Home ახალი ამბები საქართველო როტშილდების კომპანიამ მოამზადა გეგმა საქართველოს ფინანსურ ჰაბად გადაქცევის შესახებ

როტშილდების კომპანიამ მოამზადა გეგმა საქართველოს ფინანსურ ჰაბად გადაქცევის შესახებ

242

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინანსური კომპანია Rothschild & co-ის   ხელმძღვანელი არიელ მილარდ დე როტშილდი თბილისში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და რესპუბლიკის ფინანსურ ჰაბად გადაქცევის სტრატეგიული გეგმა წარუდგინა, _ წერს regnum.ru.

“სტრატეგია ითვალისწინებს კონკრეტულ პროექტებსა და ნაბიჯებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს მრავალფუნქციურ ჰაბად გარდაქმნაში”, _ ნათქვამია გავრცელებულ ცნობაში.

პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ გეგმა, უწინარესად, გათვლილია ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. აგრეთვე, იგეგმება თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც დაეხმარება ძლიერი ფინანსური ცენტრების განვითარებას რესპუბლიკაში.

ირაკლი ღარიბაშვილის  განცხადებით, მთავრობა მზად არის, სასწრაფოდ დაიწყოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც როტშილდების კომპანიამ შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა საქართველოში სპეციალური ფინანსური ზონების შექმნის შესახებ, რომლებშიც უცხოური ფინანსური კომპანიები შეღავათიან რეჟიმში იმუშავებენ. ერთი ასეთი ზონის შექმნა იგეგმება თბილისში, მეორის _ ბათუმში.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here