რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა სახელმწიფო სათათბიროს რეკომენდაციების შესრულებაზე საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ.
“არ გავაკეთებ ამას ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო”, _ განაცხადა პუტინმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს შეთავაზებაზე საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესახებ და დასძინა, რომ ანტირუსულ განწყობას ქვეყანაში აღვივებენ ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან ისტორია და, საბოლოო ჯამში, აზარალებენ ქართველ ხალხს.