Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხზე, თებერვლიდან სექტემბრამდე, იუსტიციის სამინისტროში რუსეთის მოქალაქეების 3283...

საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხზე, თებერვლიდან სექტემბრამდე, იუსტიციის სამინისტროში რუსეთის მოქალაქეების 3283 განაცხადი შევიდა, საიდანაც 2009 დაკმაყოფილდა, 708-ს უარი ეთქვა, ხოლო 89 განცხადება განხილვაშია

85

2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეების მიერ 3283 განცხადება შევიდა, საიდანაც 2009 დაკმაყოფილდა, 708-ს უარი ეთქვა, ხოლო 89 განცხადება განხილვაშია.

შესაბამისი ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან „ინტერპრესნიუსმა“ გამოითხოვა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა რუსეთის 952-მა მოქალაქემ ითხოვა, აქედან 661-ის განცხადება დაკმაყოფილდა, 109-ს უარი ეთქვა, ხოლო განხილვაშია 36; შრომითი ბინადრობის უფლება ითხოვა 811-მა პირმა, აქედან 311-ს უარი ეთქვა, 352 დაკმაყოფილდა, ხოლო 17 განცხადება განხილვაშია.

მოკლევადიანი ბინადრობის უფლება 714-მა პირმა ითხოვა, საიდანაც 372 დაკმაყოფილდა, 249-ს უარი ეთქვა, 21-ის განცხადება განხილვაშია;

ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის უფლება ითხოვა 295-მა პირმა, აქედან 230 დაკმაყოფილდა, 18-ს უარი ეთქვა, 2 განცხადება განხილვაშია; საქართველოს ყოფილი მოქალაქისთვის ბინადრობის ნებართვის 291 განცხადებიდან 227-ის განცხადება დაკმაყოფილდა, 10-ს უარი ეთქვა, 8-განხილვაშია;

სასწავლო ბინადრობის ნებართვა 167-მა პირმა მოითხოვა, აქედან 7-ს უარი ეთქვა, 128 დაკმაყოფილდა, ხოლო 5-ის განცხადება განხილვაშია; სპეციალური ბინადრობის ნებართვა 16 პირიდან 12-ს მიეცა; ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა ერთმა პირმა მოითხოვა, რომელიც დაკმაყოფილებულია.

რაც შეეხება ბინადრობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებს, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის 13 624-მა მოქალაქემ საქართველოში ბინადრობის უფლება მოითხოვა, საიდანაც 11 266-ის განცხადება დაკმაყოფილდა, 1229 პირს კი, უარი ეთქვა.

როგორც სააგენტოსთვის გამოგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, უფრო კონკრეტულად, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 9 სექტემბრამდე, უწყებაში მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე 5596 განცხადება შევიდა, საიდანაც 4840 დაკმაყოფილდა, ხოლო 324-ს უარი ეთქვა; ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის 1470 განცხადებიდან დაკმაყოფილებულია 1307, ხოლო უარი ეთქვა 38-ს; სასწავლო ბინადრობის 548 განცხადებიდან დაკმაყოფილდა 476, ხოლო უარი ეთქვა 10 პირს; სპეციალური ნებართვა 57-დან 49 პირზე გაიცა. შრომითი ბინადრობის ნებართვა კი 2311 პირიდან 1597-მა მიიღო, ხოლო უარი ეთქვა 446 პირს; საქართველოს ყოფილი მოქალაქისთვის ბინადრობის ნებართვის 1113 განცხადება შევიდა, საიდანაც 32 არ დაკმაყოფილდა ხოლო 1000- ზე დამაკმაყოფილებელი პასუხი გაიცა; ამავე პერიოდში, უწყებაში დროებითი ბინადრობის ნებართვის 1 განცხადება იყო შესული, რომელიც დაკმაყოფილებულია; მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვაზე 2407 განცხადებიდან დაკმაყოფილდა 1910, ხოლო უარი ეთქვა 257 პირს; მუდმივი საინვესტიციო ნებართვის 43 განცხადებიდან დაკმაყოფილდა 30, უარ ეთქვა – 12-ს.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here