Home ახალი ამბები საქართველო სოზარ სუბარი: სანამ ევროკავშირის გადაწყვეტილება ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, იყო ბევრი პირდაპირი გზავნილი...

სოზარ სუბარი: სანამ ევროკავშირის გადაწყვეტილება ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, იყო ბევრი პირდაპირი გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ შეეცვალათ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია

სოზარ სუბარი

მაკრონმა რაც თქვა, რომ გეოგრაფია, გეოპოლიტიკა საქართველოსი სხვა არის და იმ ორი ქვეყნის სხვა, ეს ნიშნავს, რომ ევროპის კარი ან დაკეტილი უნდა იყოს და ევროპული პერსპექტივა არ უნდა თქვა. თუ ევროპულ პერსპექტივას ამბობ, ესე იგი კარი გაიღო და გეოგრაფია აღარაფერ შუაშია. მაკრონის ეს სიტყვებიც წინააღმდეგობრივია, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„სანამ ევროკავშირის გადაწყვეტილება ოფიციალურად გახდებოდა ცნობილი, იყო ბევრი პირდაპირი გზავნილი ხელისუფლების მიმართ, რომ შეეცვალათ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, მათ შორის მაღალი რანგის პოლიტიკოსებისგანაც. ეს ყველაფერი ღია წყაროებშიც არის და აღარ გავიმეორებ. იყო დახურული გზავნილებიც, ოღონდ ამ ეტაპზე ამაზე საუბრისგანაც თავს შევიკავებ. თუმცა, როდესაც ვამბობ, რომ იყო ე.ი. მაქვს ამისი თქმის საფუძველი. დადგება დრო და ამას ვიტყვით. ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც გეუბნებიან ევროპულ პერსპექტივას. ეს ნიშნავს, რომ უკვე ევროპის კარი ღიაა. მაკრონმა რაც თქვა, რომ გეოგრაფია, გეოპოლიტიკა საქართველოსი სხვა არის და იმ ორი ქვეყნის სხვა, ეს ნიშნავს, რომ ევროპის კარი ან დაკეტილი უნდა იყოს და ევროპული პერსპექტივა არ უნდა თქვა. თუ ევროპულ პერსპექტივას ამბობ, ესე იგი კარი გაიღო და გეოგრაფია აღარაფერ შუაშია. მაკრონის ეს სიტყვებიც წინააღმდეგობრივია. როდესაც ერთი მხრივ გაძლევენ ევროპულ პერსპექტივას და მეორე მხრივ კანდიდატობის კანდიდატობას ისეთი პირობებით, რომლებიც არ არის მკაფიო და რომელთაც შეუძლიათ სერიოზული ტურბულენტობის გამოწვევა. როდესაც გეუბნებიან სერიოზული კრიმინალების ციხიდან გამოშვებას, კონტროლის მოთხოვნას გარკვეულ სტრუქტურებზე და ა.შ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

წყარო: imedinews

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here