Home ახალი ამბები საქართველო “რუსული იმპერიალისტური ოცნება – “საქართველო ქართველების გარეშე” – სამწუხაროდ, ჩვენს თვალწინ სრულდება”...

“რუსული იმპერიალისტური ოცნება – “საქართველო ქართველების გარეშე” – სამწუხაროდ, ჩვენს თვალწინ სრულდება” – რას საფრთხეს უქმნის ქვეყანას რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა?

143

ჩვენს სამ­შობ­ლო­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიმ­რავ­ლე აღა­რა­ვის უკ­ვირს. ისი­ნი ყველ­გან გვხვდე­ბი­ან: მა­ღა­ზი­ებ­ში, ტრან­სპორ­ტში, აფ­თი­ა­ქებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც რუ­სუ­ლი უკვე ლა­მის მთა­ვა­რი სა­სა­უბ­რო ენა გახ­და. ისი­ნი ყი­დუ­ლო­ბენ ქო­ნე­ბას, არე­გის­ტრი­რე­ბენ ბიზ­ნე­სებს, ბევ­რი მათ­გა­ნი ქარ­თულ ქა­ლა­ქებს მუდ­მივ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლა­დაც ირ­ჩევს… ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ში­შობს, რომ ეს არის “რბი­ლი ძალა”, რო­მე­ლიც ჩვენს სამ­შობ­ლოს სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს უქა­დის. დღეს ეს სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს აწუ­ხებს, მათ შო­რის, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბიც არი­ან:

“ოდეს­მე ვე­ღირ­სე­ბით, რომ აქ ქარ­თვე­ლებ­მა ლა­ღად და ბედ­ნი­ე­რად იცხოვ­რონ?!”

მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი, მუ­სი­კო­სი:

– ჩემ­თვის, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მკვიდ­რის­თვის, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ აქე­დან გა­დახ­ვე­წი­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ად­გილს უცხო­ტო­მე­ლე­ბი იკა­ვე­ბენ! მით უმე­ტეს, ნამ­დვი­ლად არ მსურს, აქ ბინა ოკუ­პან­ტებ­მა და­ი­დონ. სა­ქარ­თვე­ლო ისე­დაც მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა, მი­ლი­ონ­ზე მეტი ქარ­თვე­ლი წა­სუ­ლია აქე­დან, უცხო­ეთ­ში გა­და­იხ­ვეწ­ნენ ლუკ­მა-პუ­რის­თვის, სა­მა­გი­ე­როდ, რუ­სე­ბი თავს ისე გრძნო­ბენ, რო­გორც თევ­ზი – წყალ­ში. ყვე­ლა­ზე ჩა­მორ­ჩე­ნილ ქვეყ­ნებ­საც კი აქვთ კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლე­ბის შე­მო­დი­ნე­ბას აწეს­რი­გებს და ოკუ­პი­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ასე ად­ვი­ლად რა­ტომ ვუშ­ვებთ? ჩვენ უცხო ტო­მე­ბის­თვის გა­სა­ყო­ფი მიწა-წყა­ლი ნამ­დვი­ლად არ გვაქვს, მით უმე­ტეს – რუ­სე­ბის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო დიდი ქვე­ყა­ნა რომ იყოს, კი­დევ გა­უძ­ლებ­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ მცი­რერ­ცი­ხო­ვა­ნი ერის შვი­ლე­ბი ვართ. ისე­დაც 2 თუ 3 მი­ლი­ო­ნი ვართ დარ­ჩე­ნი­ლი და თუ ჩვენს სამ­შობ­ლო­ში ნორ­მა­ლუ­რი, ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბას მოგ­ვცე­მენ, მად­ლო­ბას ვი­ტყო­დით. აშ­კა­რაა, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქ ოჯა­ხე­ბით ჩა­მო­დი­ან და სურთ ფეს­ვე­ბი გა­იდ­გან. პუ­ტი­ნი ხომ ყველ­გან ასე იქ­ცე­ვა: თა­ვის ხალ­ხს ჩა­ა­სახ­ლებს და მერე ჰგო­ნია, რომ ის ტე­რი­ტო­რია რუ­სეთს ეკუთ­ვნის. ასე მოხ­და აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლო­ში, ახლა იგი­ვე გან­მე­ორ­და უკ­რა­ი­ნა­შიც… ყვე­ლას აქ სურს ცხოვ­რე­ბა, ისე­დაც ურ­თუ­ლე­სი დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს და ხომ უნდა დავ­ფიქ­რდეთ, მო­მა­ვალ­ში რა გვე­ლო­დე­ბა?! რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ია­რა­ღით დაგ­ვი­პყრო­ბენ თუ ფუ­ლით?! ნაც­ვლად იმი­სა, რომ თა­ვი­სი ხალ­ხი და­აბ­რუ­ნონ და ადა­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მნან, აქ უცხო ხალ­ხს უშ­ვე­ბენ და ასახ­ლე­ბენ. რას უნდა მი­ვა­წე­როთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, მე ვერ ვხვდე­ბი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ერთი რამ: ოდეს­მე ვე­ღირ­სე­ბი, რომ ქარ­თვე­ლებ­მა თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში ლა­ღად და ბედ­ნი­ე­რად იცხოვ­რონ?!

“ადა­მი­ა­ნი მამა-პა­პურ ქო­ნე­ბას რო­გორ მო­ექ­ცე­ვა, ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია”

ლადო კა­ხა­ძე – ექი­მი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი:

– სა­ქარ­თვე­ლო ტუ­რის­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია და ეთ­ნო­კულ­ტუ­რა გვაქვს, ამი­ტომ, სტუმ­რე­ბის ჩა­მოს­ვლა და ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ბუ­ნებ­რი­ვია. თუ ჩვე­ნი სტუმ­რე­ბი აქე­დან და­დე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ი­ტა­ნენ, ამას რა ჯობს?! კარ­გია ისიც, რომ ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა – ეს ჩვენს ეკო­ნო­მი­კას წა­ად­გე­ბა, მაგ­რამ სულ სხვა სა­კი­თხია ის, რომ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გვაქვს და­კარ­გუ­ლი და აქ მი­წის თუ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბა მხო­ლოდ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა. გა­სა­გე­ბია, რომ ზო­გი­ერთ მათ­განს აქ უნდა და­სახ­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბაა, ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნოს, ან თა­ვი­სი ქო­ნე­ბა გა­ას­ხვი­სოს და რო­გორც უნდა, ისე გან­კარ­გოს. კერ­ძო მე­სა­კუთ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო ვერ ჩა­ე­რე­ვა. ეკო­ნო­მი­კა ისე­თი სფე­როა, რო­მე­ლიც სა­ზღრებს არ სცნობს, მე ბევ­რჯერ მით­ქვამს: მა­ნ­ჰე­ტე­ნი ია­პო­ნე­ლებს ეკუთ­ვნით-მეთ­ქი… ცხა­დია, ია­პო­ნე­ლე­ბი მა­ნ­ჰე­ტენს თან ვერ წა­ი­ღე­ბენ, მაგ­რამ იქ შრო­მო­ბენ, დოვ­ლათს ქმნი­ან და ბი­უ­ჯეტ­ში გა­და­სა­ხა­დე­ბი შე­აქვთ, რაც ამე­რი­კის ეკო­ნო­მი­კას აძ­ლი­ე­რებს. ჩვენც, თუ გო­ნივ­რუ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებთ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რო­მე­ლიც გვაქვს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას გა­ვაძ­ლი­ე­რებთ. აქვე იკ­ვე­თე­ბა ამ სა­კი­თხის მო­რა­ლურ-ეთი­კუ­რი მხა­რეც: ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, შიმ­ში­ლიც რომ ემუქ­რე­ბო­დეს, მამა-პა­პურ მი­წას და ეზო-კარს სხვას არ მიჰ­ყი­დის. მე მა­გა­ლი­თად, ჩემს ქო­ნე­ბას უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს არ და­ვუთ­მობ, მით უმე­ტეს, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეს. რა­ტომ? – მათ გერბსაც კი, ორ­თა­ვი­ა­ნი არ­წი­ვი ამ­შვე­ნებს… ეს ქვე­ყა­ნა სულ აქეთ-ქით იყუ­რე­ბა, რომ ვინ­მეს რა­ი­მე წა­არ­თვას. რუ­სეთ­მა ჩემი ქვე­ყა­ნა და­ბომ­ბა, ეკ­ლე­სი­ე­ბი წა­მი­ბილ­წა და ხალ­ხი ამი­წი­ო­კა, ამ ქვეყ­ნის შვი­ლებს ჩემს მამა-პა­პურ სა­კუთ­რე­ბას რო­გორ გა­დავ­ცემ?! სწო­რედ მათ წაგ­ვარ­თვეს სა­მა­ჩაბ­ლო და აფხა­ზე­თი, ახლა ბიჭ­ვინ­თის ანექ­სი­აც სურთ, მაგ­რამ ეს დრო­ე­ბი­თია. მე აფხა­ზეთ­ში, სო­ხუმ­ში, სახ­ლი მაქვს და ერთი წუ­თი­თაც არ და­მი­კარ­გავს იმე­დი, რომ ჩემს სახ­ლში დავ­ბრუნ­დე­ბი, როცა ეს ტე­რი­ტო­რია კა­ნო­ნი­ე­რად დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა.

როცა ოკუ­პი­რე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პო­ზი­ცი­ას და შეგ­ნე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია და ვინ რო­გორ მო­იქ­ცე­ვა, ეს მისი გა­და­სა­წყვე­ტია.

“ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ოკუ­პა­ცი­აა!”

თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი – მწე­რა­ლი:

– სამ­წუ­ხა­როდ, ლარ­სი ისევ გა­და­ჭე­დი­ლია რუ­სუ­ლი მან­ქა­ნე­ბით და რუ­სე­ბი უწყვეტ ნა­კა­და­დად შე­მო­დი­ან. სა­ო­ცა­რი იცით, რა არის? – ქვე­ყა­ნას­თან, რო­მელ­საც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის 20 პრო­ცენ­ტი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი და მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი არა გვაქვს! რუ­სეთ­ში წა­სას­ვლე­ლად ჩვენ ვიზა გვჭირ­დე­ბა, ისი­ნი კი, უვი­ზოდ შე­მო­დი­ან და მერე აქ რჩე­ბი­ან. ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ოკუ­პა­ცი­აა – სხვა სა­ხელს უბ­რა­ლოდ, ვერ და­ვარ­ქმევ. ურ­თუ­ლე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს, ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო მექ­სი­კა-ამე­რი­კის სა­ზღვარ­ზე დგას და ამ დროს, რუ­სე­ბი აქ აფორ­მე­ბენ ბიზ­ნე­სებს, ყი­დუ­ლო­ბენ უძ­რავ ქო­ნე­ბას და ნელ-ნელა მკვიდ­რდე­ბი­ან. ეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რა­ტომ ყი­დი­ან ქარ­თვე­ლე­ბი ამ ქო­ნე­ბას რუ­სებ­ზე? – ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უჭირს და შვი­ლე­ბი მში­ე­რი ჰყავს, ბი­ნას იმას მიჰ­ყი­დის, ვინც უფრო ძვირს გა­და­უხ­დის. ამი­ტომ, რა­ღაც ბაზა უნდა შე­იქ­მნას, რომ ეს პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­როს. უნდა არ­სე­ბობ­დეს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ამას მო­ა­წეს­რი­გებს. ვიცი, ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ისი­ნი მხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბი არი­ან და ქვე­ყა­ნა­ში ფული შე­მო­აქვთ, მაგ­რამ მე ამას ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი: ჯერ ერთი, რუსი ტუ­რის­ტი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ტუ­რის­ტია და მე­ო­რე – მათ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რი პო­ლი­ტი­კა აქვთ არ­ჩე­უ­ლი: სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის­პი­რეთ­ში და მთებ­ში რუ­სებ­მა სახ­ლე­ბი შე­ი­ძი­ნეს, ან და­ი­ქი­რა­ვეს და ახლა თვი­თონ აქი­რა­ვე­ბენ – ისევ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. შე­ი­ძი­ნეს რეს­ტორ­ნე­ბი, კა­ფე­ე­ბი და თვი­თონ ამუ­შა­ვე­ბენ, ტუ­რო­პე­რა­ტო­რე­ბა­დაც თა­ვად მუ­შა­ო­ბენ და სა­კუ­თარ ხალ­ხს ასაქ­მე­ბენ. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი მა­თი­ვე ჯი­ბის გა­სა­ს­ქე­ლებ­ლად კეთ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ბი­უ­ჯეტ­ში კი, მი­ნი­მუ­მა­ლუ­რი თან­ხა შე­დის. ეს რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სია, ოღონდ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ხარ­ჯზე. რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ოც­ნე­ბა – “სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის გა­რე­შე” – სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს თვალ­წინ სრულ­დე­ბა. დღეს შა­ვი­ზღვის­პი­რეთს დავ­თმობთ, ხვალ – თბი­ლისს და ბო­ლოს, მთელ ქვე­ყა­ნას ჩა­ვა­ბა­რებთ! თუ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გო­ნივ­რულ ნა­ბი­ჯებს არ გა­დად­გამს, სულ მალე მი­ვი­ღებთ სა­ქარ­თვე­ლოს ქარ­თვე­ლე­ბის გა­რე­შე. რას ნიშ­ნავს გო­ნივ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი? – მა­გა­ლი­თად: ეს­ტო­ნეთ­ში შე­მო­ი­ღეს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ქო­ნე­ბა აღარ გა­ი­ყი­დე­ბა. ჩვენც ასე უნდა ვიქ­ცე­ო­დეთ და როცა სწო­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბაზა გვექ­ნე­ბა, მერე ვი­სა­უბ­როთ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბა­ზე. სა­ხელ­მწი­ფოს სწო­რი პო­ლი­ტი­კა უნდა ჰქონ­დეს, მით უმე­ტეს, როცა საქ­მე ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ეხე­ბა. სა­ზღვარ­ზე ხომ მა­ინც უნდა არ­სე­ბობ­დეს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან შე­მო­სულ ხალ­ხს გა­ფილტრავს? რაც ახლა ხდე­ბა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ქარ­თუ­ლი თვითმყო­ფა­დო­ბის წაშ­ლის მცდე­ლო­ბაა. რო­გორც წესი, რუ­სე­ბი ყო­ველ­თვის იცა­ვენ “რუსს­კი მირს”. პუ­ტი­ნი ისე შე­მო­ვა აქ თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად, რომ ხმა­საც ვერ ამო­ვი­ღებთ. “არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის” პო­ლი­ტი­კამ სწო­რედ ეს მოგ­ვი­ტა­ნა: ჩვე­ნი სამ­შობ­ლო ლა­მი­საა, პუ­ტი­ნის რუ­სეთს გა­და­ვა­ბა­როთ. თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის შეგ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ისე­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვყავ­დეს, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ზე იზ­რუ­ნებს და არა – ერთი კა­ცის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე. ტუ­რის­ტე­ბი არი­ან და ეკო­ნო­მი­კას აძ­ლი­ე­რე­ბე­ნო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლი თუ არ დარ­ჩა, რა­ღად გვინ­და ეს ეკო­ნო­მი­კა? ჩვენ თუ აღარ დავ­რჩით, ეკო­ნო­მი­კა რა­ღად გვინ­და? ტუ­რის­ტი ტუ­რის­ტია, მაგ­რამ როცა ბი­ნას თა­ვის სა­ხელ­ზე გა­ი­ფორ­მებს, ის უკვე ტუ­რის­ტი აღარ არის. მე არ ვიცი ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ლო­გი­კუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი რა არის, ამი­ტომ გვჭირ­დე­ბა ჭკვი­ა­ნი და გა­მოც­დი­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­მო­იყ­ვა­ნენ ქვე­ყა­ნას ამ მდგო­მა­რო­ე­ბი­დან.ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო აკონ­ტრო­ლებს თა­ვის სა­ზღვარს, ჩვენ კი, ამა­საც ვერ ვა­ხერ­ხებთ!

https://www.ambebi.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here