Home ახალი ამბები საქართველო ბერძენიშვილი: უსუფაშვილი უპერსპექტივო დაბადებიდანაა, რადგან გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია

ბერძენიშვილი: უსუფაშვილი უპერსპექტივო დაბადებიდანაა, რადგან გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია

1046

რესპუბლიკური პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი ამჯერად მის ყოფილ თანაგუნდელ, დავით უსუფაშვილს დაუპირისპირდა. ამის შესახებ მან მა გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკურ მომავალს უკავშირდებოდა.

ლევან ბერძენიშვილი: უსუფაშვილი ჯერ თვითინაც ვერ გაერკვა და ჩამოყალიბდა. სულ გვპირდება, რომ რამეს იზამს. ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჩვენთან მეგობრობა არ ისურვა, უკეთეს მეგობრებს რომ იპოვის, ვნახოთ, რას და როგორ გააკეთებს. პირადად მე უპერსპექტივო მოღვაწე მგონია.

– თქვენს გუნდში რომ იყო, მაშინ ასე არ ფიქრობდით, არა?

–  მაშინ პარტიაში კამათი იყო. ამას თქვენ ხომ ვერ მოგიყვებოდით. უპერსპექტივო დაბადებიდანაა, რადგან გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. სამაგიეროდ, ძალიან კარგია თანამდებობაზე, იყო პარლამენტის ბრწყინვალე თავმჯდომარე, თუმცა წიგნებს ვერ დაწერს და პარტიას ვერ შექმნის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here