Home ახალი ამბები საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოშია დასვენებული, მოგვიანებით კი სამების ტაძარში გადაასვენებენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოშია დასვენებული, მოგვიანებით კი სამების ტაძარში გადაასვენებენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოშია დასვენებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მოგვიანებით ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს, საღამოს გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ილია მეორე თავდაპირველად – „ჩაფიძის კლინიკაში“, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იყო გადაყვანილი.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here