეპუტატი, პროფესორი თემურ მაისურაძე გვესაუბრება:

_ როდესაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს ვიღებდით, მომხრე მხოლოდ “რესპუბლიკელები” და “დემოკრატები” იყვნენ, დანარჩენი ყველა წინააღმდეგი გახლდათ. დასავლეთი გვემუქრებოდა ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით, ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭებით, საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარის თქმითა და მოთხოვნის დაჩქარებით, “სვიფტის” გაჩერებითა და ეკონომიკური კოლაფსით. იმხანად საქართველო სუსტი იყო… ქვეყანა წნეხს განიცდიდა არა მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე, არამედ კოაბიტაციაზე, ციხეში ჩასასმელი ადამიანების საქმეების თაროზე შემოდებაზე, ეს ყველაფერი სავალდებულო და აუცილებელი პირობა იყო, გვეუბნებოდნენ, რომ ამ ქმედებებით დავადასტურებდით ევროპისადმი კეთილგანწყობას.

დღეს ბევრს საუბრობენ, ხელისუფლებამ  არაფერი გააკეთაო, მაგრამ ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის პასუხისმგებლობა, ვალდებულება იმ დოკუმენტებზე, რომლებიც შენამდე იყო ხელმოწერილი. ასეთ ვითარებაში დიდი გონიერება გმართებს, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანო.

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, როგორც გითხარით, არავის უნდოდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ვერავინ ილაპარაკებდა, რადგან, თუ სამზარეულოში მიმდინარე პროცესებს გარეთ გამოიტან, ნდობას კარგავ _ არც ერთი ქვეყანა აღარ გენდობა, ამიტომ იძულებული ხდები, მათ წესებს დაემორჩილო, წესებს, რომლებსაც თვითონ გამუდმებით არღვევენ, რადგან ამა ქვეყნის ძლიერნი არიან

დასავლეთს სურს, საქართველოს ეკონომიკა იყოს სუსტი, რათა მუდმივად იბატონოს. მას არასოდეს ჰქონია საქართველოს ეკონომიკის განვითარების სურვილი. ფული, რომელიც შემოდიოდა, მეხუთე კოლონას ხმარდებოდა. რისთვისაც ფულს ვითხოვდით, იმისთვის არასოდეს გვაძლევდნენ. მოკლედ, საჭირო იყო დანის პირზე სიარული, რათა სამშვიდობოს გავსულიყავით.

დღეს ვითარება შეიცვალა. ნეოლიბერალიზმი მსოფლიოში მარცხდება, მარცხდებიან ის ნეოლიბერალები, რომლებიც ჩვენ გვაძალებდნენ ყოველგვარი სისაძაგლის დაკანონებას. დასავლელ ნეოლიბერალებს ემსახურებოდა “ნაციონალური მოძრაობა”. მთავარი იყო, დავალება შეესრულებინა და, ვინ შეასრულებდა მას, რომელი იდიოტი, მნიშვნელობა არ ჰქონდა.

2016 წელს “ოცნებამ” უარი განაცხადა “რესპუბლიკელებისა” და “დემოკრატების” კოალიციაში შეყვანაზე და სწორედ მაშინ მოითხოვა დასავლეთმა, კონსტიტუციაში ჩაწერილიყო დასავლეთის მიმართ ერთგულების მუხლი. იმხანად ძალიან მძიმე ვითარება იყო, საქართველო ვერ შეძლებდა დიდი წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ დღეს საქართველოს ზურგს უმაგრებენ  “3+3” ფორმატისა და  ბრიჩსის ქვეყნები. პოტენციურ პარტნიორებს ერთი სული აქვთ, როდის გადადგამს ნაბიჯს მათკენ ჩვენი ქვეყანა. საქართველოს დასავლეთის სანქციების აღარ ეშინია, რადგან ალტერნატივა გამოჩნდა.

ამ ყველაფერს ხედავს დასავლეთი და სწორედ ამიტომ იგლეჯს ტანზე ტანსაცმელს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, გაუძლოს დასავლეთის ზეწოლას. ეს შესაძლებლობა არ იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას.

ხელისუფლებას შეუძლია მოიგერიოს გაუთვითცნობიერებელი ახალგაზრდები, აგრეთვე, ისინიც, ვისაც გამჭვირვალობის კანონის მიღებით სარგებელი ეკარგებათ. ქვეყანას ჰყავს 20 ათასი ბენეფიციარი, მათი ოჯახის წევრები, პლუს გაუთვითცნობიერებელი ახალგაზრდები, სულ ეს არის ის რაოდენობა, რომელიც აქციებზე ჩანს.

ახალგაზრდებმა არ იციან, რომ ომში ჩართვით ვერც რუსეთს დაუშავებენ რამეს და ვერც უკრაინას დაეხმარებიან. საქართველოში ომის გაჩაღებით დასავლეთს სურს ბრიჩსის პროექტების ჩაშლა. ეს იმიტომ ხდება, რომ  ამერიკულ დოლარს არ შეექმნას საფრთხე და ამერიკამ არ დაკარგოს დომინანტის პოზიცია. ბრიჩსის პროექტების განხორციელება ჩამოშლის დოლარს.

2024 წელს ბევრ ქვეყანაში ჩატარდება არჩევნები და მათი შედეგები პოლიტიკურ ლანდშაფტს შეცვლის. ამ პროცესის შეჩერება ამერიკას აღარ შეუძლია. შეუქცევადი პროცესებია დაწყებული და ეს სიმშვიდის უფლებას გვაძლევს.

საქართველო ვერ ივლის ახალგაზრდების კუნტრუშზე. მათ მოუწევთ მოთმენა, ანაბანის სწავლა და საკუთარი ეგოს დათრგუნვა. სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, ბავშვებმა ცუდი რამის ჩადენა რომ ვერ მოახერხონ, მათ მართავენ… ჩვენ მედგრად უნდა ვიყოთ.

ძველი სისტემა ინგრევა, ახალი კი ნელა და ძნელად შენდება. სიახლეები მომავალი წლიდან დაიწყება. 2025 წელი სხვაგვარი იქნება მსოფლიოში, დაიწყება ახალი წესრიგის ჩამოყალიბება.

უნიჭოების ხანა მთავრდება, ნიჭიერება წამოიწევს წინ. ჩინელებს აქვთ კარგი გამონათქვამი: “თუ გინდა, დაეხმარო ახალგაზრდას _ გააკეთე მასთან ერთად; თუ გინდა, დაეხმარო პროფესსიონალს _ გაიწიე განზე; თუ გინდა, დაეხმარო ხანდაზმულს _ გააკეთე მის ნაცვლად”.

საქართველო ყოველგვარი “კავშირების” გარეშე გავა ფონს. ჩვენ შეგვიძლია ბრიჩსის ფორმატის გამოყენება და ეს უნდა გავაკეთოთ. საქართველოს მსგავსი შესაძლებლობა არასოდეს ჰქონია. არის გამოწვევები, მაგრამ არის შესაძლებლობებიც. ამ გზაზე ხელისუფლებას ყველანი მხარში უნდა ამოვუდგეთ.

_ უპრეცედენტო ფაქტის მომსწრენი გავხდით ოპოზიციის მიერ გამართულ ანტისამთავრობო მიტინგზე, რომელზეც რამდენიმე უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები გამოვიდნენ და მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომთავისუფლება არ მოიპოვება ფასის გადახდის გარეშედა რომევროკავშირის წევრობა თავისუფლების ნაწილობრივ დათმობას ნიშნავს”.  სამწუხაროდ, ეს სიტყვები არავის გაუპროტესტებია, პირიქით _ ტაში დაუკრეს

_ ზუსტად ეგ არის იმის მტკიცებულება, რომ ახალგაზრდებს არ  ესმით, რისთვის დგანან ქუჩაში; არ იციან, რომ ის, რასაც საქარველოში ბედავენ ე.წ. დასავლელი პარტნიორები, არსად მომხდარა. დიპლომატიის მიღმაა ეს საქციელი. ახალგაზრდები ვერ ხვდებიან, რომ, როდესაც დასავლეთი საუბრობს “ნაწილობრივ დაკარგვაზე”, ეს ნიშნავს თავისუფლების სრულიად დაკარგვას. დასავლელები ჩვენგან მორჩილებას მოითხოვენ და ამას ვერ ხვდებიან ახალგაზრდები, ვერ აცნობიერებენ ამ ნათქვამის უკან რა დგას. მათ არ შეუქმნიათ არაფერი, მათ არასდროს აუღიათ პასუხისმგებლობა რამეზე. საქართველო გეოგრაფიულად არ არის ევროპა. ენდემური ერი ვართ, ჩვენი კულტურა ევროპაშიც არის და აზიაშიც. ეს მათ არ იციან. ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მათ უნდა გავაგებინოთ, რა ხდება, უნდა ვასწავლოთ ცხოვრება, გავაგებინოთ სიმართლე ნებისმიერი საშუალებით, თუნდაც უმკაცრესი ზომების მიღება დაგვჭირდეს…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here