Home ახალი ამბები საქართველო “საქართველოს თავისი ღვინო და წყალი შეუძლია გაუგზავნოს ნატოელ მოკავშირეებს _ ქართველები ჭაში...

“საქართველოს თავისი ღვინო და წყალი შეუძლია გაუგზავნოს ნატოელ მოკავშირეებს _ ქართველები ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ”

421

რუსეთის სენატორმა ალექსეი პუშკოვმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და მხარი დაუჭირა სახელმწიფო სათათბიროს წინადადებას თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების თაობაზე. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიშის მოხდის დრო ხელიდან გაუშვა. 

“მხარს ვუჭერ სახელმწიფო სათათბიროს. ზედმეტი მოუვიდათ საქართველოში ანტირუსული გამოხდომებით, “რუსთავი 2”-ის პროვოკატორებით, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით. თავისი ღვინო და წყლები შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოელ მოკავშირეებს _ არა მგონია, მათ გადაუხადონ. ქართველები ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. ბოდიშის მოხდის დრო უკვე გავიდა”, _ დაწერა რუსმა სენატორმა თავის “ტვიტერზე”.

პუშკოვმა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული სანქციებისგან დაზარალდებიან, ურჩია,  პრეტენზიები საკუთარ ხელისუფლებას წარუდგინონ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here