Home ახალი ამბები „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი კიევში არ შეუშვეს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი კიევში არ შეუშვეს

838

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი უკრაინაში არ შეუშვეს.  ჟურნალისტი, კიევში “ბორისპოლის” აეროპორტში იმყოფება და თბილისში დაბრუნებას ელოდება. 

თენგო გოგოტიშვილს უკრაინელმა მესაზღვრეებმა კიევში ჩასვლის მიზნის ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.

“პოსტ სკრიპტუმის” ჯგუფი უკრაინის დედაქალქში, კვირის გადაცემისთვის, სიუჟეტის მოსამზადებლად მიემგზავრებოდა. თენგო გოგოტიშვილმა მესაზღვრეებს ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარუდგინა, თუმცა მას ქვეყანაში შესვლაზე მაინც უარი უთხრეს.

„დიდი შანსია, რომ დეპორტაციის ბეჭედი ჩამირტყან პასპორტში, რაც, ბუნებრივია, არასასურველი განვითარება იქნებოდა მოვლენების. ოფიციალურ ახსნა-განმარტებას არავინ არ აკეთებს, რატომ ვარ აქ. თუმცა, ყველამ იცის, რომ ქართველებს, ბოლო დროს აქვთ პრობლემები უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თენგო გოგოტიშვილმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here