მთავარი ახალი ამბები მეგი გოცირიძე და ნატა ფერაძე „ერთიან ყ-ქალათა მოძრაობას“ ქმნიან, ელენე ხოშტარია ფიქრობს

მეგი გოცირიძე და ნატა ფერაძე „ერთიან ყ-ქალათა მოძრაობას“ ქმნიან, ელენე ხოშტარია ფიქრობს

2147
გააზიარეთ
მეგი გოცირიძე, ნატა ფერაძე, ელენე ხოშტარია
ახალი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება ელენე ხოშტარიაც, მაგრამ ის ჯერ-ჯერობით თავს იკავებს საბოლოო გადაწყვეტოლებისგან, რადგან თურმე ელენესა და გარდა ამისა „ეყმ“ (ერთიან ყ-ქალათა მოძრაობა) მონოფიზიტია, ანუ მიშას მხოლოდ ერთ – ღვთიურ ბუნებას აღიარებს. ელენე კი, დიოფიზიტია, ანუ ის მიშას ღვთაებრივთან ერთად ადამიანური საწყისების აღიარებასაც ემხრობა.

ბოლო დროს „უპრაგონოდ“ იქმნება ახალ-ახალი პარტიები, ნაირნაირი იდეოლოგიებით, შეხედულებებით… ზოგი პრო-დასავლურია, ზოგი პრო-რუსული, ზოგიც კი უბრალოდ პრო…

საქართველო ვერ დაიჩივლებს პარტიების სიმცირეზე, თუმცა ერთადერთი სახის პარტიაღა გვაკლდა: რადიკალ-ფემინისტურ-მიშისტური და მის შექმნაზე ვინ თუ არა დიადმა, დიდზე დიდმა მეგი გოცირიძემ იზრუნა. როგორც ჩვენი არასანდო წყარო გვატყობინებს მეგი გოცირიძემ უკვე მოიწვია თავის პარტიაში  ნატა ფერაძეც… ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, პირველივე ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთადერთი რამ, რაც პოლიტიკოს ქალებს პოლიტიკოსი კაცებისგან განასხვავებს, ეს სასქესო ორგანოა. ამიტომაც მზად არიან სახელში მაინც გაურიონ თავიანთი „თანაბრობა“ საპირისპირო სქესის მიმართ და თავის ახალ პოლიტიკურ პარტიას  „ერთიანი ყ-ქალური მოძრაობა“ დაარქვან.

რას ნიშნავს ამ პარტიის სახელწოდებაში სიტყვა „ქალური“-ს წინ დაფიქრისებული ასო „ყ“ ეს ჯერ ექსპერტებმა ვერ გაარკვიეს.

რაღა თქმა უნდა ის პარტია, რომელსაც მეგი გოცირიძე და ნატა ფერაძე უწინამძღვრებენ პრო-დასავლური და პრო იქნება, თავისი მიშისტური ფეტიშის მსგავსი გადახრებითა და თავისებური რელიგიური შეხედულებებით, რომლის მიხედვითაც მესიის მახვილი არის არა ვინმე იესო ქრისტე, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი…

ახალი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება ელენე ხოშტარიაც, მაგრამ ის ჯერ-ჯერობით თავს იკავებს საბოლოო გადაწყვეტილებისგან, რადგან თურმე ელენესა მათ შორის გარკვეული პრინციპული უთანხმოებაა. კერძოდ, „ეყმ“ (ერთიან ყ-ქალათა მოძრაობა) მონოფიზიტია, ანუ მიშას მხოლოდ ერთ – ღვთიურ ბუნებას აღიარებს. ელენე კი, დიოფიზიტია, ანუ ის მიშას ღვთაებრივთან ერთად ადამიანური საწყისების აღიარებასაც ემხრობა. შეიძლება ითქვას ეს რელიგიური „სქიზმა“ არც ისეთი ხელწამოსაკრავია,რადგანაც თავად ელენე რომ შეერთებოდა ამ უკვე დიად პარტიას, ღვთაებრივი ტრიადა შეიკვრებოდა-ესე იგი ელენე  ხოშტარია, მეგი გოცირიძე და ნატა ფერაძე უკვე ანგარიშგასაწევი ძალაა… მათი მეოხებითა და ლოცვა-კურთხევით შესაძლებელია მიშაც ჩამოფრენილიყო საქართველოში თვითმფრინავის გარეშე და თავისი მადლიანი კალთის ქვეშ შეეფარებინა ეს დაჩაგრული, ბედკრული და ტვირთმძიმე სადიაცო.

ისღა დაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ რომ ეს ტრიადა არ შეიკვრება, თორემ აი მაშინ კი მეორედ მოსვლა მართლაც მოსალოდნელი იქნება.

 

bstv.ge/ბლეფ-ნიუსი: ბაკურ სვანიძე  

 

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here