Home ახალი ამბები საქართველო სტრატეგია  –  „უკანალი”

სტრატეგია  –  „უკანალი”

ადამიანებს ფუნდამენტურ მსოფლმხედველობრივ დარწმუნებულობათა პარალელურად უტრირებული წარმოდგენებიც უჩნდებათ, ომლებსაც იუმორით შეზავებული სალაღობო ხასიათი აქვს. ადამიანის არსისა და რაობის შესახებ სალაღობო გამონათქვამთა შორის გვხვდება ასეთიც:

ადამიანსამჯერ  მძიმე შეურაცხყვეს.

პირველი იყო კარლ მარქსი, რომელმაც უთხრა მას, – შენს ცნობიერებას შენი ყოფიერება განსაზღვრავს, ანუ კუჭი მთავარია, თავი კი – მეორეხარისხოვანი!

მეორე იყო ჩარლზ დარვინი, რომელმაც უთხრა მას, – შენ ღმერთისგან კი არა, მაიმუნისგან ხარ წარმოშობილი!

მესამე იყო ზიგმუნდ ფროიდი, რომელმაც უთხრა მას, – შენ შენი გონება კი არ გმართავს, შენი სექსუალური ლტოლვა გმართავს!

დარვინის, მარქსისა და ფროიდის მოძღვრებათა ამ უტრირებულ ინტერპრეტაციაში სამი მეცნიერული მიმართულების არსი ერთი შეხედვით სწორად არის გადმოცემული, მაგრამ ამ სისწორის გაზვიადებულად წარმოჩენაა ის, რაც ღიმილს იწვევს. მეცნიერებაში, ხელოვნებაში, რელიგიაში, საზოგადოდ, ცხოვრებაში ზომიერების დარღვევა, ანუ გადაჭარბება და გადამლაშება ანგრევს და აბითურებს შინაარსს.

გასული საუკუნის სამოციან წლებში დასავლეთში განხორციელებულმა ე.წ. სექსუალურმა რევოლუციამ, ერთი მხრივ, ადამიანური ყოფის ინტიმური შემადგენელის მეცნიერულ შესწავლას მისცა ბიძგი, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, სექსუალური ცხოვრება თანდათანობით გაძარცვა ინტიმისგან (დაფარულობისა და საკრალურობისგან), რამაც, როგორც ხშირად გაიგონებთ, ადამიანის მორალს კი არ დაარტყა, არამედ თვითონ სექსუალური ფუნქცია დაანგრია, რადგან მას „საიდუმლოს” სტატუსი წაართვა, სიბნელიდან მზის სინათლეზე გამოიტანა, პორნოჟურნალებსა და პორნოფილმებში გასაყიდი ხორცივით გამოფინა, პორნოინდუსტრიად ჩამოაყალიბა და ოდესღაც სიყვარულისა და ადამიანთა მოდგმის გაგრძელების ღვთაებრივი რიტუალი ხორციელი სიამოვნების მექანიკურ აქტად აქცია.

ჯერ კიდევ როდის ამბობდა გენიალური რუსთაველი:  „ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირდეს არცა ჩირად”. შინაარსის შეცვლამ, ფსიქოლოგიურმა გაიაფებამ და მომყირჭებელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანებს სექსუალური ენერგიის გენერირების უნარი დაუქვეითა, ლიბიდო დაუშრიტა და საპირისპირო სქესისკენ ლტოლვის ბობოქარი ენერგია ცხელ ზაფხულში ნაყინის მირთმევის ან მარაოთი შუბლის გაგრილების ტოლფას სურვილად გადაუქცია. სექსუალურ რევოლუციაგამოვლილ ადამიანს სექსისკენ ლტოლვა დაუქვეითდა, მაგრამ ამ ლტოლვისკენ ლტოლვა იმ რუდიმენტად შემორჩა, რომელიც საუკუნეებს უძლებს. ადამიანი ცდილობს, რომ ქვეცნობიერში შემორჩენილი ლტოლვისკენ ლტოლვა კვლავ ნამდვილ ლტოლვად, ანუ სექსუალურ ენერგიად აქციოს და სტიმულატორების ძებნა-გამოგონებას შეუდგა, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მედიკამენტურს, არამედ ფსიქოლოგიურსაც, ამიტომ დაიწყო სექსის მოჭარბება კულტურაში, ლიტერატურაში, კინოში, თეატრში, ესტრადაზე. სექსის ვულგარულმა იმიტაციამ, გამომწვევმა ჩაცმულობამ და მოძრაობებმა, რომლებითაც გადაივსო დასავლური ხელოვნება, თითქოს ნარკოტიკის ეფექტი უნდა იქონიოს, თითქოს უნდა დაუბრუნოს ადამიანებს სიყვარულისა და სექსის დაკარგული უნარი, მაგრამ პირიქით მოხდა – ეს ცარიელი მანჭვა-გრეხა, ლიბიდოს აღდგენის ნაცვლად, სექსუალური ცნობიერების გადაგვარებისა და საზოგადოების მასობრივი გარყვნის დამატებით მექანიზმად ჩამოყალიბდა. დაკარგულმა ინტიმმა და სექსზე  ყოველგვარი ტაბუს მოხსნამ თავი არამხოლოდ სექსის გაუფასურებასა და მისთვის შინაარსის გამოცლაში, არამედ საზოგადოების გადაგვარებასა და გარყვნაში იჩინა. დასავლეთში, უკაცრავად პასუხია, თავი და უკანალი აერიათ და ლამისაა, უკანალით აზროვნება დაიწყონ. ყველგან უკანალი ჩანს, უკანალი წინა პლანზე წამოვიდა, უკანალი სახედ ექცათ, უკანალის ფილოსოფიაში გადავარდნენ და უკანალის გაკერპების სტადიაში შევიდნენ. უკანალი დასავლეთის სტრატეგიულ მიმართულებად ჩამოყალიბდა.

სექსის ფსიქოლოგია და სექსის სოციოლოგია ურთულესი საკითხებია და მას სერიოზული მეცნიერული კვლევა-ძიება სჭირდება, მაგრამ, ტაბუირებისგან სექსის განთავისუფლებას სასურველი მომართულებით რომ არ მიჰყავს კაცობრიობა, ისედაც ნათელია. თავისუფლების ცნება, რომელიც ერთი შეხედვით მხოლოდ დადებითი მუხტის მატარებელია, ყველაფერს არ მიესადაგება და ყველაფერთან არ წყვილდება. სექსისთვის იდუმალების საბურველის მოშორებამ და მისთვის მარადიული საიდუმლოს სტატუსის მოხსნამ გაცილებით მეტი საზოგადოებრივ ანომალიები გამოიწვია, ვიდრე მისმა ტაბუირებამ.

ე.წ. ლგბტ იდეოლოგიის არნახული მოძალება სექსუალური რევოლუციისა და სექსზე ტაბუს მოხსნის გაგრძელებაა. საუბარი მაქვს არა იმ ანომალიის არსებობაზე, რომელსაც ერთნაირსქესიანთა ურთიერთლტოლვა ჰქვია, არამედ უმცირესობათა უფლებების დაცვის საბაბით იდეოლოგიისა და რელიგიის რანგში მისი აყვანის მცდელობაზე, რაც ადამიანის  ნამდვილი შეურაცხყოფაა. ადამიანის  ვითომ შეურაცხყოფათაგან, რომლებიც სტატიის დასაწყისში ჩამოვთვალეთ, არც ერთი არ ყოფილა ნამდვილი, მაგრამ ლგბტ იდეოლოგიის თავს მოხვევა ადამიანის არსისა და რაობის საშინელი შეურაცხყოფაა.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თვალთმაქცურმა გაფეტიშებამ და დიალექტიკური საპირისპიროსგან (მოვალეობისგან) მოწყვეტით მისმა გააბსოლუტურებამ დასავლეთი არამხოლოდ იდეოლოგიურ, არამედ პოლიტიკურ, ზნეობრივ და ცივილიზაციურ ჩიხში შეიყვანა. მართალია,  გარყვნილების იდეოლოგიის გავრცელებას იგი ჯერ კიდევ ახერხებს, მაგრამ ეს პროცესი მხოლოდ ძალდატანებით ხასიათს ატარებს. ამ საშინელ და სამარცხვინო პროცესს სიხარულით და მოწონებით არსად  ხვდებიან, მისი დანერგვა-გავრცელება ყველგან ძალადობით, მუქარითა და შანტაჟით მიმდინარეობს. საქართველოშიც კი, მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ ეიფორიას ჯერ კიდევ არ გადაუვლია, მთავრობა და მმართველი პარტია უკვე აჯანყდა ამ გამრყვნელი იდეოლოგიის შემოტანის, ანუ უკანალით აზროვნების დანერგვაგავრცელების წინააღმდეგ. აი, რა განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა : ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი განწყობილია ასე, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა მავნებელი, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან“. ანტიადამიანური პროპაგანდაო, –  ამაზე მკაცრი შეფასება შეუძლებელია. ეს უკვე ომის გამოცხადებაა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ კანონპროექტის შესახებაც, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის სახით უკვე შევიდა საქართველოს პარლამენტში:

რაც შეეხება დაანონსებულ კანონპროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხი მთელი საზოგადოებისთვის. გადახედეთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. გაჩაღებულია აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, აჩვენებენ ბავშვებს და ეუბნებიან ყველგანამერიკაში, ევროპაში, ყველგან, სკოლისა და ბაღის ბავშვებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ, მაგალითად, თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ, შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა ახლა მთელ მსოფლიოს მოედო. დღეს არის საგანგაშო ვითარება, ამიტომ ჩვენს გუნდში გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით, გააჟღერა ჩვენი გუნდის სახელით ეს ინიციატივა. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. თავის დროზე, როცა მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ გავახმოვანე ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში და გახსოვთ, რომ მოგვიანებით, 2017 წელს კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს ის საკითხია, რომელსაც ძალიან სერიოზული მიდგომა სჭირდება. ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება, მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, ამიტომ ამას სწორი გააზრება და სწორი დაცვა სჭირდება. დაცვა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ბავშვებს და, ზოგადად, ჩვენს ღირებულებებს“.

როგორც უკვე ვთქვი, ეს ჯანყია, ამბოხია სექსუალური რევოლუციის ზღვარგადასულობისა და დასავლური გარყვნილების, ანუ სტრატეგია „უკანალის” წინააღმდეგ, რომელსაც ამ სიბინძურის გარდა აღარაფერი დარჩა შემოსათავაზებელი. ე.წ. დასავლური ღირებულებების შესახებ რამდენიც უნდა იკივლოს და იწივლოს „მეხუთე კოლონამ”, ფაქტია, რომ ეს „ღირებულებები” სხვა არაფერია, თუ არა ცნობიერებისა და ზნეობის დეგრადაცია. დასავლეთი საქართველოს წინაშე სრულიად გაკოტრებულია. დეზინფორმაციის ნიაღვარი, ნატოსა და ევროკავშირის წევრობის ცრუ დაპირებები და გარყვნილების პროპაგანდა –  აი, რა შეგვრჩა ხელთ ოდესღაც ასე პოპულარული და მიმზიდველი დასავლეთისგან. დასავლური სიცრუისა და ძალადობის საწინააღმდეგო ამბოხი, რა გზასაც ხელისუფლება დაადგა, ბუნებრივი და აუცილებელია. ეს მხოლოდ ხელისუფლების რეაქცია არ არის, საერთო სახალხო რეაქციაა. ამ რეაქციას დასავლური პასუხიც მოჰყვება, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების სახე ექნება, მაგრამ ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველი ხალხი მთავრობას მარტო არ დატოვებს!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here