რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ალექსანდრე ვოლკოვის განცხადებით, რუსეთში ქართული ავიაკომპანიების თვითმფრინავების ფრენიების აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ დაიფარება აერონავიგაციის მომსახურებისთვის არსებული დავალიანება.
“ფრენების შეწყვეტა იმ მომენტამდე გაგრძელდება, სანამ რუსეთის მხარისთვის არ იქნება წარმოდგენილი კომპანიების _ Georgian Airways-ის და MyWay Airlines-ის საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა, მათი აუდიტი. ასევე იმ მომენტამდე, ვიდრე ბოლომდე არ დაიფარება ქართული მხარის მიერ აერონავიგაციის მომსახურების არსებული დავალიანება” , _ განაცხადა ვოლკოვმა.