Home ახალი ამბები საქართველო დიდი სკანდალი და კურიერის ჩაშლილი გეგმა

დიდი სკანდალი და კურიერის ჩაშლილი გეგმა

6026

ბლოგერი ლევან გობრონიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“რუსთავი2″-ის გეგმები ჩაიშალა, ბევრი მცდელობის, სპეცრეპორტაჟებისა და ჩართვების შემდეგ საქმე ისე არ დასრულდა, როგორც მათ სურდათ. საკითხი ეხება ჟენევის სასამართლოში მიმდინარე  პროცესებს, რომელიც ბანკ ” CREDITE SUISSE GROUP AG”-ის ბანკირის, პატრის ლესკადრონის საქმეს განიხილავდა.  ლესკადრონია ის პირი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი და მასთან ერთად რამდენიმე კლიენტი თანხების მითვისებას ედავებოდა. საბოლოოდ, სასამართლომ პატრის ლესკადრონს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კურიერი და მისი ზეემოციური წამყვანი ნოდარ მელაძე კი საბჭოთა სტილის ხმის ინტონაციით ამცნობდა მაყურებელს, რომ ბიძინა ივანიშვილს პატიმრობა ემუქრებოდა და ეს იყო მსოფლიო დონის სკანდალი, თუმცა რეპორტაჟებიც, ნოდარ მელაძის ყელზე წაჭერილი ფერადი როლინგიც და საბჭოთა ინტონაციაც ჩაიფუშა, რადგან ივანიშვილი ამ საქმეში მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებული იყო და მეტი არაფერი, შესაბამისად ნოდარიკოს, ნიკა გვარამიას და ზედა ვერტიკალ მიშას გეგმებიც საპნის ბუშტივით გასკდა.

უკვე მერამდენედ, კურიერი მანიპულაციებსა და ტყუილებში ამხილეს და ამ გამოშვებას არაფერი ეშველება მანამ, სანამ მის ხელმძღვანელად პოლიტიკურად გაფეტიშებული ყოფილი პროკურორი და მის დასტვენილზე მორბენალი ანგაჟირებული ჟურნალისტები იმუშავებენ, რომლის მთავარი ვერტიკალიც პოლიტიკურად დაბოღმილი მიხეილ უმიწაწყლო იქნება 

PS. ნოდარ მელაძეს უყვარს სიტყვა სკანდალი, ჰოდა ახლა მეც დავწერ – დიდი სკანდალი და კურიერის ჩაშლილი გეგმა – წერს ლევან გობრონიძე.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here