Home ახალი ამბები საქართველო ამასაც მოვესწარით _ ასეთი რამ ადრე არასოდეს მომხდარა

ამასაც მოვესწარით _ ასეთი რამ ადრე არასოდეს მომხდარა

საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ფეხებზე დაიკიდეს

89

29 აგვისტოს ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ოფიციალურად გაიხსნა მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი _ 2022“

სწავლებაში მონაწილე საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო წვრთნების დაწყება მიულოცა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სწავლების გახსნის ცერემონიას არ ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ლაპარაკი აღარ არის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე. მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს ამ სწავლებაზე რამე განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ. ასეთი რამ ასეთი სწავლებების დროს, რომელიც თბილისში უკვე მეექვსედ გაიმართა, არასოდეს მომხდარა.

 როგორც ჩანს, თბილისი ყოველთვის არ მოქმედებს იმის შიშით, რას იფიქრებს დასავლეთი.

P.S. საქართველოს ხელისუფლების მიერ ნატოს სწავლებისადმი გამოჩენილი ასეთი უყურადღებობით შეშფოთებულმა თავდაცვის ექსმინისტრმა თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში დასვა კითხვა: “ნატოს სწავლებაზე ინფორმაციაც კი მინიმალური ვრცელდება, რა ხდება?”  

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here