სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოშია დასვენებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მოგვიანებით ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს, საღამოს გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ილია მეორე თავდაპირველად – „ჩაფიძის კლინიკაში“, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იყო გადაყვანილი.


![[რუს სტუდენტებს] დარბაზი მივაქირავეთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორის პირველი კომენტარი](https://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2026/05/image-8-238x178.png)




