Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ყაველაშვილი: არსებობს ეს მოსაზრება, რომ რუსეთის დამარცხებისთვის კარგი იქნებოდა, საქართველო ჩართულიყო...

მიხეილ ყაველაშვილი: არსებობს ეს მოსაზრება, რომ რუსეთის დამარცხებისთვის კარგი იქნებოდა, საქართველო ჩართულიყო ომში, ჩვენი ქვეყნისთვის ეს დამღუპველი იქნება

32

არ ვართ მიამიტები და ვიცით, რომ დიდი ქვეყნებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ნებისმიერ ქვეყანაში სურთ რომ მათი ინტერესების გამტარებელი აგენტურა ჰყავდეთ, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი

„ამერიკელ აგენტებზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ რაც არ უნდა კეთილის მსურველი იყოს ჩვენთვის, ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და ყველა ქვეყანა თავის ინტერესს ახორციელებს. კიდევ ერთხელ ვიძახი – არსებობს ეს მოსაზრება, რომ ამ სიტუაციაში რუსეთის დამარცხებისთვის კარგი იქნებოდა, საქართველო ჩართულიყო ომში. ეს არაერთ ამერიკელ და სხვა ქვეყნის ექსპერტს დაუსახელებია გაუჟღერებია. ეს სურვილი და აზრი სუფევს. სწორედ ამას ვეწინააღმდეგებით. გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა იქნება დამღუპველი“, – აცხადებს ყაველაშვილი.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში საქართველოში სავარაუდოდ მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here