Home ახალი ამბები საქართველო პუტინის „საიდუმლო იარაღი“ – გენერალი ზამთარი

პუტინის „საიდუმლო იარაღი“ – გენერალი ზამთარი

348

კოლექტიური დასავლეთის ე.წ. ომის პარტიათა მეცადინეობით რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ხანძრის სიმხურვალემ არნახულ ნიშნულს მიაღწია, რომელსაც მატების პერსპექტივა უფრო აქვს, ვიდრე კლების, რადგან  „დემოკრატიისთვის“ რუსეთთან „მარტოდმარტო“ მებრძოლ  ბანდერელ ფაშისტებს, უწინარესად, ოკეანისგაღმელი ანგლოსაქსი მეგობრები და შემდეგ ე.წ. კოლექტიური დასავლეთის ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები (გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი ) უშურველად უკეთებენ მილიარდობით დოლარის ფინანსურ ინიექციებს…

რუსეთის არმიის მიერ იზიუმისა და ლიმანის ტაქტიკური მოსაზრებით  დატოვების გამო, საინფორმაციო ომში „გამარჯვების“ ეიფორიაში მყოფი ანგლოსაქსების მიერ წაქეზებულმა უკრაინელმა პროპაგანდისტებმა მტერ-მოყვარეთათვის ღიმილის მომგვრელი განცხადება გააკეთეს.

„უკრაინას უკვე ხელს აღარ აძლევს ყირიმისა და დონბასის „ჩაბარება“ რუსეთისგან, არც რეპარაცია „შეჭრის“ გამო“,  _  განაცხადა უკრაინის უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსეი დანილოვმა. მისი თქმით, კიევი დასავლელ მოკავშირეებთან ერთად მიაღწევს „სრულ კაპიტულაციასა და დემილიტარიზაციას“ (ბირთვული იარაღის მფლობელი სახელმწიფოს?).

ჰოდა, როგორც ჩანს, დასავლური პროპაგანდის გავლენით, „ბანდერელთა“ ელიტას, რომ იტყვიან, კრამიტი დაუცურდა… როგორც ავტორიტეტული დასავლელი ექსპერტები წერენ,  რუსეთი სამხედრო სპეცოპერაციას შეზღუდული ძალებით ახორციელებს, რადგან მისთვის მთავარია ჯარისკაცებისა და მოსახლეობის სიცოცხლე, უკრაინა კი ხორცსაკებში ატარებს ათიათასობით ადამიანს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის კულუარებში ბევრი სკეპტიკურად არის განწყობილი “ვაშას” ყვირილისა და ხარკოვის მიმართულებით მოპოვებული გამარჯვებების მიმართ. მათ მიაჩნიათ, რომ მთავარი ფრონტი ეკონომიკურია და იქ ზელენსკის ძალიან ბევრი პრობლემა აქვს.

რაც შეეხება ფრონტს, რუსეთის მთავარსარდლობა აქცენტს აკეთებს ხანგრძლივ თამაშსა და უკრაინის არმიის ყველაზე მოტივირებული და გაწვრთნილი ჯარისკაცების განადგურებაზე, ამიტომ, როგორც 1941-ში მოსკოვთან წითელი არმიის ჯარისკაცები გერმანელ ფაშისტთა ტანკებს ქვეშ უვარდებოდნენ, იმავეს არ აკეთებენ ბანდერელ  ფაშისტთა მიმართ და სტრატეგიულად უმნიშვნელო სოფლებს უბრძოლველად უტოვებენ ბანდერელებს,  რომლებიც ლოკალურ „გამარჯვებებს“ საინფორმაციო ომში პროპაგანდისთვის იყენებენ. თვით ბანდერელები კი კვალიფიციური სამობილიზაციო რეზერვის კადრების ნაკლებობას განიცდიან.

ამ საკითხზე შეიძლება ერთი მაგალითის მოყვანა. ვერმახტის პოლკოვნიკმა ლუიტპოლდ  შტეიდლემ, რომელმაც მოგვიანებით წერა დაიწყო, ახსნა, რატომ განიცადა 1943 წელს სტალინგრადში კატასტროფა მესამე რაიხმა. მისი აზრით, პირდაპირი დანაკარგები არ შეიძლება შეფასდეს მოკლულებისა და დატყვევებულების რაოდენობით. სტალინგრადში საბჭოთა მეომრებმა გერმანელთა ხარისხობრივად ძლიერი რესურსი გაანადგურეს და ამან საბჭოთა არმიას საშუალება მისცა, რამდენიმე თვეში დაემარცხებინა ჰიტლერელები“, _  წერს ინტერნეტგამოცემა svpressa.ru.

მაშ,  აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის მიწაზე მიმდინარე ომში ვინ გაიმარჯვებს? ასეთი კითხვის დასმაც კი არალეგიტიმურად, გნებავთ, მკრეხელობად მიმაჩნია, რადგან  არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის ყველა, დიდი თუ მცირე, კონფლიქტი, მათ შორის ეს ომიც, არის ბრძოლა მართლმადიდებელ ქრისტიანობასა და აგრესიულ ნეოლიბერალიზმს, გნებავთ, ლგბტ გარყვნილთა შორის. სატანასთან წილნაყარ ძალას, რომელსაც არც სხვა ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებზე „ამოსდის მზე და მთვარე“ და რომელიც, სამწუხაროდ, ლამის მთელ „ცივილიზებულ“ სამყაროს მართავს, მინუს თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია, რომელშიც  უკვე 9 სრულუფლებიანი წევრია:  რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი,  უზბეკეთი და ახლახან  ირანიც დაემატა. თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცის მორიგ სამიტს უზბეკეთის ქალაქი სამარყანდი მასპინძლობდა.

ჩამოთვლილი სახელმწიფოების მოსახლეობა ლამის  დედამიწაზე მცხოვრებთა ნახევარია. ამას  პლუს ის რეალობა, რომ  8-დან  4 ბირთვული სახელმწიფოა. აქედან დასკვნა:  შანხაის ორგანიზაციას არანაირი შიში არ აქვს  „ცივილიზებული დასავლეთის (აშშ), გარდა   ერთისა _ ლგბტ თემის საცეცებმა დემოკრატიის ნიღბით შანხაის ორგანიზაციის ქვეყნებშიც არ შეაღწიოს.

დასასრულ,  კიდევ ერთი არგუმენტი პუტინის სასარგებლოდ, რომელიც  შანხაის სამიტის მონაწილე ყველა პირველ პირს (რომლებიც, სხვათა შორის, უპირობოდ უჭერენ მხარს პუტინის „აგრესიას“) ერთი-ერთზე დაელაპარაკა, მათ შორის ჩინეთის პირველ პირს, რომლის ვიზიტი სამარყანდში პირველი გასვლა იყო პეკინიდან პანდემიის  დაწყების შემდეგ…

პუტინს,  მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთის მოსახლეობის  70-75 % უჭერს მხარს.

„გენერალი ზამთარი გერმანიაში. გერმანული გამოცემის პირველი გვერდი. 1916 წელი

სწორედ ამ პროცენტების გამო ეს ომი პუტინის პირადი ომია, რომელშიც მარცხის უფლება არ აქვს და მათთან, ვისაც კიევის გამარჯვების იმედი აქვს,  კამათი წყლის ნაყვაა. მით უმეტეს, რომ რუსეთის პრეზიდენტს „საიდუმლო იარაღი“, გენერალი ზამთარი, მარაგში აქვს. ევროპის წამყვან ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) უკვე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, საზოგადოდ,  ფასების, პირველ რიგში, ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის წინააღმდეგ. პროტესტი სიცივის მატების პირდაპირპროპორციულად მოიმატებს და ბოლოს იმ ნიშნულს მიაღწევს, როცა ქუჩებში გამოჩნდება პლაკატი-ბანერები ასეთი წარწერებით:  „დემოკრატიის, მით უმეტეს კიევის დედაც, დაგვიბრუნეთ ბინებში სითბო და კრუასანები!“

სამარყანდის სამიტის თითქმის პარალელურად საქართველოში უკვე მეექვსედ ჩატარდა ნატოს სამხედრო წვრთნები, რომლებიც წინა ხუთისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ვაზიანის ბაზაზე „ღირსეული პარტნიორი _ 2022“-ის  საზეიმო გახსნას საქართველოს  არც თავდაცვის მინისტრი, არც პრემიერი  არ დასწრებიან. ყველაზე მაღალი ჩინი, რომელმაც ნატოს წევრ ქვეყნებს სწავლების საზეიმო გახსნა მიულოცა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი იყო.

ამ აშკარა დემარშმა იმედი გამიჩინა, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლო პერიოდში ღობე-ყორეს ედება, ანუ ვერ გაუგია, პირი საით ქნას, ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ ნატოსთან 30-წლიანმა „ღირსეულმა პარტნიორობამ“ ცუდის მეტი არაფერი მოგვცა და, აქედან გამომდინარე,  რუსეთთან  ღირსეული ურთიერთობის დამყარება გადაწყვიტა.

მაგრამ ნათქვამია: კაცი ბჭობდა,  ღმერთი იცინოდაო. იმან, რამაც მე იმედი ჩამისახა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, როგორც ჩანს, შოკში ჩააგდო და საკუთარ ვებგვერდზე „ამოუოხრია“: „ამას რას მოვსწარი-“ო… თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც თინა ხიდაშელის „ოხვრას“ ეწერა დიდი დღე და არც თქვენი მონა-მორჩილის იმედს.  „ღირსეული პარტნიორი _ 2022“-ის  საზეიმო დახურვის ცერემონიაზე პრემიერით დაწყებული, პრეზიდენტით დამთავრებული, რომ იტყვიან, ცოცხალ რიგში ერთმანეთს „ეჯიკავებოდნენ“ ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა საქართველოს დე  ფაქტო მმართველი აშშ-ის ელჩისთვის დაემტკიცებინათ საქართველოს გადამრჩენელი  რუსეთის სიძულვილი და ჩვენი დამაქცევარი აშშ-ის სიყვარული.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here