„რა თქმა უნდა, მივესალმები თბილისში ორგანიზებულ ღონისძიებას – მრგვალი მაგიდის გამართვას, რომელზეც განიხილეს საქართველოს საქმეებში გარე ჩარევის საკითხი. უდავოა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობას საქართველოს მიმართ მტრული პოზიცია აქვს, მაგრამ კიევის რეჟიმი მხოლოდ ამ აზრებს ახმოვანებს და ამას აშშ-ის დღევანდელი მმართველი ელიტა კარნახით აკეთებს. სწორედ აშშ-ს სურთ, რომ აქ მოხდეს იგივე, რაც ხდება უკრაინაში“ – აღნიშნა პარლამენტარმა.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მრევლის დევნასთან დაკავშირებით, რაც ასევე იყო მრგვალი მაგიდის განხილვის საგანი, ფრიფონ ინჯიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„უკრაინაში მართლმადიდებლობის დევნა და ჩაგვრაც შეერთებული შტატების მიერ შთაგონებული პროცესია. შეერთებული შტატები დიდი ხანია აწარმოებს ჩუმ ომს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. აშკარაა, რომ უკრაინაში, საეკლესიო სფეროში მიმდინარე პროცესების პარალელურად, იგივე პროცესები მიმდინარეობდა საქართველოშიც. იყო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ფარულად და ირიბად ხელს უწყობდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის დამცრობას, მისი ისტორიული როლის დაკნინებას და ცდილობდნენ მთლიანად ჩვენი ისტორიის გაყალბებას. ამას მათ უკრაინაში მიაღწიეს, საქართველოში კი ვერ მიაღწიეს, რადგან უკრაინისგან განსხვავებით, ჩვენმა ხელისუფლებამაც და ჩვენმა ხალხმაც პრინციპული პოზიცია დაიკავა”.
„თუ ჩვენ ვართ სახელმწიფო, კანონი ყველასთვის უნდა იყოს დაწერილი. არავის აქვს უფლება, თავი კანონზე მაღლა დააყენოს. საქართველოს კანონმდებლობით, ასეთი რამ ისჯება“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ბოევიკებისთვის კანონით გათვალისწინებული ნორმების ამოქმედებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესაძლებლობას, რომელიც მიმდინარე საარჩევნო კამპანიისას გაჟღერდა, ფრიდონ ინჯიამ განმარტა: „სხვათა შორის, მე ვიყავი პირველი პარლამენტში, ვინც მოვითხოვე საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც გამოიძიებს იმ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და დანაშაულებებს, რაც მოხდა მაშინდელი მმართველი პარტიის მხრიდან 2008 წელს. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ასეთი დანაშაულების შესახებ და საკმარისი იქნებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხის დაყენება“.