Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: ხალხმა დაინახა დასავლეთისა და ამერიკის ნამდვილი სახე. საქართველო ახლა ომში...

თამარ კიკნაძე: ხალხმა დაინახა დასავლეთისა და ამერიკის ნამდვილი სახე. საქართველო ახლა ომში რომ ჩაებას, დავიღუპებით. ამას ხვდება ხალხი და დასავლეთის კრიტიკაც აქედან მომდინარეობს

“გუნდი, რომელიც უმრავლეობას წარმოადგენდა, ახლა საუბრობს იმაზე, რაც, უკვე დიდი ხანია, ამ ქვეყნის მკვიდრთ არ მოგვისმენია პოლიტიკოსებისგან”

358

საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსულმა ცნობილმა ოთხეულმა, როგორც მოსალოდნელი იყო, “სიმართლის თქმისშემდეგ სახალხო მოძრაობახალხის ძალაჩამოაყალიბა. შემდეგ მათ კიდევ რამდენიმე პარლამენტარი შეუერთდა. და ახლა ამ მოძრაობის ერთერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, ამბობს: “ჩვენი მოძრაობა ფართოვდება და კიდევ უფრო გაფართოვდება. რეგიონებში არის დიდი მზადყოფნა თანამოაზრეების, ისინი უკვე ითხოვენ გაწევრებას”.

ხელისუფლების წიაღში აღმოცენებულმა ახალმა მოძრაობამ მართლაც დაიმსახურა ხალხის პატივისცემა, რადგან ის, რაზეც კულუარებში საუბრობდნენ, პარლამენტარებმა, თანაც უმრავლესობის წარმომადგენლებმა, სააშკარაოზე გამოიტანეს. ხალხი ფიქრობს, რომქართულმა ოცნებამანტიდასავლური ძალა შექმნა

უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას? ხელისუფლებას სურს, დაგვანახვოს, რომ ნატო და ვეროკავშირი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთდერთი გზა არ არის _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე  პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ .. ახალი მოძრაობახალხის ძალა”, ვერ ვიტყვი, რომ ანტიდასავლურია, ეს ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ, რასაც ისინი ამბობენ, მართლაც არის სიმართლე, რომელიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამ სიმართლეზე საუბარი რომ დაიწყო, ეს უკვე კარგია

_ სიმართლე კარგია, მაგრამ მათ საუბარს, მათ მიერ დასახელებულ ფაქტებს საქმე არ მოჰყოლია. ისინი მხოლოდ საუბრობენ

_ მათ საუბარს საზოგადოებისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ისინი მმართველი გუნდის წევრებად განიხილებიან. გუნდი, რომელიც უმრავლეობას წარმოადგენდა, ახლა საუბრობს იმაზე, რაც ამ ქვეყნის მკვიდრთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, უკვე დიდი ხანია, არ მოგვისმენია პოლიტიკოსებისგან, ამიტომ თვითონ ამსიმართლის თქმისფაქტი არის მნიშვნელოვანი. მომწონს, რომ პრემიერიც ლაპარაკობს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე

საქართველო მშვიდობით ცხოვრობს და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვიცოდით სიმართლე, რომელზეც უმრავლესობიდან წამოსული დეპუტატები საუბრობენ, მაგრამ ამას ხელისუფლება ვერ ამბობდა და დღესაც ვერ ამბობს. რაც მოხდა, კარგია, გადაწყვეტილება კარგი მიიღეს…

_ “ხალხის ძალისლიდერები ამბობენ, რომ მათ ყველა რეგიონში, ყველა რაიონში ელიან, მხარდამჭერები ჰყავთროგორ ფიქრობთ, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამჟამინდელი .. ოპოზიცია ჯანსაღი ოპოზიციით ჩაანაცვლოს, ხალხი მათ მხარს დაუჭერს?

_ სოზარ სუბარმა “ნაციონალების” მმართველობის პერიოდში სახალხო დამცველის პოზიციაზე ყოფნისას საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინა. ის ოპოზიციაში წავიდა, რაც იმხანად დიდი ვაჟკაცობა და გმირობის ტოლფასი იყო.

მე, ერთ მოქალაქეს, ძალიან გამიხარდება, თუკი ამ ქვეყანაში გაჩნდება ახალი ოპოზიციური ძალა, რადგან დღეს არსებული ე.წ. ოპოზიცია, არ არის ოპოზიცია, ისინი სხვა ქვეყნების ინტერესების გამტარებლები არიან. საქართველოს გარეთ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციით არიან დაკავებულები.დასავლეთში, ევროპაში, არსებობს უნივერსალური წესი _ ოპოზიცია და ხელისუფლება, როდესაც ქვეყანას საფრთხე ემუქრება, ერთიანდებიან და ქვეყნის პოზიციას იცავენ, ჩვენი ოპოზიციონერები კი ჩვენი ქვეყნის დაკნინებაზე ფიქრობენ. ამით ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ მოქმედებენ, ამას აკეთებენ ქვეყნის, სამშობლოს წინააღმდეგ. ისინი არად დაგიდევენ საქართველოს კეთილდღეობას, პირიქით, ომში ჩათრევაზე ფიქრობენ და ამით თვითონვე ამბობენ ყველაფერს საკუთარ თავზე, რომ მტრობენ ამ ქვეყანას. ისინი ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის თვალში მოღალეტეები არიან. ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია არ არის ეროვნული ძალა, საქართველოს ინტერესების დამცველი.

ოპოზიციის ფუნქცია და აუცილებელი სეგმენტია ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდგეს, იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ქვეყნისა და ხალხისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს. საქართველოში ასე არ ხდება. ყველა ნორმალური ადამიანი ფიქრობს, როდის დადგება დღე, როდესაც ამ .. ოპოზიციაში მყოფი ადამიანები სახეებს არ დაინახავს.

ამ ე.წ. ოპოზიციის დანახვა ხალხს იმიტომ არ უნდა, რომ გაცილებით სხვა, უფრო დიდი პრობლემები გვაქვს ქვეყანაში, მაგალითად, სოციალურ-ეკონომიკური და მათ მოგვარებაზე ისინი არ ფიქრობენ, პირიქით, ხარობენ, რაც უფრო გაგვიჭირდება.

საშინაო და საგარეო პოლიტიკა ერთმანეთზეა გადაბმული. და, თუ მცდარი საგარეო პოლიტიკა გაქვს, საშინაო პოლიტიკას ვერ მოაგვარებ, სახალხო პოლიტიკას ვერ ააწყობ. გაყვება თუ არა ხალხი ახალ პოლიტიკურ ძალას, ამაზე გეტყვით _ უმრავლესობიდან წამოსულები სიმართლეს ამბობენ, რასაც ისინი ახლა საუბრობენ, სწორედ ამ მესიჯებით მოვიდა თავის დროზე “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში, მაგრამ საგარეო წნეხის გამო ვერ შეასრულა დაპირებები… დღეს ვითარებამ მოიტანა, რომ გაჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომლსაც შეუძლია გააკონტროლოს და გააკრიტიკოს ის ადამიანები და გარეშე ძალები, რომელთა კრიტიკაზეც ტაბუ იყო დადებული. ეს მომწონს და მივესალმები.

_ გჯერათ, რომ ეს ადამიანები, “სიმართლის მთქმელები”, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ?

_ პროცესი დაიწყო და ეს უკვე ძალიან კარგია. თუ ასე გააგრძელებენ, მათთვისაც კარგია და ხალხიც გაჰყვებათ, მაგრამ, თუ რაიმე მიზეზით შეწყდა ეს “სიმართლის თქმის” პროცესი, ცუდი იქნება და შედეგებიც თავიანთ თავს დააბრალონ.

_ მოქალაქეები უკვე ნელნელა რწმუნდებიან, რომ ამერიკა და დასავლეთი არ არის უმთავრესი, რომ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ნატო და ევროკავშირი არ არის ერთადერთი გზა და ამას ხელისუფლება აკეთებს. ყოველ შემთხვევაში, შორიდან ასე ჩანსროგორ ფიქრობთ, ხელისუფლება საზოგადოებას საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლისთვის ამზადებს?

_ პოლიტოლოგებმა იციან, რომ საგარეო პოლიტიკის გატარება ისე, რომ არ დაზარალდე, ძალიან რთული პროცესია, რადგან გევალება, ითანამშრომლო ყველასთან. ახლა, როდესაც დასავლეთი მეორე ფრონტის გახსნას გვთავაზობს, მართალია, ღიად არა, ქვეტექსტებით, იარაღის მოწოდებით, კრიტიკით, რომელიც უკრაინელებისგან მოდის და ამას არ ვიმსახურებთ, ხალხმა დაინახა დასავლეთისა და ამერიკის ნამდვილი სახე. საქართველო ახლა ომში რომ ჩაებას, დავიღუპებით. ამას ხვდება ხალხი და დასავლეთის კრიტიკაც აქედან მომდინარეობს.

დასავლეთის კრიტიკა არ შეიძლებოდა. ეს თემა, წლებია, ტაბუდადებულია და დღეს ნავსი უმრავლესობიდან წამოსულმა დეპუტატებმა გატეხეს, ეს დამსახურებად უნდა ჩავუთვალოთ, მართლაც ვაჟკაცობა იყო მათი მხრიდან, ეს საუბარი სახელმწიფოზე ზრუნვის მანიშნებელია…

საზოგადოებისთვის ცნობილი შეიქნა, რომ ოთხეულს, რომელიც თავდაპირველად გამოეყო საპარლამენტო უმრავლესობას, რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა. ერთ-ერთმა მათგანმა ტელეარხ “პოსტვ”-ის აქციების დიდი ნაწილი შეისყიდა და ეს სასიხარულოა, რადგან, თუნდაც ერთი ტელევიზია მაინც უნდა არსებობდეს ისეთი, რომლიდანაც საზოგადოებას სიმართლე მიეწოდება. ალტერნატიული ტელევიზია, რაც შეიძლება, ბევრი უნდა იყოს; ტელევიზია, რომელიც ფაქტებს არ დაამახინჯებს. სიმართლის თქმისთვის, საღად მოზროვნე ადამიანებისთვის, რაც მეტი ტრიბუნა იქნება, მით უკეთესი ჩვენთვის. კეზერაშვილს თუ აქვს ტელევიზია, ალტერნატივაც ხომ უნდა არსებობდეს?!

ასე რომ, ტელევიზია აუცილებელი იყო და კარგია, რომ ამის აუცილებლობა დაინახეს და თუნდაც ერთი ტელევიზია ოფიციალურად მათ ხელში გადავიდა.

უმძიმესი ვითარებაა ჩვენ გარშემო. მადლობა უფალს, რომ დაგვიფარა… ასევე, ხელისუფლებასაც უნდა ვუმადლოდეთ, რადგან არ აჰყვნენ პროვოკაციებს და ომში არ ჩაგვითრიეს. გარდა ამისა, ფაქტია, რომ ჩვენს საზღვრებს უამრავი ადამიანი მოაწყდა. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ სიმშვიდეა…

ვიმედოვნებ, ჩვენი ქვეყანა მშვიდ ცხოვრებას განაგრძობს და ის კატაკლიზმები, რომლებიც ახლა ჩვენ გარშემოა, აგვცდება. სააკაშვილთან ყველას გვაქვს პრეტენზია, რომ ყველაფერი, რაც ცუდი ხდებოდა მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანას დაატეხა თავს… ხელისუფლების კრიტიკის დრო ახლა არ არის, ოპოზიციაჩასარეცხიადა მერე სხვასაც მიხედავენ. აუცილებლად დადგება დრო იმისა, რომ რუსეთს დაველაპარაკოთ. გადაივლის ეს ყველაფერი, დაწყნარდება მსოფლიო და ჩვენ რუსებს დაველაპარაკებით, მაგრამ, უნდა ვთქვა, ამისთვის დღეს ამ ქვეყანაში არსებული .. ოპოზიციის ჩამოშორებაა საჭირო.

 წარმოგიდგენიათ, ორი ქვეყნის _ რუსეთისა და საქართველოს _ სპეცსამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ ერთმანეთს და ე.წ. ოპოზიცია პარლამენტში გამოვიდა და მოითხოვა, ეთქვათ ყველაფერი, რაზე ილაპარაკეს სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა. ასეთი რამ არსად ხდება, როგორი მტერი უნდა იყო შენი ქვეყნის, რომ ამაზე ხმამაღლა ისაუბრო. თანაც, ეს ამბავი სუსის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე გოგაშვილისგან შეიქნა ცნობილი. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა _ უშიშროების ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. მსგავსი რაღაც რომ აღარ მოხდეს, სხვაგვარი კანონებია მისაღები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, დღეს ყველამ თავი უნდა შევიკავოთ და ხელისუფლებას ხელი არ შევუშალოთ…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here