Home ახალი ამბები საქართველო ვინც ტაო-კლარჯეთში ყოფილხართ, იქ საქართველო ნახეთ?!

ვინც ტაო-კლარჯეთში ყოფილხართ, იქ საქართველო ნახეთ?!

ვინც ტაო-კლარჯეთში ყოფილხართ, იქ საქართველო ნახეთ?!

ახლა ტრაქტატზე:
ვინც ტაო-კლარჯეთში ყოფილხართ, იქ საქართველო ნახეთ?!

აჭარაც, გურიაც, სამცხე-ჯავახეთიც და მთლიანად დასავლეთ საქართველოც თურქეთის გავლენის ქვეშ იყო, სანამ რუსეთი ამ ტერიტორიებიდან გააძევებდა რამდენიმე ომით.

ჰოდა, კითხვას ვიმეორებ:
ვინც ტაო-კლარჯეთში ყოფილხართ, იქ საქართველო ნახეთ?! მოქმედი ეკლესია-მონასტრები მოილოცეთ?!

იცით, რატომ ვერ მოილოცეთ?!

იმიტომ, რომ პირველი მსოფლიო ომის შედეგებით წახალისებულმა და გამარჯვებული ინგლისელების მიერ წაქეზებულმა თურქებმა, – “ჩვენიაო”, და მანამდე რუსების წართმეულ ქართულ მიწებს კვლავ დაეპატრონენ.

აი, ამიტომ!
ტრაქტატი, თორემ მამა გიცხონდათ, ის ტრაქტატი რომ არა, ვერ ილაპარაკებდით ლიხს აქეთ სპარსულად და ლიხს იქით – თურქულად ამასიის ზავის პირობების მიხედვით.

კი, რუსიფიკაციის საფრთხეც არსებობდა, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიის 60-წლიანი პროცესის პარალელურად გაჩნდა, მაგრამ მაშინ ხალხი წერა-კითხვის უცოდინარი იყო და “წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამაც” სულზე მოუსწრო. 1921 წლიდან კი, როცა “შემოვიდნენ წითლები, ატყდა დავი-დარაბა”, ქოხ-სამკითხველოებიც გაიხსნა, ჯერ დაწყებითი, მერე საშუალო სკოლებიც და უმაღლესი სასწავლებლებიც. მეცნიერებათა აკადემიაც!

დიახ, ქართულად!

ისედაც გაიხსნებოდაო, – იტყვის ვინმე ტუტუცი.
კი, გაიხსნებოდა, აბა, არ გაიხსნებოდა?!
განა, არ გაიხსნა ინგლისის, საფრანგეთის, ჰოლანდიის, ბელგიის კოლონიებში?!
განა, არ გაიხსნა ტაო-კლარჯეთში?!
და რატომ არ გაიხსნა?!
სამაგიეროდ:
განათლება!
მეცნიერება!
მედიცინა!
კულტურა!
ხელოვნება!
მწერლობა!
მშენებლობა!
მსუბუქი, მძიმე და კვების მრეწველობა!
სოფლის მეურნეობის დარგები!
და ყველა ეს მიმართულება თავისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებით!
ეს ყველაფერი იყო კოლონიაში სახელად “საქართველოს სსრ”!
ცოტა გამოფხიზლდით!

ბონდო მძინარაშვილი,
ჟურნალისტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here