Home ახალი ამბები საქართველო ქიბარ ხალვაში: ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი მათხოვარი!

ქიბარ ხალვაში: ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი მათხოვარი!

839

ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი მათხოვარი. მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის შეთავაზების პასუხად განაცხადა. 

მისივე თქმით, ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკების დაწყებას არ აპირებს, რადგანაც „ის არის მიშას წარმომადგენელი და მიშასთან მოლაპარაკება არის წყლის ნაყვა“.

”ნიკა გვარამია ძალიან მულტიმილიონერად გადაიქცა, როგორც ვატყობ. როდესაც ნიკა გვარამია მაღალი თანამდებობის პირი იყო, მან, მიშამ და მისმა პარტნიორებმა მოგვაყენეს 50 მილიონი ზარალი. ჩემი ზარალი არ ითვლება მხოლოდ ”რუსთავი 2“-ის ზარალით. მე ვცდილობ ყველაფერი ავანაზღაურებინო, რომ პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები გავისტუმრო.

ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი მათხოვარი. მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები. უბრალოდ ნიკა გვარამია ის კაცი არ არის, ვისაც შეიძლება ადამიანი მოელაპარაკოს. ნიკა გვარამია არის მიშას წარმომადგენელი და მიშასთან მოლაპარაკება არის წყლის ნაყვა. ეგ არის ადამიანი, რომელსაც ვერასდროს მოელაპარაკები”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ”რუსთავი 2” მის კოლექტივს მიჰყიდოს. ამის შესახებ გვარამიამ გუშინ, ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here