Home ახალი ამბები საქართველო უკრაინაში მებრძოლი ნაცმოძრაობის მხარდამჭერი: საქართველოში შემოვალთ ტანკებით, გადაგივლით!

უკრაინაში მებრძოლი ნაცმოძრაობის მხარდამჭერი: საქართველოში შემოვალთ ტანკებით, გადაგივლით!

173

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და მხარდამჭერები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან საქართველოს და ქართველ ხალხს განადგურებით ემუქრებიან. ერთ-ერთია ნოდარ ყარალაშვილი, რომელიც ვიდეო მიმართვას ავრცელებს და პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ტანკებით შემოვა. გარდა ამისა, იგი შეურაცხყოფას აყენებს კახელებს და ქართულ ღვინოს.

„თუ გინდათ, მე ჩამოვალ სადაც გინდათ, ოღონდ საქართველოში არა. საქართველოში მე ასე არ შემოვალ, საქართველოში შემოვალ ტანკებით, ტანკებით შემოვალ აფხაზეთის მხრიდან. იმიტომ გითხარით, გადაგივლით, დრო მოვა, გადაგივლით. არც პური არ გექნებათ და ფქვილი არ გექნებათ, მაშინ დაიკიდეთ თქვენ ეგ ცოცხები და გაითხარეთ ტ**კში და იარეთ ბიძინას რუსისტებო. თქვენი ღვინო ვის რა ჩემ ფეხებად უნდა, ბოლო ბოლო კახელებო რა“, – ამბობს ყარალაშვილი.

ცნობისთვის, ნოდარ ყარალაშვილი ყოფილი პატიმარია, რომელიც გასამართლდა თაღლითობის მუხლით და მისჯილი ჰქონდა 11-წლიანი პატიმრობა. ის შეწყალების აქტის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს გაათავისუფლა, რის შემდეგაც უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად და უკრაინული ლეგიონის გალიჩინას მეთაური გახდა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here