Home ახალი ამბები საქართველო ევრაზიის ინსტიტუტის საპროტესტო აქციამ პირველი შედეგი გამოიღო – თბილისის მერიამ გამოიღვიძა

ევრაზიის ინსტიტუტის საპროტესტო აქციამ პირველი შედეგი გამოიღო – თბილისის მერიამ გამოიღვიძა

272

მინდა, ყველას გადავუხადო მადლობა იმის გამო, რომ გამოეხმაურა ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივას და მოვიდა დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნად. ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსეულად ჩავატარეთ საზეიმო ღონისძიებები.

მცირე ფოტოექსპოზიცია დასახელებით „ნამდვილი მელიტონ ქანთარია“ უამრავმა ადამიანმა დაათვალიერა, მათ შორის იყვნენ მთავრობის წევრებიც – შინაგან საქმეთა მინისტრი, სამთავრობო დაცვის უფროსი და სხვა ოფიციალური პირები. რაც მთავარია, ექსპოზიცია ნახეს ბავშვებმა, მათმა მშობლებმა, უბრალო გამვლელ-გამომვლელებმა. მელიტონ ქანთარია არ გახლავთ აბსტრაქტული ცნება, იგი კონკრეტული პიროვნებაა, რომელიც წითელი არმიის რიგებში იბრძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ და მას წითელარმიელის ფორმა ეცვა, წითელვარსკვლავიანი ქუდი ეხურა, ნამგლიანი და უროიანი წითელი დროშა აღმართა რაიხსტაგის თავზე.

ჩვენ ასევე დავგმეთ ნეოფაშიზმი, რომლის შემოტანა-დანერგვასაც ცდილობენ უკრაინიდან, შევახსენეთ საზოგადოებას, თუ რაოდენ დიდი ბოროტება მოიტანა ისტორიულად, ფაშისტებთან კოლაბორანტმა ე. წ. „უკრაინის აჯანყებულმა არმიამ“.

ჩვენ მოვეფერეთ ჩვენს საამაყო ვეტერანებს, რომლებიც სულ რამდენიმე ათეული ადამიანიღა დაგვრჩა.

ჩვენ გამოვაფხიზლეთ ქალაქის მერია, რომელმაც ნაგვისგან გაათავისუფლა ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავი და 9 მაისისთვის ყვავილებით შეამკო – მას შემდეგ, რაც ჩვენ განვახორციელეთ ფლეშ-მობი ინტერნეტის საშუალებით, საპროტესტო პლაკატით – „ნუ ანგრევთ! უცნობი ჯარისკაცის საფლავი აღადგინეთ პირვანდელი სახით!“ იგივე პლაკატი გავუკარით მერიას სააკაძის მოედანზე.

ასე რომ, დიდი მადლობა ყველას, ვინც გააზიარეთ ეს პლაკატი სოც. ქსელებში – ამან ძალიან კარგად იმუშავა. დიდი მადლობა პირადად ქალბატონ ჯენი ბურჯანაძეს და ბატონ კონსტანტინე ჩიკვილაძეს, რომლებმაც ჩემი თხოვნით წამოიწყეს ეს აქცია ინტერნეტში.

10 მაისი კარგად გათენდა – რუსეთის პრეზიდენტმა ცალმხრივად გააუქმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების აღდგენასაც ნება დართო. იმედია, ამ შანსს სწორად გამოიყენებს საქართველო.

გულბაათ რცხილაძე

ფოტოებზე:

უცნობი ჯარისკაცის საფლავი – ჩვენს პროტესტამდე (პლაკატი):

უცნობი ჯარისკაცის საფლავი ჩვენი პროტესტის შემდეგ – 2023 წლის 9 მაისი:

https://ge.news-front.info/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here