Home ახალი ამბები საქართველო ხათუნა საგინაშვილი: დღევანდელი ახალგაზრდები სულიერი ოკუპაციის პირობებში არიან გაზრდილები

ხათუნა საგინაშვილი: დღევანდელი ახალგაზრდები სულიერი ოკუპაციის პირობებში არიან გაზრდილები

“ნაციონალების პოლიტიკის შედეგს ახლა ვიმკით”

323

7-8 მარტს ქართველმა  საზოგადოებამ იხილა .. აგენტების შესახებ კანონის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ახალგაზრდები, .. ჯენ ზები (Gen Z), რომლებიც წინადადებასაც კი სწორად ვერ ამბობენ, მაგრამ აქვთ ამბიცია, რომ ამ ქვეყნის პრობლემებს მოაგვარებენ…  ნაცვლად იმისა, რომ ეს ახალგაზრდები ვინმეს უსაქციელობისთვის გაეკრიტიკებინა, ქებადიდებით შეამკეს. მეტიც, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ აქციის დაშლისას წყლის ჭავლზემოხტუნავეგოგონასთვის მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა და გადასცა კიდეც.

7-8 მარტის მოვლენების შემდეგ წაქეზებული ახალგაზრდები დროდადრო უმაღლესი სასწავლებლების ასაკოვან პროფესორებს ესხმიან თავს, მაგრამ ამისთვის არავინ დასჯილა. “დაღუპული თაობა” _ ასე უწოდებენ სოციალურ ქსელებში ახალგაზრდებს, რომლებიც 7-8 მარტის აქციებში მონაწილეობდნენ.

გვესაუბრება სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი:

_ ამ ახალგაზრდების მიმართ თანაგრძნობას გამოვიჩენ. ისინი ათწლეულების განმავლობაში იყვნენ სულიერი აგრესიის სამიზნეში. უცხო ძალა, დამპყრობელი ცდილობს, ახალგაზრდობა თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, ისინი აქცენტს აკეთებენ არა შუახნის ან ხანდაზმულ ადამიანებზე, არამედ ახალგაზრდებზე. სწორედ ამ სულიერი ოკუპაციის პირობებში  გაიზარდნენ დღევანდელი ახალგაზრდები. შუახნის ადამიანებზე ზეგავლენა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ აქცენტი კეთდება ახალგაზრდებზე და ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ისინი ირჩევენ ცხოვრებისეულ ორიენტირებს, აცნობიერებენ ფასეულობებს…

შევარდნაძის ეპოქის ახალგაზრდები ჭაობთან ასოცირდებოდნენ. შემდეგ მოვიდნენ ენერგიული ახალგაზრდები, უცხოელებისგან გაბრუებული, უცხოელების ჯაშუში ე.წ. რეფორმატორები და დაიწყეს მათი დავალებების შესრულება, თანაც უხეშად. მათ დაიწყეს ფასეულობების განადგურება და, უწინარესად, ახალგაზრდებზე ზემოქმედება; მარადიული ფასეულობების ნაცვლად, ცრუ, ფსევდოლიბერალური ფასეულობების დანერგვა. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სულიერი აგრესია ახალგაზრდების წინააღმდეგ. გვახსოვს სააკაშვილის მოწოდება ახალგაზრდებისადმი ბუჩქებში გასვლისკენ. სწორედ ეს თაობა ვიხილეთ ახლა აქციებზე.

ვიმეორებ: ახალგაზრდები ცრუ ფასეულობებს აზიარეს, უმაღლესი სასწავლებლები სატანისტების სახლებად აქციეს, ნაცვლად ცოდნის კერისა. მათი პლაცდარმი გახდა სკოლები და, საზოგადოდ, განათლების სისტემა. ილიას სახელს ამოფარებული სასწავლებელი, ბენდუქიძის, ალასანიას ა.შ. დემონური ძალების მთავარი ბასტიონია.

_ 7-8 მარტის შემდეგ ახალგაზრდებმა ლექტორების შეურაცხყოფა დაიწყეს

_ ჩვენ სარეველა ვთესეთ და დღეს ვიმკით, ამაზე ზემოთ ვისაუბრე. ”ნაცმოძრაობის” პოლიტიკის შედეგს ახლა ვიმკით ამ ახალგაზრდების სახით. არც დღეს აკლიათ დემონური სასწავლებლები, თურმე ე.წ. ფრანკლინის კლუბიც კი შეუქმნიათ, პრემიერმაც აღნიშნა, რომ სატანისტებს ჰგვანანო. გაირკვა, რომ ბევრი სიბინძურე ფინანსდება უცხოეთიდან და სწორედ ამიტომ იყო საჭირო ის კანონი, რომელზეც ერთი ამბავი ატეხეს. კანონი ფარდას ახდიდა ყველაფერს _ რა ფული შემოდის, რისთვის შემოდის, რატომ ფინანსდებიან ენჯეოები და.შ.

აუცილებლად გადასახედია განათლების სისტემის დებულება, მიმართულებაა შესაცვლელი. განათლების სისტემის დებულებაში წერია, რომ ჩვენი განათლება ეფუძნება ლიბერალურ პრიციპებს. ეს ცარიელი სიტყვები არ არის, სწორედ ამ სიტყვებშია ძაღლის თავი დამარხული. განათლება ლიბერალურ, ფსევდოფასეულობებს კი არ უნდა ეფუძნებოდეს, არამედ პატრიოტულ ღირებულებებს. მთელი განათლების სისტემა მიმართული უნდა იყოს იქით, რომ ახალგაზრდები დაკვეთების შემსრულებელად  და ქვევრებად კი არ გავზარდოთ, არამედ პატრიოტებად და მამულიშვილებად.

აუცილებლად მოსასპობია ქვეწარმავლების ბუდეები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. იქ რა სიბინძურეებიც ტრიალებს, ყველამ იცის.

დღეს ახალგაზრდები ერთ ლექტორს დაესხნენ თავს, ხვალ უფრო მეტს გაბედავენ. ამას გულგრილად არ უნდა ვუყუროთ, სახელმწიფოს რეაქცია უნდა ჰქონდეს. რაც მთავარია, უნდა განხორციელდეს განათლების სისტემის ძირეული ცვლილება. ჩვენ ვკარგავთ თაობებს. ყველამ ნათლად დავინახეთ ნაცების გვერდით იმ აქციებზე რომელი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იდგნენ…

_ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კეკელიძემ განაცხადა, რომ დააწესა მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდია და მას მიანიჭებს იმ გოგონას, რომელიც 7-8 მარტსწყლის ჭავლზე ცეკვავდა”… კეკელიძე მას გმირად თვლის

_ ასეთი კატაკლიზმების დროს ხდება ხოლმე ადამიანის შინაგანი ამობრუნება, “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების”. სწორედ ამ პროცესის მოწმენი ვართ. მოხდა ყველას ლუსტრაცია. პენტაგრამიანი ქამრები შემოირტყეს უგნურმა ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან, რომ ეს სატანისტების სიმბოლოა…

გამოჩნდა, რამდენი ფარული გველი ჰყავს “ქართულ ოცნებას”, მას დიდი გარღვევა აქვს საკადრო პოლიტიკაში, ისეთი ადამიანები აღაზევა საკვანძო თანამდებობებზე, რომ, როგორც კი დროს იხელთებენ, თავს მყისვე წარმოაჩენენ. ერთ-ერთი ასეთი სწორედ კეკელიძეა.

მარო მაყაშვილის სახელობის პრემია რომ მიანიჭო ვინმეს, მისი საქმეების გამგრძელებელი უნდა იყოს. მარო მაყაშვილი მართლაც ეროვნული გმირი და ოკუპაციასთან მებრძოლია, დიდგვაროვანი ქალიშვილი სამშობლოს შეეწირა. მისი სახელობის პრემია ფეხის ხმას აყოლილ ახალგაზრდას არ უნდა მიენიჭოს. ეს არის ნათელი მაგალითი გადაგვარებისა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე.  ლუსტრაციის პროცესი დაწყებულია.

_ რამდენიმე დღის წინათ დედაქალაქში გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმაც ევროკავშირის დროშა დაწვეს. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დროშაზე  გამოხატული 12 ვარსკვლავი უფლის 12 მოციქულს ნიშნავს. ძალიან სამწუხაროა, რომ ის ახალგაზრდები, რომლებსაც  მხოლოდ ,,შინ ევროპაშისურთ, 12 მოციქულის ამბავსაც დაიჯერებენ

_ ასეთი კატაკლიზმების დროს ხდება არა მხოლოდ ერის, არამედ ბერის ლუსტრაციაც. როგორც ახალგაზრდების ნაწილს აქვს თავში დომხალი და არეულობა, ისე აქვს ბერის ნაწილსაც. ბოლო ჟამის სამღვდელობის ნაწილი აცდენილია უფლის გზას და ღირებულებების პროფანაციას ეწევა. რასაც ახლა ვხედავთ, ბოლო ჟამის ავბედითი ნიშნებია. წმინდა წერილი ამბობს: “მარილი ძალას დაკაგავს”, _ ეს სიტყვები გზააცდენილი სამღვდელო პირებისთვის არის ნათქვამი. მათ, ვინც თავად უნდა უწოდებდნენN ნათელს ნათელს, დაკარგეს აზროვნება. ნაცვლად იმისა, რომ თავად იყვნენ სწორი გზის მიმთითებლები, ხელს უწყობენ ფასეულობების აღრევის პროცესს.

_ რა ეშველება ქართველ ახალგაზრდობასგამოსავალს ხედავთ?

_ ილია მეორემ ბრძანა: ყველას ჩვენი დიდგორი გვაქვს მოსაგები, ყველამ ჩვენს ასპარეზზე უნდა ვიბრძოლოთ. მე პროექტი გავაკეთე, დავიწყე საჯარო და კერძო სკოლებში პატრიოტიზმის გაკვეთილები. შევისწავლე სხვა ქვეყნების გამოცდილება, იქაც არის კარგი, მაგრამ ჩვენ რატომღაც ცუდი გადმოგვაქვს…

უნდა დაიწყოს განათლების სისტემის რეფორმა. მტერმა კარგად იცის, რომ განათლების სისტემის ხელში ჩაგდება ქვეყნის დაპყრობას ნიშნავს. შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული განათლების სისტემა სოროსელთა ბუდე იყო. იქ სულ სხვა უფროსები ჰყავთ, მგონი, პრემიერსაც არ ემორჩილებიან. განათლების სისტემამ ნამდვილი პატრიოტები უნდა აღზარდოს. პატრიოტიზმის გაკვეთილები აუცილებელია, ამ თემის აქტუალიზაცია აუცილებელზე აუცილებელია და ეს ბოლო პერიოდის მოვლენებმა წარმოაჩინა. პრემიერს ვუსურვებ, რომ განათლების სისტემის რეფორმის აუცილებლობა დაინახოს.

ქართულ სინამდვილეში მოლოტოვის კოქტეილები არ გვინახავს და დაგვანახვეს. მოწამლულმა ახალგაზრდებმა ხვალ შეიძლება უარესიც დაგვანახვონ…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here