Home ახალი ამბები საქართველო მხოლოდ ერისა და ბერის ერთობა თუ გადაარჩენს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს!

მხოლოდ ერისა და ბერის ერთობა თუ გადაარჩენს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს!

331

ყველა კარგად ხედავს, რომ მიდის ანტიდასავლური რიტორიკა, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე“, _ ეს პროვოკაციული განცხადება 21 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. მე კი წინამდებარე წერილს ეპიგრაფად გამოვიყენე.

როგორც წინა წერილში აღვნიშნე, საქართველომ ყველაფერი გააკეთა „მოძმე“ უკრაინის, უფრო ზუსტად, კიევის ფაშისტურ-ბანდერული ხელისუფლების დასახმარებლად. კიევის ფოსტის მონაცემებით, უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების მიხედვით, საქართველო 181 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა (ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა და საკითხავია, იქნებ დახმარება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე უკრაინას, რომელსაც ისედაც ყოველმხრივ ეხმარება აშშ და მისი „უკანა ეზო“ _ ევროკავშირი) და რუსეთისათვის დაწესებული ყველა პოლიტიკური სანქციის ხელმომწერია, მაგრამ საქართველომ რუსეთთან არ გაწყვიტა სავაჭრო ურთიერთობები, რადგან ამით, პირველ რიგში, პატარა საქართველო დაზარალდებოდა, ხოლო “ბორჯომისა” და ღვინის ექსპორტზე უარის თქმით რუსეთის უკიდეგანო ბაზარს, ბოდიში და, ფეხებსაც ვერ მოვჭამდით. სანაცვლოდ რა მივიღეთ „მოძმე“ უკრაინისგან? _ კლოუნმა პრეზიდენმა ზელენსკიმ ჯერ ელჩი გაიწვია საქართველოდან, შემდეგ კი გაათავისუფლა თანამდებობიდან იმისთვის, რომ მეორე ფრონტი ვერ გაახსნევინა საქართველოს ხელისუფლებას. და, თუ დღეს საქართველოში მყიფე, მაგრამ მაინც მშვიდობაა, ეს, უწინარესად, პრემიერ ღარიბაშვილის დამსახურებაა, რომელმაც უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების პირველივე დღეებში კატეგორიულად განაცხადა, რომ საქართველო მეორე ფრონტს არ გახსნიდა. საქართველოს პრეზიდენტის 21 ივლისის განცხადება კი უნიჭოდ შენიღბული მორიგი მოწოდებაა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ და მეტი არაფერი. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მინდა შევახსენო, რომ „მოძმე“ უკრაინისთვის (წაიკითხე, აშშ, ევროკავშირი) საქართველომ ყველაფერი გააკეთა, ერთი რამის გარდა, და აქედან  კითხვაც: რუსეთთან სიჩუმის დასარღვევად რა გავაკეთოთ _ გიჟებივით გამოვვარდეთ რუსთაველზე, პუტინსა და რუსეთს ვაგინოთ თუგირჩებივითცხინვალის რეგიონში მავთულხლართებთან  მივიდეთ და შარვლები  ჩავიხადოთ?

აი, რას ამბობს საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი: „მე მესმის საქართველოს ხელისუფლების განცდა, რომ საქართველო უფრო მეტად დაუცველია სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსული საფრთხისადმი და რომ სიფრთხილით უნდა იმოქმედონ ასეთ სიტუაციებში…“  ფრანგი დიპლომატის ციტირება ჩვენი პრეზიდენტის  უგვანი განცხადების არაადეკვატურობის  საჩვენებლად დამჭირდა _ ის, რაც საფრანგეთის ელჩისთვის სრულიად გასაგები და მისაღებია, გაუგებარი და მიუღებელია სალომე ზურაბიშვილისთვის.

მრავალჯერ ნათქვამს კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სალომე ზურაბიშვილი, კელი დეგნანი, „გამჭვირვალეკაპიტანი ეკა გიგაური, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სოროსის ფონდი, ღარიბღატაკი ქართველების ფულით გამდიდრებული ბანკირები _ ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ხელმოცარული, მარად ორპროცენტიანი .. ოპოზიცონერები ის მეხუთე კოლონაა საქართველოში, რომელსაც ტრადიციული, მართლმადიდებელი საქართველოსა და მისი საყრდენი ბურჯის, დედაეკლესიის, ერთხელ და სამუდამოდ ძირფესვიანად ამოგდებამოთხრა სურს. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილისთვის ყველაფერი გასაგებია და, როგორც გენეტიკურად მოღალატე მენშევიკების ღირსეული შთამომავალი, შეგნებულად აკეთებს იმას, რასაც ფიქრობს. რადგან რევოლუციიის მოწყობის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა და იანკებმა ისიც კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ნაცების დაბრუნების შანსი ნულის ტოლია, აშშ-ის თაოსნობით საქართველოში მოქმედმა მეხუთე კოლონამ მოქმედების ტაქტიკა შეცვალა. არჩევნებში “ოცნების” დამარცხების იდეა თაროზე შემოდეს და მზაკვრული პროექტის განხორციელებაზე დაიწყეს ფიქრი და ჩალიჩი _ სურთ, აღმასრულებელი ხელისუფლების მნიშვნელოვან პოსტებზე პროკურატურაში, თავდაცვაში, სასამართლოში, ძალოვან უწყებებში ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი მეთოდით ნაცების ან მათთან დაკავშირებული პირების დანიშვნა. ეს, პრაქტიკულად, სახელმწიფო სუვერენიტეტზე უარის თქმას ნიშნავს, იმიტომ, რომ ეს ის სამინისტროები და უწყებებია, რომლებზეც ნებიმიერ სახელმწიფოში მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დგას.

 ახლა, ორიოდე სიტყვა ოცნებიდან „წასული“ „ტროიკის“ შესახებ: ზელენსკიზე ვამბობთ, კლოუნიაო და ეს რა კლოუნადა მოაწყვეს _ ვინ ჭამს იმას, რომ “ოცნებისგან” დამოუკიდებლად მოქმედებენ. ანდა, რა არის ნელ-ნელა რომ ასაჯაროებენ სკანდალურ ინფორმაციებს და ბოლოს არ ავიწყდებათ, „დაკლადი“ გაუკეთონ ამერიკელ თუ ევროპელ ბოსებს, რომ ევროპაში “ოცნება” მიდის და არა “ნაცმოძრაობა”, რომ ევროპა საქართველოს ხალხის ურყევი არჩევანია და ა.შ. რამაც ვაზელინის დეფიციტი შექმნა ქვეყანაში… ამიტომ მივმართავ “ქართულ ოცნებას”: ჯერ ერთი, ვინ გითხრათ, სად წაიკითხეთ, რომ ევროპა (მით უმეტეს, ნატო) საქართველოს ისტორიული არჩევანია? თუ თქვენც „გადამდგარი“ სააკაშვილის მიერ ჩატარებული  2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით აპელირებთ, რომელიც გაყალბებულად არის მიჩნეული? ამ რიგგარეშე არჩევნების პარალელურად ჩატარებული პლებისციტში, რომლის კითხვა იყო _ უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, 77% აიღეს დასავლეთის მომხრეებმა (შედეგი ოპოზიციამაც აღიარა) და ეს აბსურდია, რადგან, თუ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, მაშინ პლებისციტის შედეგებიც გაყალბებულად უნდა მიჩნეულიყო. თუ “ქართული ოცნებაც” ასე მიიჩნევს, მაშინ რა განსხვავებაა თქვენსა და “ნაცმოძრაობას” შორის? მხოლოდ ის, რომ დღეს ციხეებში აღარ აწამებენ და აუპატიურებენ, ქუჩებში ახალგაზრდებს აღარ ხვრეტენ? ეს ნამდვილად არ არის ცოტა და ამისთვის მადლობა, მაგრამ სხვა დაპირებებიდან თითქმის არაფერი შესრულებულა და შედეგად ხალხის რისხვა ნელ-ნელა გიახლოვდებათ, ამიტომ გირჩევთ, „ვაზელინს“ თავი დაანებოთ და დასავლელ ბოსებს ვაჟაფშაველას ზვიადაურივით მიახალოთ: ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა, შემდეგ კი პოლიტიკური ფსონი (თუ ასე თქმა უპრიანია) მის უდიდებულესობა ქართველ ერსა და დედაეკლესიაზე დადოთ, რადგან მხოლოდ ერისა და ბერის ერთობა თუ გადაარჩენს მსოფლიო ხლისტების მორევში დახრჩობისგან ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს! რაც შეეხება ე.წ. კოლექტიური დასავლეთის ღირებულებებსა თუ ფასეულობებს… მართლაც დიდებული, ქრისტიანული ფესვებიდან აღმოცენებული, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ევროპული კულტურიდან, სამწუხაროდ, თითქმის აღარაფერი დარჩა. განსაკუთრებით აშშ-ზე მწყდება გული, რადგან ჩემი თაობის ოცნების ზენიტი აშშ და ამერიკელთა ცხოვრების წესი იყო. დღეს კი რა ხდება ერთ დროს საოცნებო ამერიკაში? წყნარ და ატლანტის ოკეანეებზე მდებარე შტატები ლგბტ პირების მექად ქცეულა. იმავეს თქმა შეიძლება აშშ-ის „უკანა ეზოზე“ _ ევროპაზეც.

ახლა ვიცი, მავანი ახალგაზრდა მედასავლეთე გამომიხტება და დამამუნათებს, _ მთელი დასავლეთი არ არის მასეთიო. კი ბატონო, დაგეთანხმებით, მაგრამ ვინც არის, უკვე იმდენი არიან და ისეთი პრივილეგიებით სარგებლობენ, რომ ღვთის რისხვის გარეშე მათი ალაგმვა საეჭვო იქნება.

დავით მხეიძე

P.S. კიდევ ბევრი რამ დამრჩა სათქმელი, განსაკუთრებით უკრაინაში აშშრუსეთს შორის ომზე. სულ მალე რუსეთიდაამთავრებსუკრაინას. დიახ, გაიმარჯვებს კი არა, დაამთავრებს. როგორც რუსეთის უშიშრების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, უკრაინა, როგორც ასეთი, პოლიტიკურ რუკაზე აღარ იარსებებს. იქნება მხოლოდაკრაინა“, ანუ რუსეთის იმპერიის განაპირა ნაწილი, გნებავთ, მალოროსია, რომელსაც კიევში მჯდარი გუბერნატორი მართავდამალოროსიაშიმუჟიკრუსებსა და ანგლოსაქს ლგბტებს შორის ომი მიმდინარეობს. თუნდაც მხოლოდ იმიტომ ვარ რუსეთის გამარჯვების მოსურნე, რომ რუსეთი ერთადერთი ზესახელმწიფოა, რომელმაც ოფიციალურად აკრძალა ქვეყანაში ლგბტ პროპაგანდა, გეიაღლუმები და ერთი და იმავე სქესის  პირთა შორის ქორწინება. როცა ამბობენ, 24 თებერვლის შემდეგ რუსეთმა ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება დაიწყოო, მგონია, რომ მსოფლიო, ზნეობრივი გაგებით, ორ ნაწილად გაიყოფა _ ლგბტ თემის  მომხრე და მოწინააღმდეგე ნაწილებად. მინდა, რომ საქართველო იმ ნაწილში აღმოჩნდეს, რომელშიც ქალს ქალი ჰქვია და მამაკაცს _ მამაკაცი, სადაც ღმერთი სწამთ და არა სატანა. მოკლედ, იქ მინდა, სადაც ჩვენი ფიზიკურმენტალურად გადამრჩენი ერთმორწმუნე რუსეთი იქნება. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს და, მიუხედავად ჩვენში გაქანებული რუსოფობიისა, იქ მცხოვრებ ქართველებს არავინ ერჩის

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here