ნანა კაკაბაძე: თუკი არაფერს აპირებდნენ, რატომ ჩაატარეს კომისიის სხდომები ან თეა წულუკიანი რატომ შეაწუხეს?!

    “ხალხის აბუნტების დიდი საშიშროება არსებობს”

    ნანა კაკაბაძე

    პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, გასული წლის 4 აგვისტოს დაასრულა მუშაობა და პარლამენტს 460-გვერდიანი “სისხლიანი ქრონიკები&ქუოტ; წარუდგინა დასკვნის სახით. შემდეგ პარლამენტმა შეიმუშავა სარჩელი, რომელიც 2025 წლის 31 ოქტომბერს წარედგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველად. ეს სარჩელი `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას ითვალისწინებს.

    თეა წულუკიანის კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე შემუშავებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ვადა არის ცხრა თვე, რომელიც გადის ამა წლის 31 ივლისს. საქმე წარმოებაში მიღებულია, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ განხილვა არ დაწყებულა.

    რატომ ჭიანურდება “ნაცმოძრაობის” აკრძალვის პროცესი? – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

    _ პროცესი ჭიანურდება და რატომ, არ ვიცი, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და ეს ნება რატომ აღარ არის, არც ეს ვიცი. თუკი არაფერს აპირებდნენ, რატომ ჩაატარეს კომისიის სხდომები ან თეა წულუკიანი რატომ შეაწუხეს, გაუგებარია…

    _ თუკი “ნაცმოძრაობას” არ აკრძალავენ, `ქართულ ოცნებას” ამომრჩეველი გაუნაწყენდება… ზოგიერთი ნაცი კი, მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანი, ამბობს, რომ 2028 წლის საპარლამენტი არჩევნებში “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება” იქნებიან წარმოდგენილნი…

    _ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი ნამდვილად არ ელოდება, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ სახელისუფლო პარტია და “ნაცმოძრაობა” იყოს წარმოდგენილი, თანაც ნანუკა ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით…

    “ქართულ ოცნებას” თუ მართლაც სურდა `ნაცმოძრაობის” კონსტიტუციით აკრძალვა, ვადებს არ დაელოდებოდა და სასამართლო გაიმართებოდა,

    მაგრამ ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ ჩატარებულა და ნაცები ისევ არიან. დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს დასავლეთის წნეხის გამო ხდება, იქიდან ეუბნებიან, რომ ეს აკრძალვა არ უნდა დაუშვან. ხომ ვხედავთ, რა დღეში ჩაცვივდნენ, როდესაც ჟურნალისტი სანაია 14 დღით დააპატიმრეს. როგორც კი ხელისუფლება ლიბერალებს შეეხება, სანქციებს გვიწესებენ…

    _ 48 საათში სრულიად საქართველოს ელექტროენერგია ორჯერ შეუწყდა და ახლა საქართველოს უსაფრთოხების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მუხლით. ცოტა უხერხული ხომ არ არის ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან 14 წლის თავზე საბოტაჟზე საუბარი?

    _ იყო დაპირება, რომ არც ერთი ნაცი ხელისუფლებაში არ უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ახლა მართლაც უხერხულია, რომ საბოტაჟსა და დივერსიაზე საუბრობენ, თან, როდესაც საქართველოში არსებული დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც “ნაცმოძრაობა” წარმოდგენს, აქვთ დევიზი: `რაც უარესი, მით უკეთესი!” და აი, ამ ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება ვერ მოხერხდა….

    რატომ არიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე საეჭვო პირები, რომლებსაც შეუძლიათ, ქვეყანას საფრთხე შეუქმნან? ნაცების საბოტაჟის შიშში ვცხოვრობთ და ვფიქრობ, რომ ამის ერთადერთი პასუხი არის დასავლეთის წნეხი, თანაც უზარმაზარი, რომელსაც ხელისუფლება ვეღარ უძლებს, თანაც იმ დონემდე, რომ ამომრჩევლის დაკვეთას გვერდს უვლის…

    _ ჩვენი ხელისუფლება გარკვეულ საკითხებში უმკლავდება დასავლეთის წნეხს, მაგრამ, როგორც ჩანს, ნაცების ბოგინი თვითონაც ხელს აძლევთ…

    _ არის ლოგიკა იმ მოსაზრებაში, რომ სანამ ნაცები იარსებებენ, ..ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი ხელისუფლებაშინაცები დაბრუნების შიშით ხმას კვლავ მმართველ პარტიას მისცემს. სანამ ქვეყანაში არ შეიქმნება ქვეყნის კეთილდღეობაზე ორიენტირებული პარტია, რომელიც იქნება ჯანსაღი ოპოზიცია, სულ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებით.

    არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა მხოლოდ იმიტომ, რომ გაბრაზებული ხარ მმართველ პარტიაზე, გამოსავალი არ არის, ეს დესტრუქციული ძალების წისქვილზე დაასხამს წყალს და ეს იცის მმართველმა პარტიამ. ხალხი ამას არ დაუშვებს… ხელისუფლებაში ნაცების დაბრუნება დაუშვებელია!

    _ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა… შეიძლება, შემოდგომაზე ისე დაიძაბოს ვითარება, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს?

    _ არ მგონია, რადგან ეს აქამდე უნდა მომხდარიყო. 2028 წელს უნდა დაველოდოთ, რადგან 2027 წელს არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს…

    ხალხის აბუნტების დიდი საშიშროება არსებობს, საზოგადოება ძალიან უკმაყოფილოა, თანაც ყველა მიმართულებით. ვერ დავასახელებ რომელიმე სფეროს, რომელშიც კარგი ვითარებაა, და ამას ხელისუფლება ჩვენზე კარგად უნდა აცნობიერებდეს…

    საერთოდ, როდესაც ბევრი წლის განმავლობაში ქვეყანას ერთი და იგივე ხელისუფლება მართავს, ჩნდება პრობლემები, რომლებიც ვეღარ გვარდება…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here