Home სხვადასხვა Facebook ფრაზები უგულავა:ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება ჩამოინგრეს, ამაზე პოლიტიკური კივილი სიბნელეა

უგულავა:ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება ჩამოინგრეს, ამაზე პოლიტიკური კივილი სიბნელეა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის ჩამონგრევის ფაქტს, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება.
„მე მგონი, მთელი ეს დისკურსიაა პრობლემა. ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს ან ჩამოვარდეს. ამაზე პოლიტიკური კივილი, წარსულში ყურება, ნიშნის მოგება, “ასოების დატოლება” – ვინ უფრო მაგარია – ის წინაღობაა, ლიბრია თვალებში, რომელიც წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევს. ახლა რომ კმაყოფილები ვართ (და „ქოცებს“ ნიშნის მოგებით, თუნდაც სამართლიანად, თავში ვურტყავთ, როცა აეროპორტის ან იუსტიციის სახურავს ვაძახებთ) ეგეც პრობლემაა. გულს ვიფხანთ, მაგრამ იმის იქით ვერ მივდივართ. ამ, არაპარტიული, არამედ უფრო ფართო გაგებით, „ნაც-ქოცური“ დისკურსის ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბებაა საჭირო, თორემ მართლა დაგვემხობა ქვეყანა თავზე. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს გიგი უგულავა.

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაცით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ისინი სხვადასხვა კლინიკებში არიან განაწილებულები.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული თაბაშირ-მუყაოს ჭერი ჩამოინგრა. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

1 COMMENT

  1. მეტროს ჩამონგრევა ვის გაუგონია ! ესეც ხომ ქვანახშირის შახტა არაა. მეტრომ ატომურ აფეთქებას უნდა გაუძლოს , ის ხალხის თავშესაფარია ომის დროს !

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here