Home ახალი ამბები მსოფლიო “ქართული მხარისგან მიღებული გვაქვს საექსტრადიციო მოთხოვნა – სამართლებრივი დაბრკოლება არ არსებობს”

“ქართული მხარისგან მიღებული გვაქვს საექსტრადიციო მოთხოვნა – სამართლებრივი დაბრკოლება არ არსებობს”

874

უკრაინის იუსტიციის მინისტრის პავლო პეტრენკოს განცხადებით, ამ მომენტისთვის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების პროცედურის გასაგრძელებლად დაბრკოლებები არ არსებობს.
ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა უკრაინულ ტელეარხ 112- თან საუბრისას განაცხადა.

„ამ მომენტისთვის არანაირი სამართლებრივი დაბრკოლება არ არის ექსტრადირების პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ქართული მხარისგან მიღებული გვაქვს საექსტრადიციო მოთხოვნა. ჩვენ, ჩვენი მხრივ ვიმოქმედებთ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. ველოდებით პროკურატურისგან საექსტრადიციო შემოწმების დასრულებას, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ აღნიშნულ საკითხზე“, – განაცხადა პავლო პეტრენკომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here