Home ახალი ამბები საქართველო შოთა აფხაიძე: ალასანია ახმოვანებს ამერიკის დაზვერვის გეგმას, ისინი ცდილობენ, გამოიყენონ ეს ადამიანი,...

შოთა აფხაიძე: ალასანია ახმოვანებს ამერიკის დაზვერვის გეგმას, ისინი ცდილობენ, გამოიყენონ ეს ადამიანი, მისი გავლენები, რათა შექმნან საქართველოში მართვადი ქაოსი

“სახელმწიფომ თავი დაიცვას იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მტრობენ; ახლავე დაიჭირონ თადარიგი, რათა მომავალში სააკაშვილივით არაჟნის კონტეინერებით არ შემოვიდნენ უკრაინიდან საქართველოში...”

384

ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინათ ამერიკაში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანიაც, რომელმაც ხმაურიანი განცხადებები გააკეთა.

ახლა გაერთიანების შესახებისეთ სიტუაციაში ვართ, ბევრი ცუდი დემოკრატიული თვისებები შევითვისეთ. დემოკრატიასაც აქვს ცუდი თვისებები, მაგალითად, ერთერთი ცუდი თვისებაა, როცა ვიძახით, რომ ჩვენ აფხაზეთსა და ოსეთს დავიბრუნებთ მარტო მშვიდობიანი გზით. რასაკვირველია, მაგრამ რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე?! სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მხოლოდ მშვიდობიანი გზით დაბრუნება?! მოდი, შევულოცოთ ერთად, ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოვუაროთ აფხაზეთს, ვთქვათფუი ეშმაკსდა დაგვიბრუნებენ. არ მოხდება!” _ განაცხადა თემურ ალასანიამ.

საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალები, .. ოპოზიციის სახით, ბევრს საუბრობენ რუსეთის დასუსტებაზე, იმაზე, რომ ის აგებს ომს უკრაინაში, ამიტომ საჭიროა, რუსეთის წინააღმდეგ ომი საქართველომაც წამოიწყოსშედეგად კი დასუსტებულ რუსეთს დაკარგულს ადვილად წავართმევთ

შეუძლია თუ არა საქართველოს ტერიტორიების დაბრუნება ომით _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ანალიტიკოსი, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან არსებული საფინანსო უნივერსიტეტის ექსპერტი შოთა აფხაიძე გვესაუბრება:

_ რუსეთი უკრაინაში ომს არ აგებს. საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობენ, ქართველი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ამით დაძაბონ ვითარება, რათა ვითომ დასუსტებულ, ჩამონგრეულ რუსეთთან ომი გააჩაღონ. ეს ნარატივი რეალობას მოწყვეტილია. რუსეთი უკრაინაში ომს რომ აგებდეს, მაინც შეუძლებელია საქართველოს წარმატებით ბრძოლა რუსეთთან, რადგან სულ სხვა მასშტაბებია, საქართველოსა და უკრაინას შორის დიდი სხვაობაა, სხვა მოცემულობაა. რუსეთს უკრაინის გამო ნატოს ბლოკი ეომება, საქარველოს გამო კი ამას არავინ გააკეთებს. რუსეთი კიდეც რომ დამარცხდეს უკრაინაში, საქართველოში არ დამარცხდება. საქართველოს ნატოს ბლოკი არ დაეხმარება. ოპოზიციას ხელს აძლევს  უკუღმა საუბარი, რადგან დესტაბილიზაციის გამოწვევა სურს ქვეყნის შიგნით, მერე _ რუსეთის გაღიზიანება, იმ ნალოლიავები ურთიერთობების დანგრევა, რომლებიც სახალხო დიპლომატიის საფუძველზე ნელ-ნელა აღდგა.

რუსეთს დაკარგული ტერიტორიები ომით რომ წავართვათ, მაშინ რუსეთი მარტივ მამრავლებად უნდა დაიშალოს; რუსეთის ფედერაციამ, ფაქტობრივად,  არსებობა უნდა შეწყვიტოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი წარმოუდგენელია საქართველოს გამარჯვება, რადგან რუსეთის დაშლის შემდეგ აფეთქდება ჩრდილოეთ კავკასია და დაიწყება რელიგიური ომი. დაიძაბება სიტუაცია, ისლამური სახელმწიფოები აღდგებიან და მაინც ვერ მოხდება აფხაზეთის დაბრუნება. მუჰაჯირების შთამომავლები ნეგატიურად არიან განწყობილნი ქართველების მიმართ, მათ ვძულვართ. ისინი გვებრძოდნენ აფხაზეთის ომში, ქართველების თავებით ბურთაობდნენ…

_ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გეგმა აქვს ამერიკის კარზე გავლენიან ქართველს, ყველაზე დესტრუქციული ადამიანის, ოდესის ყოფილ გუბერნატორ სააკაშვილის ბიძას _ თემურ ალასანიას. ის ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან შეხვედრისას აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნების ერთადერთ გზაზე _ ომზე საუბრობდა

_ თემურ ალასანია, რომელიც მუშაობდა ჯერ საბჭოთა სპეცსამსახურებში და იყო ატომური პროექტების კურატორი გაეროში, სადაც წარმოადგენდა საბჭოთა სპეცსამსახურებს, შემდეგ გადავიდა ამერიკული სპეცსამსახურების მხარეს.ჩვენ ვიცით, რომ თემურ ალასანია და მისი დისშვილი სააკაშვილიც ამერიკელების პროექტია.

საზოგადოებამ მოისმინა თემურ ალასანიას გეგმა აფხაზეთის დაბრუნების შესახებ, რომელიც ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრისას გამოამზეურა.

თემურ ალასანიას, თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია, რაიმე გონივრული გეგმა ჰქონდეს საქართველოს მიმართ. ალასანია ახმიანებს ამერიკის დაზვერვის გეგმას. ისინი ცდილობენ, გამოიყენონ ეს ადამიანი, მისი გავლენები, რათა შექმნან საქართველოში მართვადი ქაოსი. თემურ ალასანია იდგა საქართველოსთვის დამაგრეველი ყველა პროექტის უკან, დაწყებული ე.წ. ვარდების რევოლუციით. ალასანია უკრაინაშიც სააკაშვილის კურატორი იყო.

_ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ არეულობა თავიდან აირიდოს და მშვიდობა შეინარჩუნოს?

_ საქართველოს ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების ვალია, თავიდან ააცილონ ჩვენს ქვეყანას არეულობა. არეულობის თავიდან ასაცილებლად კი საჭირო და აუცილებელია, უმკაცრესად დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოში გადატრიალების მოწოდებებს აკეთებენ. ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაუსვან ჩვენი სახელმწიფოს მტრების თარეშს. ისინი ციხეში უნდა ისხდნენ.

სახელმწიფომ თავი დაიცვას იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მტრობენ, ახლავე დაიჭირონ თადარიგი, რათა მომავალში სააკაშვილივით არაჟნის კონტეინერებით არ შემოვიდნენ უკრაინიდან საქართველოში…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here