Home ახალი ამბები საქართველო იან კელი „ოცნების“ ლიდერების განცხადებაზე – მათ სურთ დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვონ...

იან კელი „ოცნების“ ლიდერების განცხადებაზე – მათ სურთ დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვონ პიროვნება, რომლის კანონში ყოფნა ევროკავშირს სურდა

68

მათ სურთ დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვონ პიროვნება, რომელიც ევროკავშირს სურდა კანონში ყოფილიყო, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი წერს, რითაც ის ეხმაურება ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება.

იან კელი წერს, რომ ევროინტეგრაციის ეს სიმულაცია ვერავის გააცურებს.

„მათ სურთ დეოლიგარქიზაციის კანონს მიღმა დატოვონ პიროვნება, რომლის კანონში ყოფნა ევროკავშირს სურდა. რატომ კარგავენ გადასახადის გადამხდელთა დროსა და ფულს? ევროინტეგრაციის ეს სიმულაცია ვერავის გააცურებს“, – წერს ყოფილი ელჩი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 3 ნოემბერს მიიღო.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here