Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს!

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს!

414

ბატონო ირაკლი!

გილოცავთ ქვეყნისთვის ესოდენ აუცილებელი კანონის მიღებას, ომელი ეროვნული სუვერენიტეტის მოპოვების მიმართულებით გადადგმული ერთი სერიოზული ნაბიჯია. ამის უტყუარი დასტურია ის გააფთრებული წინააღმდეგობა, ომელსაც  მას საქართველოს დაუძინებელი მტრები უწევდნენ და უწევენ, როგორც  ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთევროპასა და აშშში.

ახლა კანონი მიღებულია. მას მხარი არა მხოლოდ საპარლამენტო, არამედ მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა. უმცირესობას ყველა პირობა (როგორც დემოკრატიული, ასევე არადემოკრატიული) ჰქონდა აზრის გამოსათქმელად და პროტესტის გამოსახატავად, მაგრამ  ვერ შეძლეს უმრავლესობის (ვერც პარლამენტში და ვერც ხალხში) დარწმუნება თავიანთ სიმართლეში. ეს  ნიშნავს, რომ მათ მწარე პოლიტიკური მარცხი იწვნიეს. ამის შემდეგ, წესითა და რიგით, პოლიტიკური პროტესტი უნდა შეწყდეს, მაგრამ ჩვენ საწინააღმდეგო პროცესის მოწმენი ვხდებით. ისინი პოლიტიკური მარცხის გადაფარვას ვითარების დაძაბვითა და ქაოსის შექმნით ცდილობენ.

გარდა ამისა, მოწმენი ვხდებით ევროპიდან და ამერიკიდან ჩამოსული მაღალჩინოსნების  გაუგონარი უზრდელობისა და მკრეხელობისა, როდესაც ისინი ხალხის მიერ არჩეულ მმართველ პარტიას “ქართულ კოშმარს” უწოდებენ და სახელმწიფო გადატრიალების იდეას ღია მხარდაჭერას უცხადებენ.

ყველაფერი ნათელია!

როგორც უნდა ვცადოთ ევროპელთა და ამერიკელთა საქციელის შელამაზება, ფაქტია, რომ ისინი ვერ ეგუებიან ეროვნული მთავრობის არსებობას და საქართველოში აგენტოკრატიის აღსადგენად  დაუფარავად იბრძვიან.

აგენტოკრატია თვითმიზანი არ არის, მმართველობის ეს უსაზიზღრესი ფორმა მათ რუსეთისთვის მეორე ფრონტის გასახსნელად და საქართველოს უკრაინიზაციისთვის სჭირდებათ, სისხლისა და ცრემლის ტბათა დასაყენებლად სჭირდებათ, ამიტომაც ვერ ელევიან საქართველოში შავი ფულის შემოზიდვის დანაშაულებრივ პრაქტიკას, რომელსაც ქვეყნის საზიანოდ უკონტროლოდ ხარჯავენ.

გერმანელმასტუმარმა ვერ დამალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მრევლის მიმართ  ზიზღი. ამ გათხოვილმა (თფუი ეშმაკს!) კაცმა პირში მოგვახალა, – მართლმადიდებლობის გზით პროგრესს ვერ მიაღწევთო!

ამაზე მეტი შეურაცხყოფა ქართველი ერისთვის არავის მოუყენებია.

ბატონო ირაკლი, მე,  როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, გთხოვთ და მოვითხოვ კიდეც:

1. ბუნდესტაგის თავხედი დეპუტატი  (საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე) მიხაელ როთი გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად და ერთხელ და სამუდამოდ აეკრძალოს საქართველოსთან ყოველგვარი ურთიერთობა;

2. პოლიტიკას მიტმასნილ იმ მავნებელ ჯგუფებს, რომლებიც თბილისის ხან ერთ, ხან მეორე ქუჩას კეტავენ და ხალხის გამწარებით სადისტურ სიამოვნებას იღებენ, კანონის მთელი სიმკაცრით მოეკითხოთ, ვინაიდან  მათი საქციელი, როგორც უკვე ვთქვი, მიზანმიმართული მავნებლობაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, მით უფრო, პატრიოტიზმსა და სხვა მაღალ მატერიებთან.

ბატონო ირაკლი, როგორც სახელმწიფოს პირველ პირს, თქვენ გევალებათ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

გაათავისუფლეთ ხალხი ამ მოძალადეთა თვითნებობისგან; უზრუნველყავით ადამიანებისთვის გადაადგილების ისედაც გართულებული უფლება; ნუ დატოვებთ უამისოდაც მრავალი პრობლემით დამძიმებულ მოქალაქეებს ამ მოთარეშე ვიგინდარათა პირისპირ, რომლებიც ადამიანებს აიძულებენ, მათ ხულიგნურ დაჯგუფებებს შეუერთდნენ, უარის შემთხვევაში შეურაცხყოფენ, ამცირებენ და აბუჩად იგდებენ.

ამას ეს ნაძირალები კი არ აკეთებენ, დასავლეთი აკეთებს. დასავლეთი არ მოისვენებს, გლობალური ომის პარტია თავს არ დაგანებებთ, რადგან მათ საქართველოშიც იგივე ვითარება (სისხლი და ცრემლი) სჭირდებათ, როგორიც უკრაინაში შექმნეს. ბევრი იმუშევს, დიდი თანხები  ჩაყარეს და, რაც მთავარია, ახალგაზრდების სერიოზულ ნაწილს ცნობიერება  დაუზიანეს. ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რათა მათი ეს არსენალი უქმად არ გაიფლანგოს. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დავღლით და ძალას გამოვაცლითო, მაგრამ ისიც გახსოვდეთ: სატანა არ იღლება და უარყოფითი ენერგიისგან არ იცლება! შეიგნეთ, რომ დასავლეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი კი არ არის, სტრატეგიული მტერია! თქვენ იცავთ ეროვნულ ღირებულებებს. მამულს, ენასა და სარწმუნოებას კი სამოქმედო დევიზად აცხადებთ და, ამასთანავე, დასავლეთი სტრატეგიული პარტნიორიაო, ამბობთ. შეუთავსებელთა შეთავსების ამაო მცდელობაა ეს. თქვენ ჯერ კიდეც ცდილობთ, რომ დასავლეთს პირი მობანოთ, მაგრამ მას თავად არ სურს,  სახე შეინარჩუნოს. მისი სიბინძურე მთელი მსოფლიოსთვის ნათელია უკვე. თქვენც მალე მოგიწევთ ამისი აღიარება. ის დრო დადგა,  როდესაც ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

სწორი და საჭირო კანონების მიღება შესანიშნავია, მაგრამ ფუჭია ყველა კანონი, რომლეიც ვერ მუშაობს. ახალი კანონი, რომელმაც ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვია, ვერ ამუშავდება,  თუ საზოგადოებრივი წესრიგი ვერ აღდგება.

კანონები გაქვთ, საზოგადოებრივი მხარდაჭერა გაქვთ, გამართული სამართალდამცავი სტრუქტურები გყავთ, იმოქმედეთ!

 პატივისცემით, ვალერი კვარაცხელია                                                                                 

 15 მაისი, 2024 წ.                                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here